უკან

საზოგადოება

1 მაისი, 2017 18:39
font-size

თითოეული ებრაელი რიგითი ჯარისკაცია, თუ ეს ისრაელს ჭირდება _ იციკ მოშე

დღეს „ისრაელის სახლში“ ისრაელის ომებში დაღუპულ ებრაელ ჯარისკაცთა ხსოვნის დღე - იომ-ჰა-ზაქირონ აღინიშნა. ღონისძიებას სტუმრები ისრაელიდან, ისრაელის ომებში მონაწილე ყოფილი ჯარისკაცები, საქართველოში ისრაელის კომპანიებისა და მსოფლიო ებრაული სააგენტოსა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა „ისრაელის სახლის“ დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა იციკ მოშემ. მისი თქმით, ისრაელმა, სახელმწიფოს შექმნის დღიდან, ქარ-ცეცხლი გამოიარა, დაიღვარა ათასობით უდანაშაულო ადამიანის სისხლი, დაიღუპა 25 ათასამდე მეომარი, და მიუხედავად ამისა, ისრაელი გახდა მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა, თავისი ეკონომიკით, ჰაიტეკით, შეიარაღებული ძალებით და, რაც მთავარია, ისრაელელთა საერთო ნებით, იდგნენ სამშობლოს სადარაჯოზე. „თითოეულმა ისრაელელმა იცის, რაოდენ მნიშვნელოვანია მისი როლი ქვეყნის გადარჩენაში და ის ამას აკეთებს ნებაყოფლობით. ხალხი და მთავრობები ერთიანია ამ საქმეში და ამის შედეგია ის, რომ თითოეული ებრაელი რიგითი ჯარისკაცია, თუ ეს ქვეყანას ჭირდება. ამ დროის განმავლობაში ჩვენ დავკარგეთ ღირსეული შვილები, მაგრამ მათ სიკვდილით სიცოცხლე გვიანდერძეს“, _ განაცხადა იციკ მოშემ.

ღონისძიების მონაწილეებს დაღუპული მეგობრების გმირობების შესახებ უამბეს ყოფილმა ჯარისკაცებმა ისრაელიდან, რონი ლაიშმა და ორენ მოსკოვიჩმა. მათი თქმით, ყოველწლიურად ამ დღეს დაღუპულ მეომართა საფლავებზე ატარებენ. მათ მადლობა გადაუხადეს „ისრაელის სახლს“ ღონისძიების ორგანიზებისთვის. ორენ მოსკოვიჩმა ისრაელის ომებში დაღუპულ ებრაელ ჯარისკაცთა ხსოვნის სპეციალური ლოცვაც წაიკითხა.

ხსოვნის საღამოზე გაიმართა ისრაელის ომების შესახებ დოკუმენტური ფილმის ჩვენება. ღონისძიება ისრაელის სახელმწიფო ჰიმნით დასრულდა.

ცნობისთვის: ისრაელის ომებში დაღუპულთა ხსოვნისა და ტერორის მსხვერპლთა ხსოვნის დღე _ იომ ჰა-ზაქირონ წელს 1 მაისს აღინიშნა. ისრაელის სახელმწიფო გლოვის დღე ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადების წინა დღით აღინიშნება.

საერთო ნაციონალური გლოვის დღეს ტარდება სახელმწიფოებრივი ღონისძიებები. აღნიშვნა წინადღით, 20.00 საათზე წუთიერი დუმილით იწყება. ოფიციალური ცერემონია იმართება გოდების კედელთან, სადაც დაშვებულია ისრაელის სახელმწიფოს დროშა. მეორე დღეს, დილის 11 საათზე ისმის ორწუთიანი სირენა, რომელსაც ისრაელელთა დიდი ნაწილი დუმილით ხვდება, ჩერდება მანქანები, მატარებლები..

ამის შემდეგ იწყება ხსოვნის ოფიციალური და კერძო ღონისძიებები სასაფლაოებზე, სადაც ჯარისკაცები არიან დაკრძალული.

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

ლევან იოსელიანმა აქციაზე დაკავებულები მოინახულა

17 აპრილი, 2024 , 11:34

ზაჰესის იზოლატორში შემოყვანილია ექვსი პირი, დღეს მოვინახულე ისინი, ორი მათგანი მიუთითებს ფიზიკურ დაზიანებებზე, რაზეც ახსნა-განმარტებას ართმევს ჩვენი წარმომადგენელი და შესაბამისად, ამ ინფორმაციას გადავუგზავნით სპეციალურ ს

საქართველომ სპორტზე თხრობის პირველ ფორუმს უმასპინძლა

16 აპრილი, 2024 , 18:16

საქართველოში სპორტზე თხრობის პირველი ფორუმი გაიმართა. ორდღიანი ღონისძიება EUROPOP-ის ორგანიზებით თბილისში, “Factory Tbilisi-ს“ ტერიტორიაზე მოეწყო. ევროპოპის ფორუმის მომხსენებლები იყვნენ სპორტის სხვადასხვა სფე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი