უახლესი ამბები
- 10.12.2019 10:15თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
- 10.12.2019 10:15ქალი ყელში დაჭრეს – დაკავებულია წარსულში ნასამართლევი ლ. კ.
- 10.12.2019 10:15ქრთამის აღების ფაქტზე რეინჯერი დააკავეს
- 10.12.2019 10:15ნიკა მელიასთვის დეპუტატის მანდატის ჩამორთმევას მხარს არ დავუჭერ - თამარ ჩუგოშვილი
- 10.12.2019 10:00ანონსი - 10.12.19
- 10.12.2019 10:00დღის კალენდარი - 10 დეკემბერი
არქივი
პოლიტიკა


თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა მიუღებელი ნამდვილად არ არის - გიორგი მარგველაშვილი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა მიუღებელი ნამდვილად არ არის, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „TV 25“-ის ეთერში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატზე საუბრისას.
„მიუღებელი რიჟვაძის კანდიდატურა ნამდვილად არ არის. რას გავაკეთებ, ეს ცოტა ხანში გამოჩნდება, მაგრამ კითხვაზე გპასუხობთ, რომ თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა მიუღებელი ნამდვილად არ არის“, - განაცხადა მარგველაშვილმა.
პრეზიდენტმა აჭარაში მიმდინარე პროცესებში საზოგადოებისა და პოლიტიკური ძალების ჩართვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„მე გუშინ არა მხოლოდ მმართველ პარტიას, არამედ ყველა პარტიის წარმომადგენელს ვესაუბრე, რომელიც უმაღლეს საბჭოში დეპუტატების სახითაა წარმოდგენილი. მე შევეცადე და ვცდილობ პოლიტიკური პროცესი, რომელიც აჭარაში მიმდინარეობს, იყოს საზოგადოებისა და პოლიტიკური ძალების მაქსიმალურად ჩამრთველი და შემკრები პროცესი. იმედი მაქვს, რომ ეს გამომდის.
კონსტიტუციის მიხედვით, ჩემი ფუნქცია მდგომარეობს იმაში, რომ მე უნდა წარვადგინო რეგიონის ხელმძღვანელის კანდიდატურა და ეს საზოგადოებასთან მაქსიმალური კონსულტაციების გზით უნდა განხორციელდეს. ეს კონსულტაციები ახლაც გრძელდება. მე იმედი მაქვს, შევძლებთ ჩამოვყალიბდეთ ისეთ კანდიდატზე, რომელიც რეგიონისთვის სასარგებლო იქნება და გარკვეულწილად გააღრმავებს იმ დადებით პროცესებს, რომლებიც რეგიონში ხორციელდებოდა ან იმ გამოწვევებს უპასუხებს, რომელიც რეგიონს ნამდვილად აქვს“, - განაცხადა მარგველაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ
10 დეკემბერი, 2019 , 10:15

ფინანსთა სამინისტროს და მთლიანად მთავრობის ამოცანაა ქვეყანაში იყოს ძლიერი ბიზნესი, რომელიც შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს - გიორგი გახარია
9 დეკემბერი, 2019 , 17:05

ფისკალური მდგრადობა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია - ივანე მაჭავარიანი
9 დეკემბერი, 2019 , 17:05

ჩვენი ამოცანაა, სახელმწიფო ინვესტიციების ეფექტური მართვა - ივანე მაჭავარიანი
9 დეკემბერი, 2019 , 16:53

ვუბრუნდებით რეალურ საკითხებს, რაზეც შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია-არჩილ თალაკვაძე
9 დეკემბერი, 2019 , 12:45

გიორგი კახიანი პროპორციულ სისტემაზე - ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯი იმ გათვლით, რომ რისკებს დავძლევთ
9 დეკემბერი, 2019 , 12:45