უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

28 იანვარი, 2020 16:25
font-size

თითოეული წამი და წუთი გადამწყვეტია, როდესაც შემოდის საგანგაშო ზარი - ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის - „112“-ის პრეზენტაციას დაესწრო.

მისი თქმით, ერთობლივი ოპერაციების ცენტრი და „112“ გაერთიანება იქნება უფრო წარმატებული, სწრაფი, რაც მნიშვნელოვანია ამ სამსახურისთვის.

„გაერთიანდა ერთობლივი ოპერაციების ცენტრი და „112“. ერთობლივი ოპერაციების ცენტრი აკონტროლებს საქართველოს მასშტაბით სათვალთვალო ვიდეოკამერებს, როგორც თბილისში, ასევე, რეგიონებში, ქალაქებში, მაგისტრალებზე. „112“ კი ყველასთვის ნაცნობი სამსახურია, ყველა მოქალაქისთვის. მე ვფიქრობ, იქნება უფრო წარმატებული, სწრაფი, რაც მნიშვნელოვანია ამ სამსახურისთვის.

თითოეული წამი და წუთი გადამწყვეტია, როდესაც შემოდის საგანგაშო ზარი, თუნდაც ჯანდაცვის მიმართულებით, ან სახანძრო-სამაშველო, ან პოლიციური - შესაბამისი დანაყოფების მივლინება ინციდენტის ადგილას, რომ მოხდეს სწრაფად.

პრეზენტაციაში ვნახავთ, რა შეიცვალა და რა იქნება.

მინდა, ყველას მივულოცო, ახალ და ძველ თანამშრომლებს. მინდა, წარმატება ვუსურვო. მინდა, ყველას მადლობა გითხრათ თანამშრომლობისთვის, კოორდინაციისთვის და წარმატება ვუსურვო ბატონ გიორგის", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა სიტყვით გამოსვლისას.

როგორც „medianew.ge“ შსს-დან აცნობეს, ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები, სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელები, მომიჯნავე სამსახურის წარმომადგენლები და პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრები.

მათივე ინფორმაციით, პრეზენტაციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების ცენტრი „112“-ის დირექტორმა, გიორგი არსოშვილმა მინისტრს და მოწვეულ სტუმრებს ახალი ცენტრის უპირატესობები, 2019 წელს წარმატებით განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნო.

„2019 წლის 31 დეკემბერს გაერთიანდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112“ და ერთობლივი ოპერაციების ცენტრი და ჩამოყალიბდა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი, რაც კიდევ უფრო ეფექტურს გახდის კრიზისული და გადაუდებელი სიტუაციების დროს მოსახლეობისთვის მიწოდებულ სერვისებს, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინსტრუმენტებს, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის მეთოდებს.

ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა ის მოქალაქეები დააჯილდოვა, რომლებმაც გადაუდებელი შემთხვევის დროს 112-ზე დარეკეს და გადაარჩინეს უცხო ადამიანების სიცოცხლე. ვახტანგ გომელაურმა, ასევე, დააჯილდოვა 2019 წლის საუკეთესო ოპერატორი, დისპეტჩერი და ჯგუფის უფროსი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

კახა კალაძემ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები კიდევ 22 ოჯახს გადასცა

17 თებერვალი, 2020 , 17:10

თბილისის მერმა კახა კალაძემ სამგორის რაიონში მცხოვრებ 22 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა. კახა კალაძის თქმით, წლობით დაუკანონებელი ქონების საკუთრებაში გადაცემის პროგრამას დედაქალაქის მერია მომავალშიც

19 თებერვლიდან, ყოველ ოთხშაბათს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ღია კარის დღე გაიმართება

17 თებერვალი, 2020 , 17:05

19 თებერვლიდან, ყოველ ოთხშაბათს, 16:00 საათზე, აბიტურიენტთა ინფორმირების მიზნით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ღია კარის დღე გაიმართება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ცენტრის საგნობრივი

ეროვნული ბანკი ანალიტიკურ ანგარიშებს აქვეყნებს

17 თებერვალი, 2020 , 16:20

საქართველოს ეროვნული ბანკი, ანალიტიკური კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, აგრძელებს "საფინანსო სექტორის მიმოხილვისა" და "მიმდინარე მაკროეკონომიკური მიმოხილვის" გამოქვეყნებას. მათში დეტალურადაა მოცემული ფინანსური და მაკრ

საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის გამგეობამ თავმჯდომარე და წევრები აირჩია

17 თებერვალი, 2020 , 15:40

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის (GIAC) გამგეობას ახალი წევრები და თავმჯდომარე ჰყავს. როგორც „მედიანიუსს“ სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან აცნობეს, შესაბამისი გა

ცხოველთა იდენტიფიკაციის, რეგისტრაციის და მიკვლევადობის სისტემის (NAITS) მხარდაჭერის პროექტის მონაწილეთა რიგით მე-6 შეხვედრა გაიმართა

17 თებერვალი, 2020 , 15:31

ცხოველთა იდენტიფიკაციის, რეგისტრაციის და მიკვლევადობის სისტემის (NAITS) მხარდაჭერის პროექტის მონაწილეთა რიგით მე-6 შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაიმართა. ამის შესახებ „მედიანიუსს&ldquo

ვაკის პარკში სასტუმრო ბუდაპეშტის ნაცვლად მერიას რესტორნის აშენებას სთავაზობენ

17 თებერვალი, 2020 , 14:45

ვაკის პარკში სასტუმრო ბუდაპეშტის მშენებელი კომპანია მერიას სასტუმროს ნაცვლად რესტორნის აშენებას სთავაზობს. ინვესტორი კომპანიის ხელმძღვანელმა, გიორგი ზაქაიძემ თქვა, რომ 1958 წელს აშენებულ რესტორან ბუდაპეშტს აღადგენენ. მის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`