უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

28 მაისი, 2018 15:35
font-size

თითოეულმა თქვენგანმა აიღეთ პასუხისმგებლობა, როგორ ინგრევა ძიუდო - შოთა ხაბარელმა პროტესტის ნიშნად ძიუდოს ფედერაციის აღმასრულებელ კომიტეტის სხდომა დატოვა

სპორტისა და ახალგაზრდული საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, შოთა ხაბარელის ვარაუდით, ძიუდოს ფედერაციის აღმასრულებელ კომიტეტს აწყობს დაძაბულობა და ძიუდოისტთა საპროტესტო აქციები. ამის შესახებ დეპუტატმა მას შემდეგ განაცხადა, რაც პროტესტის ნიშნად აღმასკომის სხდომა დატოვა.

ხაბარელმა ასევე აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ განიხილავდა აღმასკომი მწვრთნელის შერჩევის საკითხს და არა ქუჩაში გამოსული ძიუდოისტების პრობლემებს. დეპუტატის განმარტებით, მისთვის გაურკვეველია, რისთვის ირჩევენ მწვრთნელს, თუკი სპორტსმენები ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნით არ ვარჯიშობენ.

„რა თქმა უნდა, პროტესტის ნიშნად დავტოვე. მე ვიცნობ ამ მწვრთნელს, არ არის ცუდი მწვრთნელი, მაგრამ დავუსვი კითხვა, ვისი მწვრთნელი უნდა იყოს ეს, იმ ადამიანების, ვინც ქუჩაში არიან? კიდევაც ვუთხარი აღმასკომის წევრებს, თითოეულმა თქვენგანმა აიღეთ პასუხისმგებლობა, როგორ ინგრევა ძიუდო.

ეს აღმასკომი ჩოჩელის [ცეზარ ჩოჩელი - ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი] თამადობით, მე არ ვიცი, რას ფიქრობს. გადავხედავ, ვისთან იყო ინტეგრირებული აღმასკომი. ეჭვი მებადება, რომ სურთ ეგეთი გამოსვლები [ძიუდოისტების აქციები] და საქართველოში დაძაბულობის შემოტანა“, -განაცხადა ხაბარელმა.

დღეს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე ახალი სამწვრთნელო შტაბის საკითხზე მსჯელობდნენ. სხდომაზე ძიუდოისტები პროტესტის მიზეზები არ განიხილებოდა.

პარალელურად ძიუდოისტები პროტესტს განაგრძობენ. ისინი ძიუდოს ფედერაციის გადადგომის მოთხოვნით არ ვარჯიშობენ და ელოდებიან ბიძინა ივანიშვილის პასუხს მათ ერთობლივ მიმართვაზე.

ნათია ფანჯიკიძის და responsible.ge-ს ერთობლივი პროექტი

21 თებერვალი, 2020 , 20:40

დღეს  ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „კამარასა“ და კომპანია „ევროპაბეთს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. კომპანია თამაშზე დამოკიდებულ ადამიანებს ფსიქოსარეაბილიტაციო კურ

`მიიღეთ უკეთესი ფინანსური გადაწყვეტილებები` - ფინანსური განათლების პროგრამა აგრომეწარმეებისათვის

21 თებერვალი, 2020 , 18:43

აგრომეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფინანსური განათლების ახალი პროგრამა განავითარა და სპეციალურად ფერმერებისთვის პრაქტიკული სახელმძღვანელო - "მიიღეთ უკეთესი ფინანსური გადაწყვეტილ

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების კონტროლის გამკაცრებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

21 თებერვალი, 2020 , 18:30

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების კონტროლის გამკაცრებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვ

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაუბრუნდეს საკითხის განხილვას, ხოლო მანამდე მოხდეს მთავრობის 520-ე დადგენილების მოქმედების შეჩერება - „საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება“

21 თებერვალი, 2020 , 17:50

„საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება“ 2019 წლის 5 ნოემბრის 520-ე დადგენილების შედეგებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების 7 თებერვლის სხდომაზე კიდევ

ბორჯომში სახელმწიფო უწყებათშორისი კომისიის სხდომა მიმდინარეობს

21 თებერვალი, 2020 , 17:40

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოსთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან ერთად სამოქალაქო თანასწორობისა და ინ

რამდენია სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები 2019 წლის მეოთხე კვარტალში

21 თებერვალი, 2020 , 17:20

2019 წლის მეოთხე კვარტალში ტელე-მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლებმა სულ 22,492,308 ლარი შეადგინა. სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, განცხადებებს და ტელეშოპინგს მოიცავს. ამის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`