უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

11 დეკემბერი, 2023 15:31
font-size

ტყუილია ინფორმაცია, თითქოს წერეთლის რეაბილიტაციის დასრულების ვადა გახანგრძლივდა - თბილისის მერია

თბილისის მერიის განცხადებით, ტყუილია ინფორმაცია, თითქოს წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის ვადა გახანგრძლივდა.

მათი განცხადებით, რეაბილიტაცია იანვრის ბოლოს დასრულდება.

"გვინდა, გამოვეხმაუროთ არასამთავრობო ორგანიზაციის ფლანგვის დეტექტორი და მოძრაობის ჩემი ქალაქი მკლავს მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს, წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის დასრულების ვადა შეიცვალა და გადაიწია სამი თვით.

აღნიშნული ინფორმაცია არის სრული სიცრუე, რაც ემსახურება თბილისის მუნიციპალიტეტის დისკრედიტაციას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

თბილისის მერიას არ შეუცვლია პროექტის განხორციელების ვადები, წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია დასრულდება წინასწარ განსაზღვრულ დროს - 2024 წლის იანვრის ბოლოს", - ნათქვამია განცხადებაში.

ფლანგვის დეტექტორმა 8 დეკემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მერიამ რეაბილიტაციის დასრულების ვადები შეცვალა და ბიუჯეტი გაზარდა.

კერძოდ, მათი ცნობით, წერეთლის გამზირის სამ ლოტად რეაბილიტაციის პროცესში მერიამ შეარჩია ორი კომპანია - შპს ერ ტე დე და შპს მილენიუმ ბილდერ გრუპი. 2023 წლის 27 თებერვალს მათთან გაფორმდა ხელშეკრულებები ჯამური ღირებულებით 28,399,283 ლარი. მიუხედავად ამისა, სამივე ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილებები, რის შედეგადაც მისი ღირებულება გაიზარდა 2,840,396 და შეადგინა 31,239,679 ლარი.

ცვლილებები შევიდა სამივე ხელშეკრულებაში სამუშაოების დასრულების ვადებთან დაკავშირებითაც და 2023 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით ამ ვადებმა საშუალოდ 50 დღით გადაიწია. (36 დღე პირველი ლოტი, 54 დღე მეორე ლოტი, 60 დღე მესამე ლოტი). შესაბამისად, ფლანგვის დეტექტორის განცხადებით, წერეთლის რეაბილიტაცია, სავარაუდოდ, 2024 წლის იანვრის ნაცვლად, მარტის თვეში დასრულდება.

"არასწორი დაგეგმარებისა თუ სავარაუდო კორუფციული გარიგების გამო თბილისის მერია თითქმის 3 მილიონით მეტს დახარჯავს წერეთლის რეაბილიტაციაში, ხოლო მისი დასრულება საუკეთესო შემთხვევაში თითქმის ორი თვის დაგვიანებით მოხდება", - აცხადებენ ფლანგვის დეტექტორში.

ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის მზადება დაიწყო - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

1 მარტი, 2024 , 15:27

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტმა ბაკურიანში EYOF „ბაკურიანი 2025-ის“ ოფიციალური ჰიმნის წარდგენა გამართა და მონაწილეებს ფესტივალის თილისმა, მასკოტი „გუნდა“ გააცნო.

4 მარტამდე საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი იქნება

1 მარტი, 2024 , 13:28

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2-3 მარტს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. აღმოსავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება. 4 მარტ

ყოფილი პარლამენტარის გზა `ნაციონალური მოძრაობიდან` `ქართული ოცნების` შემწირველობამდე და 306 მილიონი ლარი სახელმწიფო შესყიდვებიდან

1 მარტი, 2024 , 12:05

ყოფილი პარლამენტარის გზა "ნაციონალური მოძრაობიდან" "ქართული ოცნების" შემწირველობამდე და 306 მილიონი ლარი სახელმწიფო შესყიდვებიდან - "საერთაშორისო გამჭვირვალობა" აქვეყნებს კვლევას, სადაც

უნივერსიტეტებს შესაძლებლობა აქვთ, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით ბაკალავრიატის სამწლიანი პროგრამები განახორციელონ - განათლების სამინისტრო

1 მარტი, 2024 , 11:33

საქართველოში მოქმედ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და შესაბამისი დარგის ექსპერტებთან კონსულტაციის საფუძველზე, სტუდენტების საუკეთესო ინტერესების დაცვით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გიორგი ამ

ეთიკას მოკლებულია პრეზიდენტის საუბარი პატრიარქის სისუსტესა და ცვლილებაზე, ეს ეკლესიის საქმეებში უხეში ჩარევაა - ანდრია ჯაღმაიძე

1 მარტი, 2024 , 10:58

ეთიკას მოკლებულია პრეზიდენტის საუბარი პატრიარქის სისუსტესა და ცვლილებაზე, ეს ეკლესიის საქმეებში უხეში ჩარევაა, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღ

ცეცხლი უკიდია ფასებს, გაძვირებული აქვს ჩვენს მოქალაქეებს ცხოვრება - ლევან ხაბეიშვილი

29 თებერვალი, 2024 , 15:15

ერთ ხელში მიჭირავს ჩეკი, მეორეში მიჭირავს პროდუქტები, რომლებიც მაღაზიაში შევიძინეთ და თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ ნამდვილად ცეცხლი უკიდია ფასებს, ნამდვილად გაძვირებული აქვს ჩვენს მოქალაქეებს ცხოვრება. – ამის შესახ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი