უკან
სამართალი
29 მარტი, 2017 14:55
ტყიბულში გვიან ღამით მეშახტე მოკლეს
ტყიბულში, გვიან ღამით 50-მდე ასაკის მეშახტე მოკლეს.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ღამის ცვლაში მუშაობდა და მას სამსახურში მისვლისას, შახტაში შესვლამდე ესროლეს.
მეშახტე, სავარაუდოდ, სისხლისგან დაიცალა.
როგორც მედიანიუსს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.
მონიკა დავლიანიძე