უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

30 იანვარი, 2017 17:15
font-size

თქვენი გამოსვლის შემდეგ ფსიქიატრების მიმართ დამოკიდებულებას სერიოზული საფრთხე დაემუქრა - საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების მიმართვა დავით სერგეენკოს

„საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოებამ “ წერილით მიმართა ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს. განცხადებაში ითხოვენ, რომ იყოს წარმოდგენილი მონიტორინგის შედეგები, სადაც წერია ფსიქიატრიულ სერვისებში დაფიქსირებული დარღვევების შესახებ.

„მედიანიუსი“ ამ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„მოგმართავთ 2017 წლის 24 იანვარს პრესაში გამოქვეყნებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც თქვენ აღნიშნავთ, რომ „მონიტორინგმა უტყუარად დაადგინა, რომ კლინიკები არც თუ ისე იშვიათ შემთხვევაში, მწვავე ფსიქოზის მქონე პაციენტს სტაციონარიდან დროზე ადრე წერდნენ, ის ერთი თვის განმავლობაში განმეორებით ან განმესამებით შედიოდა იგივე ან სხვა კლინიკაში, ეს ხდებოდა იმისათვის, რომ ამ კლინიკებს ზედმეტი თანხა გამოეწერათ და ამას პაციენტის უსაფრთხოების ხარჯზე აკეთებდნენ“.

მოგახსენებთ, რომ ფსიქიატრიის მიმართ ზოგადად და, განსაკუთრებით, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, ცნობილი მოვლენების გამო, საზოგადოების დამოკიდებულება საკმაოდ დისკრიმინაციული და სტიგმატიზებულია. ჩვენს სპეციალობაში პაციენტის ნდობის მოპოვება და ნებაყოფლობით მისი მკურნალობის პროცესში ჩართვა უაღრესად რთულია და მედპერსონალის ერთ-ერთ ძირითად ამოცანას წარმოადგენს. ზოგადი პროფილის საავადმყოფოებში ახალი ტიპის განყოფილებების შექმნამ მნიშვნელოვნად შეცვალა ეს დამოკიდებულება, ვინაიდან ფსიქიკური აშლილობის მქონე პირს გაუჩნდა განცდა, რომ მას არა როგორც სოციალურად საშიშ, არამედ როგორც სამედიცინო საჭიროების მქონე პირს ისე ექცევიან და თავად შეუძლია განსაზღვროს როდის მივიდეს სტაციონარში და როდის გაეწეროს. დაინახა, რომ არავინ აპირებს მის გამომწყვდევას გისოსებიან იზოლატორში. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი ფსიქიკური ჯანდაცვის განვითარებისთვის.

თქვენი გამოსვლის შემდეგ ფსიქიატრების მიმართ დამოკიდებულებას სერიოზული საფრთხე დაემუქრა. უამრავმა პაციენტმა, ოჯახის წევრმა და უფლებადამცველმა მოგვმართა შეკითხვით, თუ რამდენად შეესაბამება სიმართლეს თქვენს გამოსვლაში მოყვანილი ფაქტები.

გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი პროფესიული ღირსება საფრთხეშია, მოგმართავთ თხოვნით, რომ თქვენს ხელთარსებული მონიტორინგის მონაცემები გაგვაცნოთ და ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით ამ საკითხის არსებითი განხილვა დაიწყოს,“- ნათქვამია განცხადებაში.

ანა მებურიშვილი

პარლამენტის შენობასთან უკვე ცამეტი კარავია გაშლილი

27 თებერვალი, 2021 , 15:24

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობასთან კიდევ ერთი კარავი გაშალეს. როგორც პარლამენტთან შეკრებილები აცხადებენ, მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე პროტესტს გააგრძელებენ. „დღეს მეცამეტე კარავი იშლე

მიმდინარე კვირაში საქართველოში ვირუსი მოსწავლეთა 0.03%-ს და სკოლის თანამშრომელთა 0,1%-ს გამოუვლინდა

27 თებერვალი, 2021 , 15:19

ინტენსიური მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად, მიმდინარე კვირის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, „კოვიდ-19“ მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის 0.1%-ს და მოსწავლეთა საერთო რაოდენ

„ბრისტოლიდან ბეიჯინამდე“ – 26 წლის ველოსიპედისტის საქველმოქმედო მოგზაურობა საქართელოში დაიწყო

27 თებერვალი, 2021 , 14:34

26 წლის ცნობილმა ველოსიპედისტმა, სპიკერმა და ფანდრაიზერმა ლუკ გრენფელ შოუმ საქართველოში მოგზაურობა ბათუმიდან დაიწყო. 'ბრისტოლიდან ბეიჯინამდე”- ასე ჰქვია ველომარშრუტს, რომლის ფარგლებშიც ლუკი ველოთი 30 ქვეყნის გავლას

ყოველიღამე წინაზე საშინელია, ყოველი დღე წინაზე მძიმე - თინა ხიდაშელი

27 თებერვალი, 2021 , 14:29

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი, სოციალურ ქსელში, წერს: “დიდი მადლობა ყველას. ყოველ დილით იმედით ვახელ თვალს მოვიწერო გადავიარე. მაგრამ ჯერ არ გამოდის. ისევ ჯოჯოხეთის პირზე ვარ რაღაც ძალა ჩასაჩეხად დამდევს

თბილისში დევნილი ოჯახებისთვის ბინების განაწილების მიზნით კომისიამ მუშაობა დაიწყო

27 თებერვალი, 2021 , 14:19

დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში 260-მდე იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის ბინების გადაცემის საკითხზე მუშაობა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიე

იანვარში ინფლაციის შემცირებაზე მთავრობის მიერ კომუნალური გადასახადების სუბსიდირებამ კვლავ მნიშვნელოვნად იმოქმედა - ეროვნული ბანკი

27 თებერვალი, 2021 , 12:00

2021 წლის იანვარში წლიურმა ინფლაციამ 2.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო დეკემბერთან შედარებით ფასები 1.1 პროცენტით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, იანვარში, წინა თვესთან შ