უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

4 ოქტომბერი, 2017 14:45
font-size

ტყის მცველის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 18-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

გორის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ტყის მცველის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული თ. რ. ერთხმად სცნო დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით.

ინფორმაციას ამის შესახებ მთავარი პროკურატყრა ავრცელებს.

უწყების ცნობით, სასამართლო სხდომებზე ბრალდების მხარემ ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები გამოიკვლია.

,,დაიკითხა ათობით, მათ შორის დანაშაულის თვითმხილველი მოწმე, გამოკვლეული იქნა დოკუმენტალური, ნივთიერი მტკიცებულებები და მკვლელობის იარაღი.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 25 თებერვალს, საღამოს საათებში თ.რ. დ.ჯ.-თან ერთად, კასპის რაიონის სოფელ ხოვლის ტყეში უკანონოდ ჭრიდა ხე-ტყეს. აღნიშნულ ფაქტს ტყის მცველი კ.ყ. შეესწრო, რომელიც შეეცადა სამართალდარღვევაზე რეაგირება მოეხდინა, რა დროსაც თ.რ.-მ მას ხის მორი რამდენჯერმე ჩაარტყა თავში. მიღებული დაზიანებებით ტყის მცველი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო თ.რ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა თ.რ. 2017 წლის 28 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით (განზრახი მკვლელობა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ნაფიცი მსაჯულების მიერ ერთხმად მიღებული გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე სასამართლომ თ.რ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთა 18 წლით შეუფარდა“, - ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვერცხლის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულ ხუთივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

23 თებერვალი, 2019 , 12:40

ვერცხლის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულ ხუთივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილმა ბრალდების მხარის მოთხოვნა დააკამაყოფილა. მოსამართლის თქმით

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

23 თებერვალი, 2019 , 12:25

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ს.ბ. მუხრანში დააკავეს. როგორც „მედიანიუსს“ შ

თბილისში ქურდობის სამ ფაქტზე პოლიციამ ორი პირი დააკავა

23 თებერვალი, 2019 , 12:05

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით, ორი პირი – 1980 წელს

ლანჩხუთში მკვლელობასა და დაჭრაში ბრალდებული დააკავეს

22 თებერვალი, 2019 , 21:32

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1972 წელს დაბადებული მ.ს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველ

სტრასბურგის სასამართლომ 2012 წლამდე მომხდარ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე ევროპული კონვენციის დარღვევა დაადგინა

22 თებერვალი, 2019 , 15:05

სტრასბურგის სასამართლომ 2012 წლამდე მომხდარ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე ევროპული კონვენციის დარღვევა დაადგინა. ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. 2019 წლის 21 თებერვალს სტრასბურგის სასამართლომ ორ

გალში ცოლ-ქმრის მკვლელობის საქმეში ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

22 თებერვალი, 2019 , 14:35

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ცოლ-ქმრის მკვლელობის საქმეში ბრალდებული დ. შ. დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკ

ვიდეო გალერეა

მოსამართლეები ხელისუფლების სამსახურში