უკან

მსოფლიო

13 მაისი, 2019 13:40
font-size

ტოკიოში გამოფენა „საქართველო ღვინის სამშობლო“ დასრულდა

ტოკიოში, საგამოფენო ცენტრში „Terrada Warehouse” გამოფენა „საქართველო ღვინის სამშობლო“ დასრულდა. გამოფენამ, რომელიც ამავე სახელწოდების პროექტის ფარგლებში იაპონიის დედაქალაქში ორი თვე მიმდინარებდა, ათასობით იაპონელ დამთვალიერებელს უმასპინძლა.

იაპონელებისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ქართული ღვინო და მისი ისტორია, რომელიც 8000 წლის წინ დაიწყო. ექსპოზიცია აერთიანებდა უნიკალურ არქეოლოგიურ ექსპონატებს; კონცეფცია გულისხმობდა ქართული ღვინის კულტურის უნიკალურობის თანამედროვე ტექნოლოგიებით წარმოჩენას.

გამოფენის „საქართველო ღვინის სამშობლო“ დახურვა საზეიმო მიღებით აღინიშნა.

„2014 წელს უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო პროექტის „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევა“ განხორციელება დავიწყეთ. ოთხწლიანი მუშაობის შედეგად, კვლევამ დაადასტურა, რომ ღვინის სამშობლო სწორედ საქართველოა და რომ სწორედ ჩვენ ვართ ის ქვეყანა, სადაც ვაზი პირველად მოაშინაურეს. საერთაშორისო დონეზე ღვინის სამშობლოდ აღიარებამ, მევენახეობა-მეღვინეობის 8000 წლიანმა უწყვეტმა ისტორიამ საქართველოსადმი ინტერესი მნიშვნელოვნად გაზარდა. იაპონელები ტრადიციებს განსაკუთრებულ პატივს სცემენ; შესაბამისად, გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილმა უნიკალურმა არტეფაქტებმა და ყველაზე დიდი ხნის ისტორიის ქართულმა ღვინომ განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი პროექტი საკუთარ მიზანს - მოახდინოს ქართული ღვინის პოპულარიზაცია და სულ უფრო მეტად მზარდი გახდეს მასზე მოთხოვნა მსოფლიოს მნიშვნელოვან ბაზრებზე - აღწევს“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ გამოფენის მნიშვნელობის შეფასებისას.

გამოფენის დახურვისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, ვახშამი ქართული ტრადიციით გაიმართა. ქართულ სუფრას პირველმა ქართველმა ოძეკმა, ტოჩინოშინმა უხელმძღვანელა. სტუმრებმა თამადობის ინსტიტუტის ისტორიაზე და მის მნიშვნელობაზე მიიღეს ინფორმაცია. საზეიმო მიღებაზე ქართული მრავალხმიანი სიმღერის რამდენიმე გამორჩეული ნიმუში იაპონელმა მომღერლებმა შეასრულეს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას განცხადებით, პროექტის „საქართველო ღვინის სამშობლო“ ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს სხვა სტრატეგიულ ბაზრებზეც განხორციელდეს მსგავსი ექსპოზიციები.

აღსანიშნავია, რომ ტოკიოში პროექტი მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიის Sony music communication და კომპანია TOPPAN-ის პარტნიორობით განხორციელდა.

პროექტი „საქართველო – ღვინის სამშობლო“, რომლის ორგანიზატორები არიან ღვინის ეროვნული სააგენტო და ასოციაცია „ქართული ღვინო“, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, იაპონიაში საქართველოს დიპლომატიური უწყების და ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით მიმდინარეობს.

არანაირი თუ, მაგრამ და შეიძლება - ბრიტანეთი ევროკავშირს 2020 წლის 31 იანვარს ოფიციალურად დატოვებს - ბორის ჯონსონი

13 დეკემბერი, 2019 , 14:40

ბრიტანეთში კონსერვატორების მიერ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში  გამარჯვების შემდეგ ბორის ჯონსომა აღნიშნა, რომ ბრიტანეთი ევროკავშირს აუცილებლად დატოვებს 2020 წლის 31 იანვარს. ამის შესახებ წერს AL JAZEERA. &bdq

ავღანეთში წმენდისა და სალიკვიდაციო სამხედრო ოპერაცია წარმატებით დასრულდა -საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

12 დეკემბერი, 2019 , 15:25

"ავღანეთში წმენდისა და სალიკვიდაციო სამხედრო ოპერაცია წარმატებით დასრულდა - ლიკვიდირებულია 9 და დაკავებულია 1 ტერორისტი", - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. როგორც

დიდ ბრიტანეთში დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია

12 დეკემბერი, 2019 , 12:25

დიდ ბრიტანეთში დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია. გამარჯვების იმედი აქვს მოქმედ პრემიერ ბორის ჯონსონს, რომელიც არჩევნების გამო 12-13 დეკემბერს ევროკავშირის სამიტს არ დაესწრება. წინასწარი გამოკითხვების მიხედვითა "კონ

პოლონეთის საშობაო ბაზრობებზე ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

10 დეკემბერი, 2019 , 15:40

პოლონეთში, საშობაო ბაზრობებზე, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია „ვინისფერას“ ორგანიზებით, ქართული ღვინის წარდგენა კამპანიის - „შეიცანი საქართველო“ ფარგლებში მიმდინარეობს

ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის პარლამენტი დაითხოვა

5 დეკემბერი, 2019 , 17:38

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ქვეყნის პარლამენტი დაითხოვა. ალიევმა აზერბაიჯანის საკანონმდებლო ორგანოს რიგგარეშე არჩევნები 2020 წლის 9 თებერვალს დანიშნა. „ვხელმძღვანელობ აზერბაიჯანის კონსტიტუციის 98.1 მუხლ

“რუსეთის ფედერაციის გამო დღეს მსოფლიო საშიში და ნაკლებად თავისუფალია“ - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის წარმომადგენლებმა და სენატორებმა საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს

4 დეკემბერი, 2019 , 10:55

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში 3 დეკემბერს გაიმართა მოსმენა „რუსეთისადმი აშშ-ის პოლიტიკის მომავალი“, რომელზეც სენატორების წინაშე წარდგნენ პოლიტიკურ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`