უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
ავტორევიუ
„Toyota“–მ იაპონიის ბაზარს ახალი სედანი და უნივერსალი შესთავაზა 13.05.2012 17:12

კომპანია „Toyota“–მ ადგილობრივი ბაზრისთვის ახალი სედანი „Corolla Axio“ და უნივერსალი „Corolla Filder“ წარადგინა. ავტომანქანები მომდევნო, მე–11 თაობისაა. მათ ახალი „Toyota Avensis”-სტილის ექსტერიერი და მოდერნიზებული ინტერიერი ექნება. გარდა ამისა, ისინი უფრო კომფორტული და თავისუფალი იქნება.

წინამორბედებისაგან განსხვავებით, სედანისა და უნივერსალის სიგრძე, შესაბამისად, 50 და 60 მილიმეტრით შემცირდა და 4360 მილიმეტრი შეადგინა. უკანა სავარძლებზე მსხდარი მგზავრებისათვის კი თავისუფალი სივრცე მუხლის დონეზე 40 მილიმეტრით გაიზარდა.

ახალი სედანის ღირებულება მილიონ 375 ათასი იენიდან (17,2 ათსი აშშ დოლარიდან) იწყება და 2 მილიონ 89 ათას იენამდე (26,1 ათას დოლარამდე) აღწევს. უნივერსალი კი, მინიმუმ, მილიონ 517 ათასი იენი (18,9 ათასი დოლარი), მისი ტოპ–ვარიანტი კი 2 მილიონ 120 ათასი იენი (26,5 ათასი დოლარი) ეღირება.

„ტოიოტა“ იაპონიაში ყოველთვიურად 3 000–მდე სედანისა და 4 000–მდე უნივერსალის გაყიდვას ვარაუდობს.