უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

19 მაისი, 2017 09:00
font-size

თინათინ ხიდაშელი იური ლუჟკოვის საქართველოში ვიზიტის გამო შს მინისტრს ღია წერილით მიმართავს

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრმა, თინათინ ხიდაშელმა შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი მღებრიშვილს ღია წერილით მიმართა. მან იმ ზომების გატარებაზე გაამახვილა ყურადღება, რაც უნდა მიეღო შსს-ს მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის საქართველოში სტუმრობის დროს, რადგან მან ოკუპირებული აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი მოინახულა.

ხიდაშელმა ასევე დაასახელა რუსეთის მთავრობის წევრები, დუმის დეპუტატები და ჟურნალისტები, რომლემაც ასევე დაარღვიეს საქართველოს კანონი ოკუპაციის შესახებ.

„მედიანიუსი“ თინა ხიდაშელის წერილს უცვლელად გთავაზობთ:

„მოსკოვის ყოფილი მერის საქართველოში ვიზიტის დროს განვითარებული სამწუხარო მოვლენების გამო, როდესაც თქვენი უწყება, უბრალოდ, უუნარო აღმოჩნდა, აღესრულებინა ქვეყნის კანონი, თავიდან აეცილებინა ჩვენს ქვეყანაში მკვეთრად ანტიქართული, ჩვენი ქვეყნის დეზინტეგრაციის მომხრე პოლიტიკოსის ვიზიტი და შეურაცხმყოფელი განცხადებები, თავი ვალდებულად მივიჩნიე, მოგმართოთ წინამდებარე განცხადებით და მოგაწოდოთ შესაბამისი ინფორმაცია.

დასაწყისშივე ცალსახად უნდა მიგითითოთ:

პუნქტი 1: კანონი ირღვევა არა საქართველოს საზღვრის თბილისის აეროპორტში გადმოკვეთის დროს, არამედ საქართველოს საზღვრის ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ გადმოკვეთის დროს.

პუნქტი 2: დანაშულის ფაქტის დადგენა სწორედ მასმედიით გავრცელებული ცნობებით უნდა ხდებოდეს. შესაბამისად უნდა აღიძრას საქმე და დაიწყოს წარმოება.

პუნქტი 3: თბილისის აეროპორტში საზღვრის გადმოკვეთის მომენტში, დაკავების მიზეზი დანაშაულზე წასწრება კი არ ხდება, არამედ უკვე მანამდე ჩადენილი დანაშაულის გამო დაკავება.

პუნქტი 4: პასპორტში ბეჭედი არაფერს ამტკიცებს ან უარყოფს. უკვე არსებული ინფორმაცია და გავრცელებული ცნობები, ფოტომასალა ადგილიდან და ინტერვიუები სოხუმსა და ცხინვალში ადასტურებს დანაშაულის ჩადენას, შესაბამისად განსაზღვრავს თქვენს მოქმედებას.

აღნიშნულ წერილში საიდუმლო არაფერია, ისევე, როგორც საიდუმლო არ არის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბატონი ლუჟკოვის ვოიაჟები, ქვემოთ მითითებული ყველა ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომია ინტერნეტსივრცეში. ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო, თქვენს უწყებას აღნიშნულ ინფორმაციაზე წვდომა არ აღმოაჩნდა და მხოლოდ ბატონი ლუჟკოვის ვიზიტის დასრულების შემდეგ გაარკვია მისი ე.წ. შავ სიაში შეყვანის საკითხი. შემდგომი გართულებების თავიდან აცილების მიზნით გიგზავნით ინფორმაციას ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცნობილი ადამიანის ერთი ოცეულის ვიზიტის შესახებ. ოცეული მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ადამიანებისა, ვინც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს პერიოდულად სტუმრობს და გამოირჩევა ანტიქართული რიტორიკითა და მოქმედებით.
იმედია, მათი და მრავალი ასეული სხვა მსგავსი პირის ჩვენს საზღვრებთან გამოჩენამდე მიიღებთ შესაბამის ზომებს პრევენციისთვის.

ეს ადამიანები, და იური ლუჟკოვის მაგალითზე ეს საუკეთესოდ გამოჩნდა, არა მხოლოდ კანონდამრღვევები არიან, არამედ, რუსული რბილი ძალის ამოცანების საუკეთესო გამავრცელებლები.

1. ვლადიმერ პუტინი - რუსეთის პრეზიდენტი.
2. სერგეი ლავროვი - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
3. გრიგორი კარასინი - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.
4. კონსტანტინ ზატულინი - რუსეთის დუმის წევრი, დსთ-ს საკითხებში დუმის თავმჯდომარის მოადგილე.
5. ბორის გრიზლოვი - რუსეთის ფედერაციის დუმის ყოფილი თავმჯდომარე.
6. სერგეი ნარიშკინი - რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
7. სერგეი შოიგუ - რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციათა მინისტრი.
8. იგორ ზუბოვი - რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე.
9. რაშიდ ნურგალიევი - რუსეთის ფედერაციის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე.
10. იური ჩაიკა - რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურორი.
11. ალექსანდრე ტოტონოვი - რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრი.
12. ყაზბეგ ტაისაევი - რუსეთის ფედერაციის დუმის წევრი.
13. დენის პარფენოვი - რუსეთის ფედერაციის დუმის წევრი.
14. ლეონიდ კალაშნიკოვი - რუსეთის ფედერაციის დუმის წევრი.
15. ვლადიმერ ჟირინოვსკი - რუსეთის ფედერაციის დუმის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე.
16. ვიქტორ ოზეროვი - რუსეთის ფედერაციის დუმის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე.
17. ვლადისლავ სურკოვი - რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანაშემწე.
18. იოსიფ კობზონი - რუსეთის ფედერაციის დუმის წევრი, მომღერალი, ბიზნესმენი.
19. გენერალი რაშიდ ნურგალიევი - რუსეთის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე.
20. მარგარიტა სიმონიანი - Russia Today-ს რედაქტორი, ჟურნალისტი.
21. ოლგა პესკოვა - რუსეთის საზოგადოებასთან ურთიერთობის განვითარების ინსტიტუტის ვიცე პრეზიდენტი.
22. იური ტავროვსკი - რუსეთის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტის პროფესორი, ჟურნალისტი.
23. მიხაილ პორეჩენკოვი - რუსი მსახიობი, რომელიც ამაყად აცხადებს ინტერვიუებში რომ 2008 წლის ომის დროს სროლის საშუალებაც მიეცა “я настрелялса 2008 в цхинвали”.
24. სერგეი დორენკო - რადიოსადგურ “გავარიტ მასკვას” რედაქტორი, ჟურნალისტი, რომელიც ქართველების სიყვარულით მოცული “დასავლეთ კახეთის და სამეგრელოსგათავისუფლებას” ითხოვდა.
25. ალექსანდერ დუგინი - რუსი ფილოსოფოსი, პოლიტოლოგი, რომელიც საჭიროებიდან გამომდინარე მთელი საქართველოს ოკუპაციას ითხოვდა «если придется оккупировать грузию надо оккупировать грузию».
26. დიმიტრი მედვედევი - რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრი.

ამასთანავე, გირჩევთ, ყურადღება მიაქციოთ ფესტივალებს, კონცერტებს, კონფერენციებს, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე ტარდება, რადგან მათ ხშირად სტუმრობენ რუსული სახელოვნებო ელიტის წარმომადგენლები. შესაბამისად, შავი სიისთვის ბევრი ინფორმაცია, სწორედ, ამგვარი წყაროებიდან გახდება თქვენთვის ცნობილი.

მზად ვარ, მომავალშიც მოგაწოდოთ ინფორმაცია და დაგეხმაროთ თქვენი საქმიანობის უფრო ეფექტიანად წარმართვისთვის“, - ნათქვამია ხიდაშელის ღია წერილში.

ანა მებურიშვილი

ელჩები პირველ სხდომაზე არ არიან მოწვეულები, მნიშვნელოვანი არ არის ელჩების ჩართულობა ამ პროცესში - შალვა პაპუაშვილი

22 ნოემბერი, 2024 , 12:19

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლები არ მოუწვევია. პირველი სხდომა მხოლოდ "ქართველმა

აქვთ ორი არჩევანი: ან უარს იტყვიან მანდატებზე და ამით დაინგრევენ საკუთარ თავს, ან არ იტყვიან უარს მანდატებზე და ამით დაიმცირებენ თავს - შალვა პაპუაშვილი

22 ნოემბერი, 2024 , 11:54

ოპოზიციის საუბრები მანდატებზე უარის თქმის შესახებ ისეთივე თვალებში ნაცრის შეყრა იყო, რასაც სხვა დროს აკეთებენ, საბოლოო ჯამში, ახლა ეძებენ გამოსავალს, როგორ გადადგან მათთვის დამამცირებელი ნაბიჯი და შევიდნენ პარლამენტში, &

შალვა პაპუაშვილი ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სასესიო დღისა და კვირის დღის წესრიგს განმარტავს

22 ნოემბერი, 2024 , 11:41

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სასესიო დღისა და კვირის დღის წესრიგი განმარტა. როგორც მან აღნიშნა, პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე დაიწყება.

სტუდენტებმა თსუ-ს ეზოში კარვები გაშალეს

21 ნოემბერი, 2024 , 17:29

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში  სტუდენტებმა კარვები გაშალეს - ახალგაზრდები დღევანდელი ღამის გათენებას აანონსებენ.  თსუ-ს სტუდენტებს სხვადასხვა უნივერ

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც პარტიის საპატიო თავმდჯომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა

21 ნოემბერი, 2024 , 14:16

პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმდჯომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პარტიის პოლიტ

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კვლავ ირაკლი კობახიძეა წარდგენილი

21 ნოემბერი, 2024 , 12:51

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კვლავ ირაკლი კობახიძე წარადგინა. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. შესაბ