უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

16 ნოემბერი, 2017 14:55
font-size

ტოლერანტობა ჩვენი ხანგრძლივი ისტორიის უწყვეტი ტრადიციაა - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„განსხვავებულის მიღება თავისუფლებისა და შინაგანი ძალის გამოვლინებაა. ამ თავისუფლების გაძლიერება საზოგადოების განვითარების საწინდარია.

თავისუფალი, ევროპული საქართველოს შენებისას სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ საზოგადოების ყველა ჯგუფს, თითოეულ ინდივიდს, მიუხედავად სხვათაგან განსხვავებულობისა, ჰქონდეს განცდა, რომ ამ პროცესის მონაწილე და შემოქმედია. ჩვენი კულტურული მრავალფეროვნების, განსხვავებულ ტრადიციათა და ადამიანთა ინდივიდუალობის მიღება, გაგება და პატივისცემა აუცილებელი პირობაა თანხმობის, მშვიდობისა და საყოველთაო განვითარების საზოგადოების ასაშენებლად.

ტოლერანტობა ჩვენი ხანგრძლივი ისტორიის უწყვეტი ტრადიციაა. საუკუნეთა მანძილზე ამ მიწაზე უპრობლემოდ ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ სხვადასხვა ეროვნების, რელიგიისა თუ სხვა ნიშნით განსხვავებული ადამიანები, რომლებიც ერთად ქმნიან ჩვენი საერთო სამშობლოს ხვალინდელ დღეს.

ამ ფასდაუდებელი მემკვიდრეობის შესაბამისად, უნდა ვიზრუნოთ, რომ ტრადიციებმა ახალ დროში ახალი სიცოცხლე შეიძინოს, რომ საქართველო მუდამ იყოს ისეთი, როგორადაც მას დიდი ილია აღწერს: მშვიდობის - მყოფელი სავანე და სინდისის თავისუფლების ადგილი ყველასათვის“, - წერს გიორგი მარგველაშვილი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

ანა მებურიშვილი

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქართველოს ახალი კონსტიტუცია მოქალაქეებს საჩუქარად გადასცა

21 თებერვალი, 2019 , 17:27

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღების თარიღთან დაკავშირებით, მოქალაქეებს საჩუქარად მოქმედი კონსტიტუცია გადასცეს. ორგანიზაციამ კამპანია სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების

“კოალიცია თანასწორობისთვის“ დამოუკიდებელ ინსპექტორს სერგო მეთოფიშვილის მხრიდან დისკრიმინაციული და სტიგმის გამაძლიერებელი მოსაზრების გამოხატვის საკითხის შესწავლისკენ მოუწოდებს

21 თებერვალი, 2019 , 17:05

„კოალიცია თანასწორობისთვის“ ეხმიანება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის, სერგო მეთოფიშვილის მიერ გაჟღერებულ სტერეოტიპულ, სტიგმის გამაძლიერებელ და ღირსების შემლახველ მოსაზრებას და დამოუკიდებელ ინსპექ

არ გამომაქვს სასამართლოდან ჩემი სარჩელი, გავაგრძელებ სიმართლის მტკიცებას – ბადრი ჯაფარიძე

21 თებერვალი, 2019 , 15:08

“თიბისის” თანადამფუძნებელი, ბადრი ჯაფარიძემ საგანგებო განცხადება გაავრცელა. როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა ის არ აპირებს სასამართლოდან სარჩელის გამოტანას. „მინდა განვაცხადო, რომ თავიდანვე არასამართლიანად და დ

მარტოხელა მშობლები თბილისის ბაგა-ბაღებში ბავშვის რეგისტრაციას გამარტივებული პროცედურით შეძლებენ

21 თებერვალი, 2019 , 14:51

თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ტალიაშვილმა დააყენა ინიციატივა, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელის რეგისტრაციის წესში შესატანი ცვლილები

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში დიასპორის სამმართველო შეიქმნება

21 თებერვალი, 2019 , 14:49

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში დიასპორის სამმართველო შეიქმნება. ამის შესახებ უწყების ხელმძღვანელმა, მიხეილ ბატიაშვილმა საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან ერთად გერმანიაში ვიზიტის ფა

ლადო აფხაზავა წარმატებული და შემოქმედებითი პედაგოგის ნათელი მაგალითია - მიხეილ ბატიაშვილი

21 თებერვალი, 2019 , 14:26

გერმანიაში მყოფმა სქართველოს განათლების მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ლადო აფხაზავას „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ ათ ფინალისტს შორის მოხვედრა მიულოცა,  წარმატებები უსურ