უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

11 თებერვალი, 2019 17:05
font-size

თქვენ იხილეთ ბევრად მეტი პიროვნული თავდასხმა, ჩემსა და ნაზიზე, ვიდრე რაიმე საქმიანი ან თუნდაც სამართლებრივი კითხვა - ანა დოლიძე

დღევანდელი შეხვედრა ყველაზე კარგი მაჩვენებელია, რამხელა ცვლილებები სჭირდება ჩვენს სასამართლო ხელისუფლებას, - ამ განცხადებით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებებს და საბჭოს გაფართოებულ სხდომას ეხმაურება.

„დღევანდელი შეხვედრა ყველაზე კარგი მაჩვენებელია, რამხელა ცვლილებები სჭირდება ჩვენს სასამართლო ხელისუფლებას. დღეს ჩვენ ვიხილეთ საბჭოს მცდელობა მთელი ქვეყნის მასშტაბით სასამართლო სხდომების გაუქმების ხარჯზე. უდიდესი სახელმწიფო რესურსის დახარჯვის ხარჯზე, აქ ჩამოვიდნენ მოსამართლეები სხვადასხვა რეგიონებიდან, მოეწყოთ ამხანაგური სასამართლო მე და ნაზი ჯანეზაშვილისთვის. თქვენ იხილეთ ბევრად მეტი პიროვნული თავდასხმა, ჩემსა და ნაზიზე, ვიდრე რაიმე საქმიანი ან თუნდაც სამართლებრივი კითხვა, რომელიც მიმართული იყოს პარლამენტისკენ პირველ რიგში,“ - ამბობს ანა დოლიძე.

დღეს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესის შეჩერების საკითხზე გასვლითი სხდომის ფარგლებში იმსჯელა. შეხვედრას 150 მოსამართლე ესწრებოდა.

საუბარია “საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებზე, რომელიც 2024 წლის 31 დეკემბრამდე საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩერებას ითვალისწინებს.

„ტოტალური აგრესიის მსხვერპლი ვართ“ - შალვა ნათელაშვილი დავით გარეჯში ჩავიდა

26 აპრილი, 2019 , 15:11

"ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი დავით გარეჯში ჩავიდა და საქართველოს ხელისუფლებას, აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ უდაბნოს მონასტრისკენ გზის ჩაკეტვის ფაქტზე, დროულ რეაგირებისკენ მოუწდა. „თუ ეს

ამ ეტაპზე, საბანკო რეგულაციების გადახედვის საჭიროება არ დგას - ფინანსთა მინისტრი

24 აპრილი, 2019 , 10:25

ამ ეტაპზე, საბანკო რეგულაციების გადახედვის საჭიროება არ დგას,- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა გუშინ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ მედიისთვის გაკეთებულ კომენტარში. როგორც მან ა

ნატო ჩხეიძე ივანე მაჭავარიანს: არ განაღვლებთ წაგება, რადგან წააგებს ბიუჯეტი და ამ დროის განმავლობაში გაიზრდება თქვენი პირადი შემოსავლები

23 აპრილი, 2019 , 20:46

მიგაჩნიათ, რომ ჭკუასთან ახლოა როდესაც მინისტრი გადაწყვეტილებებს იღებს უკანონოდ შესაბამის კანონის, მუხლისა და პუნქტის მითითების გარეშე, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ საფინანსო-საბიუჯეტო

ნატო ჩხეიძე ივანე მაჭავარიანს: არ განაღვლებთ წაგება, რადგან წააგებს ბიუჯეტი და ამ დროის განმავლობაში გაიზრდება თქვენი პირადი შემოსავლები

23 აპრილი, 2019 , 19:03

მიგაჩნიათ, რომ ჭკუასთან ახლოა როდესაც მინისტრი გადაწყვეტილებებს იღებს უკანონოდ შესაბამის კანონის, მუხლისა და პუნქტის მითითების გარეშე, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ საფინანსო-საბიუჯეტო

სამწუხარო არის ის, რატომ მივედით ამ მდგომარეობამდე - კახა კალაძე

23 აპრილი, 2019 , 14:21

ის რაც ვნახეთ, იქ კატეგორიულად მიუღებელია და დარწმუნებული ვარ, კანონის შესაბამისად ყველას პასუხი მოეთხოვება, - ასე შეაფასა თბილისის მერმა კახა კალაძემ პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენები. როგორც კალაძემ აღნიშნა, სახ

ძალის გამოყენებაზე ექსკლუზივი აქვს სახელმწიფოს - თამარ ჩუგოშვილი

23 აპრილი, 2019 , 13:50

არც ერთ შემთხვევაში ასეთი ტიპის შეტაკებების მოწყობა გამართლებული არ არის. ძალის გამოყენებაზე ექსკლუზივი აქვს სახელმწიფოს, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი პანკისში გან