უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

10 ოქტომბერი, 2017 10:10
font-size

თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება, ვის ანდოთ ქალაქის ბედი - კახა კალაძე

„თქვენ გაქვთ უფლება, წინასაარჩევნო პერიოდში დაესწროთ შეხვედრებს, მოისმინოთ კანდიდატების მიერ გაჟღერებული პროგრამები, თუ რა გეგმები აქვთ და როგორ აპირებენ მათ განხორციელებას, შესაბამისად, თქვენ უნდა გააკეთოთ სწორი ანალიზი და თქვენვე უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება, თუ ვის დაუჭიროთ მხარი არჩევნებზე, ვის ანდოთ ქალაქის ბედი“. - აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ თემქის მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა.

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის განცხადებით, ნებისმიერი პროფესიის, ნებისმიერ ადგილზე დასაქმებულ ადამიანს აქვს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების უფლება.

კახა კალაძემ ამომრჩევლებს ქალაქის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევისთვის კომპლექსურ ღონისძიებების განხორციელება შესთავაზა და 7 პოლიტიკა გააცნო, რომელიც ითვალისწინებს ურბანულ განვითარებას, სატრანსპორტო საკითხების მოგვარებას, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების განვითარებას, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ეკონომიკური ვითარების გამოსწორებას, განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხების წინ წამოწევას და გააქტიურებას.

თბილისის მერობის კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა ჯანდაცვისა და სოციალურ მიმართულებაზე და აღნიშნა, რომ ოცდაორივე მუნიციპალური პროგრამა გაგრძელდება და განვითარდება.

„რა თქმა უნდა, ხელს შევუწყობთ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, თუმცა ჩვენი პრიორიტეტია ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, რათა ადამიანები დასაქმდნენ, თვითრეალიზება შეძლონ და ქალაქში სოციალურად დაუცველების რიცხვი დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის კვალდაკვალ შემცირდეს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერობის კანდიდატმა ხაზი გაუსვა ცენტრალური და პერიფერიული უბნების თანაბარ განვითარებას და მოსახლეობას რადიოქალაქის ინფრასტრუქტურული პროექტი გააცნო, რომელიც, მისი თქმით, არამარტო მუხიანის, გლდანის, თემქისა და ავჭალის მოსახლეობისთვის, არამედ მთელი თბილისისთვის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი და მიზიდულობის ცენტრი იქნება.

კახა კალაძე მოსახლეობას დაჰპირდა, რომ მისი მერობის დროს გამოირიცხება საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა რეკრეაციულ ზონებსა და მწვანე სივრცეებში.

მისივე თქმით, ყურადღება მიექცევა არამარტო ძველი უბნების, არამედ ზოგადად, ავარიული შენობების აღრიცხვის, რეაბილიტაციისა და ჩანაცვლების საკითხს, ასევე, მოაგვარებს დაუკანონებელი საცხოვრებელი ფართების პრობლემას, სადაც ოჯახები ათეული წელია ცხოვრობენ.

შეხვედრას პარლამენტის წევრები - ზაზა გაბუნია და სოფო კილაძე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, არჩილ თალაკვაძე და თემქის მაჟორიტარობის კანდიდატი, თამარ ტალიაშვილი ესწრებოდა.

საკვანძო სიტყვები:

პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი დაიწყო

21 ნოემბერი, 2018 , 18:20

პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი დაიწყო. 28 ნოემბრის პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი რამდენიმე დღე გაგრძელდება და მას ცესკოს წევრებთან ერთა

თამარ გუდავა - მესამე სექტორის მიერ გაკეთებული განცხადებები უპასუხისმგებლოა

21 ნოემბერი, 2018 , 16:25

„საჯარო და კერძო ადმინისტრირების კვლევის და მონიტორიგის ცენტრის“ ხელმძღვანელი თამარ გუდავა მიიჩევს, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან ფაქტების გარეშე, მხოლოდ ვარაუდებზე დაყრდნობით გაკეთებული გან

მიხეილ გიორგაძის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

21 ნოემბერი, 2018 , 15:15

კულტურის ყოფილი მინისტრის მიხეილ გიორგაძის მდგომარეობა, რომელიც რამდენიმე დღის წინ ავარიაში მოყვა, კვლავ მძიმეა. ყოფილ მინისტრს მოტეხილი აქვს 12 ნეკნი და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. "იმყოფებოდა კვლავ მართვით სუნთქვაზე. მ

ავტომობილების ტექდათვალიერების რეფორმის მონიტორინგისას ტექდათვალიერების ცენტრებში ქრთამის შეთავაზების ფაქტები დაფიქსირდა - ეკა ლალიაშვილი

21 ნოემბერი, 2018 , 14:25

„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარის, ეკა ლალიაშვილის ინფორმაციით, ორგანიზაციის მიერ ჩატარებული საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირ

სუფთა ჰაერს ვსუნთქავთ დილის 03:00 საათიდან 07:00 საათამდე, დილის 07:00 საათიდან უკვე აზოტის ოქსიდების სიჭარბე იწევს - ეკა ლალიაშვილი

21 ნოემბერი, 2018 , 14:25

„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარის, ეკა ლალიაშვილის ინფორმაციით, მიღებული შედეგების მიხედვით, თბილისში ჰაერი შედარებით სუფთაა დილის 03:00-დან 07:00 საათამდე. ლალიაშვილმა ავტომობი

მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, ეს ადამიანები ზრუნავენ და პასუხისმგებლობას იღებენ ჩვენს მოქალაქეებზე - გიორგი გახარია

21 ნოემბერი, 2018 , 14:25

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისტემური განახლების ფარგლებში ახალი გამომძიებლების სტაჟირების პროგრამა და 1200 მოქმედი გამომძიებლის გადამზადების ეტაპი დაიწყო. გადამზადების პროგრამის პრეზენტაცია შინაგან საქმეთა მინისტრმა გიო

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`