უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

13 იანვარი, 2022 14:19
font-size

`თქვენ ისეთი სასამართლო ხართ, როგორც მე ვარ ასტრონავტი` - მიხეილ სააკაშვილი მოსამართლეს

"თქვენ ისეთი სასამართლო ხართ, როგორც მე ვარ ასტრონავტი", - ამ სიტყვებით მიმართა მიხეილ სააკაშვილმა მოსამართლეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, სადაც მესამე პრეზიდენტის საქართველოში შემოსვლის საქმეს განიხილავენ.

მიხეილ სააკაშვილმა მოსამართლეს მას შემდეგ მიმართა, რაც მან სიტყვით გამოსვლა რამდენჯერმე შეაწყვეტინა.

"თქვენ ისეთი სასამართლო ხართ, როგორც მე ვარ ასტრონავტი. მე მივმართავ ქართველ ხალხს. აქ იმისთვის არ ჩამოვსულვარ, რომ მივმართო ვიღაც... არ მინდა ვთქვა. არ ვაპირებ, ივანიშვილის სასამართლოს ვუყურო თვალებში, თქვენ თვალებში შემოგხედავთ ქართველი ხალხი და მე ვაპირებ, თვალებში შევხედო ქართველ ხალხს. თქვენ არავინ არ ხართ საერთოდ. მე წარვდექი აქ ქართველი ხალხის წინაშე და ვერავინ გამაწყვეტინებს, თუ გამაწყვეტინებთ, ქართველი ხალხი გაგცემთ პასუხს", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

ამის შემდეგ მას მოსამართლემ წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა და უთხრა, რომ "სასამართლო დარბაზში იმყოფება", რაზეც მესამე პრეზიდენტმა უპასუხა:

"მე სად ვბრძანდები, კარგად ვიცი. ეს დარბაზი არის ჩემი აშენებული, ეს დროშა ჩემი გაკეთებულია, ეს სკამი ჩემი დადგმულია, აუდიტორიები ჩემი გაკეთებულია და ეს გალიაც ჩემი აშენებულია. მე თქვენი ახსნა-განმარტება არ მჭირდება. არანაირ პატივს არ ვცემ მე ივანიშვილის სასამართლოს. მე პატივს ვცემ ქართველ ხალხს", - მიმართა მიხეილ სააკაშვილმა მოსამართლეს.

ზუგდიდში ქალზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე პოლიციის თანამშრომელი დააკავეს

26 იანვარი, 2022 , 12:09

საქართველოს პროკურატურამ ქალაქ ზუგდიდში ქალზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე პოლიციის თანამშრომელი გ.ბ. დააკავა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 25 იანვარს ზუგ

პროკურატურამ მედიაში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით, სადაც ქალზე ძალადობის ფაქტია ასახული, გამოძიება დაიწყო

25 იანვარი, 2022 , 20:36

საქართველოს პროკურატურამ მედიაში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით, სადაც ქალაქ ზუგდიდში პოლიციის თანამშრომლის მიერ ქალზე ძალადობის ფაქტია ასახული, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირ

პროკურატურამ ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი დაუმძიმა

25 იანვარი, 2022 , 19:30

ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალდება დაუმძიმდა. ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს ინფორმაციას. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა,

საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით ორი პირი დააკავა

25 იანვარი, 2022 , 11:28

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, იმერეთის რეგიონში, მარკირებას დაქვემდება

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

24 იანვარი, 2022 , 20:18

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია

პოლიციამ თბილისსა და იმერეთში ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

22 იანვარი, 2022 , 14:22

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისსა და იმერეთში, სხვადასხვა დროს, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს. უწყების ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი