უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

24 ივნისი, 2019 15:35
font-size

ტყის სექტორის განვითარების მიზნით, მსოფლიო ბანკი მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს

„სატყეო სექტორის განვითარება ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს მიმართულებას წარმოადგენს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ტყის რესურსების გამოყენება ეკონომიკური პრინციპების დაცვით. მადლობა მინდა გადავუხადო მსოფლიო ბანკს ტყის ახალი კოდექსის შემუშავებაში გაწეული ფინანსური დახმარებისთვის. ჩვენ უნდა შევქმნათ სატყეო მეურნეობების მოდელი და ვფიქრობ, დონორ ორგანიზაციებთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობით სასურველ შედეგს მივიღებთ“, - განცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ,

იური ნოზაძემ მსოფლიო ბანკის პროექტის „სამხრეთ კავკასია - კერძო სექტორის როლის გაძლიერება ტყის სექტორის განვითარების მიზნით“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოსვლის დროს.

შეხვედრაზე საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის ტყის სექტორის კვლევის შედეგები და განვითარების შესაძლებლობები განიხილეს.

მსოფლიო ბანკის ჯგუფის ლიდერმა, ტუკა კასტრენმა, შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველო მდიდარია ტყის ბუნებრივი საფარით, რასაც დაცვა-განვითარება სჭირდება და ამ კუთხით ქართულ მხარესთან თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოთქვა.

შეხვედრას სამინისტროს შესაბამისი უწყებების, ასევე, სომხეთის და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სატყეო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ

15 ნოემბერი, 2019 , 15:34

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა და პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში ლელა აქიაშვილმა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართე

ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 153.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

15 ნოემბერი, 2019 , 15:00

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 153.2 მლნ აშშ დოლარი (454.3 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 11.5%-ით (15.8 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2018 წლის ოქტომ

ჰოლივუდში აზიური ფილმების მსოფლიო ფესტივალზე დიტო ცინცაძეს საუკეთესო რეჟისორის ჯილდო გადაეცა

15 ნოემბერი, 2019 , 13:10

"ოსკარისა" და "ოქროს გლობუსის" ფარგლებში, ჰოლივუდში აზიური ფილმების მსოფლიო ფესტივალი გაიმართა, სადაც დიმიტრი ცინცაძეს, ფილმისთვის „შინდისი“, საუკეთესო რეჟისორის ჯილდო გადასცეს. კინოფესტივალზე ძირითადად ის ფი

ოქტომბერში საარსებო მინიმუმი 3 ლარით გაიზარდა და 192.9 ლარს შეადგენს

15 ნოემბერი, 2019 , 12:45

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის ოქტომბერში, სექტემბერთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა გაიზარდა. სექტემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 189.9 ლარი შეადგ

საქართველოს ბანკი SWIFT gpi გლობალური გადახდების ინოვაციურ სისტემაში ჩაერთო

15 ნოემბერი, 2019 , 12:15

საქართველოს ბანკი ინოვაციური სერვისებისა და პროდუქტების დანერგვას განაგრძობს. საქართველოს ბანკი პირველი კორპორატიული ბანკია საქართველოში, ვინც SWIFT gpi გლობალური გადახდების სისტემაში სრულად ჩაერთო. SWIFT gpi არის ახალი

თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

15 ნოემბერი, 2019 , 11:00

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დღეს, 15 ნოემბერს თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. კრწანისის რაიონი – 11:00 საა