უკან

მსოფლიო

19 აპრილი, 2019 13:30
font-size

ტოკიოში საერთაშორისო გამოფენაზე ქართული ღვინის კომპანიები მონაწილეობენ

ტოკიოში მიმდინარე საერთაშორისო გამოფენაში „ვაინ ენდ გურმე ჯაპან“ ღვინის 12 ქართული კომპანია მონაწილეობს. ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, წელს საქართველო გამოფენის პარტნიორი ქვეყანაა, რისი გათვალისწინებითაც ქართული ღვინის ორი წარდგენა-დეგუსტაცია გაიმართა.

ქართული ღვინის პრეზენტაციას ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე ანა გოდაბრელიძე და იაპონიაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი დავით გოგინაშვილი უძღვებოდნენ. ანა გოდაბრელიძემ სტუმრებს 12 კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინო წარუდგინა, ესაუბრა ქართული ღვინის კულტურასა და ქართული ღვინის სახეობების მრავალფეროვნებაზე.
ღვინის იაპონელი პროფესიონალებისთვის ქართული ღვინის წარდგენა განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა გამოფენის „საქართველო – ღვინის სამშობლო“ ფონზე, რომელიც ტოკიოში 10 მარტს გაიხსნა და 7 მაისამდე გაგრძელდება.

გამოფენას იაპონიაში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ მაჭავარიანი და საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის კომპანიები ზემოაღნიშნულ გამოფენაში 2015 წლიდან მონაწილეობენ. ღონისძიებაზე ტრადიციულად თავს იყრიან ღვინის წამყვანი სპეციალისტები, ღვინით მოვაჭრეები და იმპორტიორები აზიის რეგიონიდან, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას იაპონიასა და მის მეზობელ ქვეყნებში.

საქართველოს ელჩმა ერაყის რესპუბლიკის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

20 აგვისტო, 2019 , 12:20

საქართველოს საგანგებო დასრულუფლებიანმა ელჩმა ზაზა კანდელაკმა (რეზიდენციით ქ. ამანი), რწმუნებათა სიგელები გადასცა ერაყის რესპუბლიკის პრეზიდენტს ბარჰამ სალეჰს. სიგელების გადაცემის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განხილული იქ

თურქეთში სავარაუდოდ აღმოჩენილია გურჯი ხათუნის საფლავი

16 აგვისტო, 2019 , 17:16

თურქეთის რესპუბლიკაში, საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, არქეოლოგიური გათხრების შედეგად, სავარაუდოდ გურჯი ხათუნის საფლავია აღმოჩენილი. ინფორმაციას საელჩო თურქულ ონლაინ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ინფორმაციაში აღნიშნულია

მსესხებელი ბანკს აღებულ კრედიტზე ნაკლებ თანხას დაუბრუნებს

15 აგვისტო, 2019 , 14:15

დანიური ბანკი იპოთეკურ სესხს უარყოფით საპროცენტო განაკვეთით გასცემს. ეს პირველი შემთხვევაა მსოფლიოში, როდესაც კლიენტი ბანკში იმაზე ნაკლებ თანხას დააბრუნებს, ვიდრე ისესხა. როგორც „გარდიანი“ წერს, ინიციატივა და

გამოვიდა ვარშავის უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალი „პრო გეორგია“

12 აგვისტო, 2019 , 11:13

გამოვიდა ვარშავის უნივერსიტეტის რეცენზირებადი სამეცნიერო ჟურნალი „პრო გეორგია“ 29/2019. ჟურნალი დაარსდა 1991 წელს, გამოდის ვარშავის უნივერსიტეტის ორიენტალისტიკის ფაკულტეტის აღმოსავლეთ ევროპისმცოდნეობის ინსტიტ

არ შევწყვეტთ მუშაობას, ვიდრე რუსეთი არ დაასრულებს საქართველოს სუვერენული ტერიტორიების ოკუპაციას - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

9 აგვისტო, 2019 , 12:20

მივმართავთ რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, გაიყვანოს შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დაადასტუროს და აღასრულოს საქ

მწუხარებას იწვევს, რომ ვერც საქართველოში, ვერც დასავლეთში ვერ შეძლეს გაკვეთილის მიღება 2008 წლის ტრაგიკული მოვლენებიდან - რუსეთის საგარეო უწყება

9 აგვისტო, 2019 , 11:45

2008 წლის აგვისტოს ომის მე-11 წლისთავს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი გამოეხმაურა. დიპლომატიური უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „რუსეთს

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს