უახლესი ამბები
- 24.04.2024 15:01სასამართლომ ირაკლი კუპრაძეს 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
- 24.04.2024 14:53სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი
- 24.04.2024 14:41დღეს რუსთაველებმა ნათლად დაინახეს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ღია თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი - პარტია „გახარია საქართველოსთვის“
- 24.04.2024 14:16იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს
- 24.04.2024 13:01საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება
- 24.04.2024 12:38მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`
- 24.04.2024 11:57ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის პროექტების ხელშეწყობის პროგრამაზე რეგისტრაცია განახლებული პირობებით დღეს დაიწყება
- 24.04.2024 11:30შურისძიების მოტივით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- 24.04.2024 11:19პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადააყენეს
არქივი
საზოგადოება
ტყიბულის მეორე საჯარო სკოლაში დირექტორის გადადგომას ითხოვენ
ტყიბულის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლები აქციას მართავენ და სკოლის დირექტორის გადადგომას მოითხოვენ.
მოსწავლეების მშობლები მეორე სკოლიდან ბავშვების პირველ საჯარო სკოლაში გადაყვანას აპროტესტებენ.
მშობლების განმარტებით, მათ არ აწყობთ, რომ პირველ საჯარო სკოლაში ბავშვებს სწავლა მეორე ცვლაში დაეწყებათ, გარდა ამისა, მათივე თქმით, მათთვის მოუხერხებელია პირველ საჯარო სკოლაში სიარული.
მეორე საჯარო სკოლის დირექტორის ინფორმაციით, სასწავლო პროცესი სკოლაში სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს საფუძველზე შეწყდა. მისი თქმით, სკოლის შენობა ამორტიზირებულია და სასწავლო პროცესის გაგრძელება შეუძლებელია.
ამასთან, ბავშვების მშობლები მოითხოვენ დარჩენას მეორე საჯარო სკოლის შენობაში, ვიდრე მოიძებნება ალტერნატიული შენობა.
აქციაზე მოვიდნენ საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები და სკოლის დირექტორი. მათ შეკრებილებს განუცხადეს, რომ თათბირი გაიმართება და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ აცნობებენ.
მონიკა დავლიანიძე