უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

11 სექტემბერი, 2019 11:50
font-size

ტყუილს უნდა დაერქვას თავისი სახელი - მამუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს შორის მთავარ გამოწვევად ტყუილთან დაპირისპირება დაასახელა. მისი თქმით, ეს არის ინოვაცია ქართულ პოლიტიკაში.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, გადაცემაში მდინარაძემ გაიხსენა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მართული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული სიცრუის რამდენიმე კონკრეტული მაგალითი, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის დავა შვეიცარიულ ფინანსურ კომპანიასთან.

„საუბარი იყო ძალიან დიდ თანხაზე. საბოლოოდ სასამართლომ დააკისრა აღნიშნულ კომპანიას 150 მლნ ფრანკის გადახდა. ერთ-ერთი პირი დააკავეს დანაშაულებრივი ქმედებისთვის. ამ დროს კი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მართულ მედიასაშუალებაში დაიწერა სტატია, რომლითაც ლამის დააჯერეს საზოგადოება და გააჩინეს მოლოდინები იმისა, რომ დღე-დღეზე ბიძინა ივანიშვილს პასუხისგებაში მისცემდნენ. სტატიაში საუბარი იყო, თითქოს ბიძინა ივანიშვილი ახორციელებდა ზეწოლას კომპანიაზე. და რა იყო ზეწოლის ხერხი? ის, რომ დაზარალებულმა ადამიანმა სარჩელი შეიტანა და ის, რომ საკუთარ ფულს ითხოვდა. მსგავსი მაგალითები მოდელირებულ ქრონიკაზე უარესი ვერსიაა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძემ, ასევე, გერმანულ საზოგადოებრივ მაუწყებელში, „დოიჩე ველეში“ გამოქვეყნებული სტატია გაიხსენა.

„ყველა ტყუილს უნდა დაერქვას თავისი სახელი“, – აღნიშნა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

პოლიტიკური არასტაბილურობა ძალიან ცუდ გავლენას ახდენს თითოეულ ჩვენგანზე- სოსო ფხაკაძე

19 ნოემბერი, 2019 , 19:10

რომ პოლიტიკური არასტაბილურობა ძალიან ცუდ გავლენას ახდენს ბიზნესზე - აცხადებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე. „საქართველოს ბიზნეს ასოციაცია არის არაპოლიტიკური, არაკომერციული ორგანიზაცია. ჩვენ

მშვიდობიანი მანიფესტაციის უფლება დაცულია და კანონიერ ჩარჩოებს თუ გასცდება, იქნება რეაგირება - არჩილ თალაკვაძე

19 ნოემბერი, 2019 , 18:35

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ მშვიდობიანი მანიფესტაციის უფლება დაცულია და კანონიერ ჩარჩოებს თუ გასცდება, იქნება რეაგირება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ პარლამე

სახელმწიფო ინსტიტუტის უკანონო ბლოკირების შემთხვევაში პოლიცია იმოქმედებს სრულად კანონის ფარგლებში და გააკეთებს იმავეს - გიორგი გახარია

19 ნოემბერი, 2019 , 13:30

შეკითხვა „ვინ გასცა ბრძანება“ მეორდება. ადრე ის, რაც ხდებოდა იყო პასუხისმგებლობა ჩემი, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის, დღეს ჩემი პასუხისმგებლობაა, როგორც პრემიერ-მინისტრის. სხვაობა ამაში საერთოდ არაფერი არ

`ნაციონალური მოძრაობა` გადაიხდის გარკვეულ პოლიტიკურ ფასს იმის გამო, რაც დღეს ჩაიდინეს - სოზარ სუბარი

18 ნოემბერი, 2019 , 19:35

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების ქმედებები ყოველგვარ ზღვარს გადასცდა, როდესაც ისინი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სპეცრაზმელებს - ეს განცხადება პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა გააკეთა. "ყველაზე

გამარჯობა პუტინის ივანიშვილისეულ რუსეთს - გიგი უგულავა

18 ნოემბერი, 2019 , 19:15

სანამ არ დაბრუნდება არჩევნები, ხელისუფლებას საქმიანობის წყნარი შესაძლებლობა არ ექნებათ , -  ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა გიგი უგულავამ განაცხადა. "გამარჯობა პუტინის ივანიშვილისეულ რუსეთს. დარბეულია გან

„აუცილებლად გაგრძელდება პროტესტი, რაც არ უნდა ქვიშა და კარვები წაიღონ“

18 ნოემბერი, 2019 , 18:38

"ეს არ არის მხოლოდ მიტინგის დარბევა ან ძალის გამოყენება. ბიძინა ივანიშვილი პერმანენტულად ცდის ქართულ საზოგადოებას,“- ასე გამოეხმაურა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე რუსთველის გამზირზე საპროტესტ