უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

6 აპრილი, 2018 11:10
font-size

ტყიბულში მომხდარი ტრაგედია შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული არასწორი სახელმწიფო პოლიტიკის შედეგია - რაისა ლიპარტელიანი

პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილის, რაისა ლიპარტელიანის განცხადებით, ტყიბულში მეშახტეების დაღუპვა „შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული არასწორი სახელმწიფო პოლიტიკის შედეგია, რომლის ერთ–ერთი გამოვლინება შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონია“. ამის შესახებ მან პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ თქვა.

ლიპარტელიანის თქმით, 2017 წელს მაისში მინდელის შახტში 4 მუშის დაღუპვის შემდეგ არაფერი არ შეცვლილა.

„კანონის მიღების მთავარი ბიძგი, იმავე მინდელის მაღაროში შარშან მომხდარი საწარმოო შემთხვევა იყო, რამაც პარლამენტში კანონპროექტის ინიცირება დააჩქარა, თუმცა, თითქმის ერთი წლის თავზე გვაქვს მოცემულობა, როცა ამ მიმართულებით რეალურად არაფერი არ შეცვლილა“, – განაცხადა ლიპარტელიანმა.

მისი შეფასებით, პარლამენტის მიერ დამტკიცებული „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონი სუსტია.
ლიპარტელიანის თქმით, შრომის ინსპექტორს უნდა მიეცეს საწარმოო ადგილებზე უპირობო დაშვების უფლება.

„ის ყველა დასაქმებულს უნდა ეხებოდეს, ფარავდეს არა მხოლოდ უსაფრთხოების სტანდარტებს, არამედ უფლებრივ ნაწილსაც, რაც შრომითი უფლებების განუყოფელი ნაწილია და უნდა არსებობდეს მისი ეფექტური აღსრულების მექანიზმი, რითაც ინსპექტორს საწარმოო ადგილებზე უპირობო დაშვების უფლება ექნება“, – განაცხადა ლიპარტელიანმა.

ლიპარტელიანმა აღნიშნა, რომ პროფკავშირების გაერთიანება კომისიაში თავისი წარმომადგენლების ჩართვას მოითხოვს და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას ექსპერტთა ჯგუფის გამოყოფის მოთხოვნით მიმართავს, რომელიც მინდელის მაღაროში მომხდარი შემთხვევის გამოძიებაში ჩაერთვება.

„ეს აუცილებელია, რადგან პროცესში ექსპერტთა ჯგუფის ჩართვა კითხვის ნიშნებს მოხსნის აღნიშნული შემთხვევის გამოძიების შედეგებთან, დასკვნებთან, კვალიფიციურობასთან, ობიექტურობასთან და სანდოობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ლიპარტელიანმა.

მან დაამატა, რომ მინდელის შახტში გარკვეული ვადით წარმოების გაჩერება უნდა მოხდეს, რადგან უცნობია, ამ მომენტამდე არსებობს თუ არა რისკი, რომ ადამიანები ისევ დაშავდნენ და სამწუხარო შედეგები დადგეს.

„ასეთ დროს მნიშვნელოვანია სახელმწიფოს პასუხისმგებლობის პრინციპი. ამ პერიოდში სახელმწიფომ გარკვეული სოციალური დახმარების ფუნქცია უნდა იკისროს, რათა იქ მომუშავე ადამიანები ლუკმა პურის გარეშე არ დარჩნენ“, – განაცხადა ლიპარტელიანმა.

ლიპარტელიანის თქმით, საწარმოო ტრავმების შემთხვევაში, კანონით, მაქსიმალური სასჯელი ხუთწლიანი პატიმრობაა, არსებობს ალტერნატიული სასჯელებიც და ასეთი საქმეების განხილვის დროს, სასამართლო არსებული კანონმდებლობის ფარგლებში მოქმედებს და პროცესი, ძირითადად, ადამიანების პატიმრობით იმიტომ არ სრულდება, რომ ძალიან ხშირად საპროცესო შეთანხმება იდება.

გუშინ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში საწარმო შემთხვევის შედეგად 6 მუშა დაიღუპა და 3 დაშავდა.

ცესკოს თავმჯდომარე ჯანდაცვის სამინისტროს და ლუგარის კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა

23 სექტემბერი, 2020 , 18:46

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) დღეს შეხვედრა გაიმართა, სადაც ის სავალდებულო წესები და რეკომენდაციები განიხილეს, რომელიც სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და საკარანტინე სივრცეებში კენჭისყრის ორგანიზებისას უნდ

ძალიან სამწუხარო იქნება, თუ არჩევნებზე ამომრჩეველთა მოსყიდვა და ადმინისტრაციული რესურსის არასწორად გამოყენება მოხდება - კელი დეგნანი

23 სექტემბერი, 2020 , 18:35

დიდი ინტერესია საქართველოში არჩევნებისადმი, ასევე ქვეყნის პროგრესზე, როგორც დემოკრატიის მიმართულებით, ასევე ეკონომიკის კუთხით, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში კე

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, კეცხოველის ქუჩაზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

23 სექტემბერი, 2020 , 17:40

გლდანის რაიონში, კეცხოველის ქუჩის სრული რეაბილიტაცია იწყება. ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. დედაქალაქის მერიის პრესსამსახურის ცნობით, სამუშაოების გამო, 24 სექტემბრიდან კეცხოველის ქუ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2641 ლარი გახდა

23 სექტემბერი, 2020 , 17:15

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2641 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2537 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა

23 სექტემბერი, 2020 , 17:15

დღეს გამართულ სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.2641 შეადგინა. ეროვნული ბ

მეჭიაურის მძღოლი კომიდან გამოვიდა - ოჯახი ზურაბ ბექაურის დაკავებას ითხოვს

23 სექტემბერი, 2020 , 17:15

თიანეთის მერის, თამაზ მეჭიაურის მძღოლი, გიორგი ხუმარაშვილი კომიდან გამოვიდა. 22 წლის ბიჭი საავადმყოფოში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. თუმცა ჯერჯერობით უცნობია როდის შეძლებენ სამართალდამცველები გიორგი ხუმარაშვილის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

მიძინება ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა მარიამისა. მარიამობა.