უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

24 იანვარი, 2020 16:25
font-size

„თქვენ სახეს ვერ დაკარგავთ, თქვენ სახე არ გაქვთ!“ - ლევან იზორიას დედა სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას დედა გულიკო კვირკველია სოციალურ ქსელში „მთავარი“ არხის მიერ გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს.

„აბსოლუტურად ყველანაირ მორალურ და ადამიანურ ზღვარს სცილდება უბინძურესი პროპაგანდა ჩემი შვილებისა და ჩემი ოჯახის მიმართ. ნაცების და მათი პარტიული ტელევიზიის მიერ განხორციელებული უბინძურესი პროპაგანდის თითოეულმა შემოქმედმა ძალიან კარგად იცის, რომ ჩემს შვილს, ლევან იზორიას ძმას აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, ის გადაყვანილი იყო სამკურნალოდ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში და დღემდე აგრძელებს მკურნალობას. იმ კონკრეტული ინციდენტის დროსაც, მას ჰქონდა ჯანმრთელობის სკამაოდ მძიმე მდგომარეობა და მხოლოდ და მხოლოდ ზემოთქმული მიზეზის გამო გამოხატავდა გარკვეულ აგრესიას. მიუხედავად ამისა, ბოროტების შემოქმედებმა დაიწყეს ცილისმწამებლური კამპანია, პარტიული ტელევიზიის სიუჟეტს მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები და ერთ ხმაში, მწყობრად აგრძელებენ ტალახის სროლას. მათთვის არ არსებობს არანაირი მორალური ზღვარი. თქვენ, ამ კამპანიის შემოქმედებო, არ გაქვთ სამშობლო, არ გყავთ ოჯახები, არ გაქვთ არც სახელი და არც გვარი. თქვენ სახეს ვერ დაკარგავთ, თქვენ სახე არ გაქვთ! თქვენ ხართ ერთი კრებსითი ბოროტება!!!“ - წერს გულიკო კვირკველია.

ცნობისთვის - ტელეკომპანია “მთავარმა არხმა” 23 იანვარს გაავრცელა ვიდეო, რომელზეც აღბეჭდილია, როგორ აკავებს პატრული თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმას, რომელსაც მალევე, “ჩარევის” შედეგად ათავისუფლებენ. პოლიციელი, რომელმაც მაღალჩინოსნის ძმა დააკავა, კადრების განყოფილებაშია გადაყვანილი და ამ თემაზე პირველად ახლა ისაუბრა.
ვიდეოკადრები 2014 წელსაა გადაღებული, როდესაც იზორია შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო.

ახლახანს გამოვედით ისტანბულის კლინიკიდან - კონსტანტინე გამსახურდია

24 თებერვალი, 2020 , 18:04

„ახლახანს გამოვედით ისტანბულის აჯიბადემის კლინიკიდან... მკურნალობა არის აქტიურ ფაზაში, ახლო მომავალში ვარაუდობენ რეაბილიტაციის დაწყებას. მდგომარეობა რაც მთავარია, კონტროლქვეშაა, არის გარკვეული პროგრესი, მიუხედავად

N185-ე საბავშვო ბაღში გერმანელმა და შვეიცარიელმა სპეციალისტებმა ღია გაკვეთილი ჩაატარეს

24 თებერვალი, 2020 , 17:45

თბილისის საკრებულოს გლდანის (ავჭალის) მაჟორიტარი დეპუტატის შალვა ოგბაიძის ინიციატივით, თბილისის N 185-ე საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღში, გერმანელმა და შვეიცარიელმა სპეციალისტებმა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ ღია გაკვ

ნაკადულის კალმახის საშენში ლიფსიტები გამოიჩეკა

24 თებერვალი, 2020 , 17:35

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ნაკადულის კალმახის საშენში, საქართველოს წითელი ნუსხის სახეობის, მდინარის კალმახის 50 000-ზე მეტი ლიფსიტა გამოიჩეკა. სააგენტო ფაუნის იშვიათი და მოწყვლადი სახეობების გამრავლებაზე მუშაობს.

კორონავირუსთან დაკავშირებით საელჩო იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

24 თებერვალი, 2020 , 17:25

კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოს საელჩო იტალიაში, საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ იტალიის მთავრობის რჩევები და განკარგულებები. "კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სა

ფინანსური და ეკონომიკური წიგნიერება სკოლებში - ეროვნული ბანკი მასწავლებელთა გადამზადებას იწყებს

24 თებერვალი, 2020 , 17:15

ფინანსური და ეკონომიკური წიგნიერების საკითხების ეროვნულ სასწავლო გეგმაში ინტეგრაციასთან დაკავშირებით, ეროვნულმა ბანკმა, გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის (SBFIC) მხარდაჭერითა და სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის

ჩინური კომპანიების წარმომადგენლებმა საქართველოს ინფრასტრუქტურისა და ჯანდაცვის სამინისტროებს საკარანტინო პირობების დაცვის შესახებ ინფორმაცია გააცნეს

24 თებერვალი, 2020 , 16:55

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი დღეს იმ ჩინური კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლებიც სხ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`