უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

23 იანვარი, 2020 13:15
font-size

„თქვენი ლიდერის ბოროტი კურსი შესაჩერებელია“ - მამუკა ხაზარაძე „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, წევრებსა და მხარდამჭერებს ღია წერილით მიმართავს

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, წევრებსა და მხარდამჭერებს ღია წერილით მიმართავს.

„ქართული ოცნების“ პროპაგანდისტები ცდილობენ, მინიმუმამდე დაიყვანონ ევროპარლამენტარების გამოსვლებიდან და ამერიკელი კონგრესმენების წერილებიდან მიღებული გზავნილი. არადა, პოლიტიკაში ჩაუხედავი ადამიანებისთვისაც აშკარაა, რასაც ნიშნავს ასეთი განცხადებები. აშკარაა, ეს უკვე შეუქცევადი პროცესია, რომ საერთაშორისო საზოგადოების მძაფრი კრიტიკა, უნდობლობა, ნეგატიური დამოკიდებულება, პოლიტიკური კრიზისი გაღრმავდება და დღევანდელი ხელისუფლება ქვეყანას საერთაშორისო იზოლაციაში მოაქცევს.

საეჭვო ხდება ჩვენი ევროატლანტიკური კურსი და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა. თუ რაღაც არ შეიცვალა, სულ მალე ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო პარტნიორად ერთადერთი ქვეყანა დარჩება, სწორედ ის, რომელსაც ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული და ყველა ხერხით ხელს უშლის ჩვენს ჩართვას საერთაშორისო თანამეგობრობაში.

ამ ვითარებაში მინდა, მივმართო „ქართული ოცნების“ დეპუტაციას, პარტიის წევრებს და მხარდამჭერებს: თქვენ კარგად უნდა გაიაზროთ ის ისტორიული პასუხისმგებლობა, რომელიც დღეს გეკისრებათ. თქვენი ლიდერის მიერ წარმოებულმა კურსმა სულ მცირე ხანში შეიძლება დაგვაკარგვინოს ის, რასაც 30-წლიანი ბრძოლით, შრომითა და გამარჯვებებით მივაღწიეთ. თუ ასე გაგრძელდა, თქვენი პარტია სულ მალე შესაძლოა კოლექტიურ ორჯონიკიძედ იქცეს.

კარგად გაიაზრეთ, თუ რა ადგილს დაიმკვიდრებთ ქვეყნის ისტორიაში. თქვენი ლიდერის ბოროტი კურსი შესაჩერებელია და ეს, პირველ რიგში, თქვენი ვალია, რადგან სწორედ თქვენი მხარდაჭერაა ის, რითაც ეს კურსი სულდგმულობს. ნუ დაუშვებთ, რომ საფრთხე რეალობად იქცეს.

მიიღეთ ეს გაფრთხილებად. ჯერ კიდევ არსებობს იმედი, რომ ზოგ თქვენგანს მაინც აქვს შერჩენილი საღი აზრი და ქვეყნის სიყვარული. საქმე ეხება ქვეყნის ბედს და არა ერთი ადამიანის ძალაუფლებას, რომელსაც ცუდად ესმის, რას ნიშნავს ქვეყანა და მისი ისტორიული სტრატეგია“, – ნათქვამია მამუკა ხაზარაძის ღია წერილში.

ზურაბი ციცვიძე

დავით ზალკალიანი ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 43-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა

24 თებერვალი, 2020 , 17:45

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 43-ე სესიაზე საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სიტყვით გამოვიდა. გამოსვლაში ზალკალიანმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში

მაჭავარიანს თუ ძველბიჭობა და „ბლატაობა“ უნდა, მაშინ ისიც უნდა იცოდეს, რომ ვინც სიტყვას არ ასრულებს, ჭრელ პერანგს აცმევენ - დავით ჭიჭინაძე

24 თებერვალი, 2020 , 14:30

მაჭავარიანს ეტყობა აერია, სად იმყოფება. თუ ძველბიჭობა და „ბლატაობა“ უნდა, მაშინ ისიც უნდა იცოდეს, რომ ვინც სიტყვას არ ასრულებს, ჭრელ პერანგს აცმევენ და მათ რა სახელიც ჰქვიათ, ის უნდა დავარქვათ მასაც, - ამის შ

საქართველო შესაძლებელია გახდეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა ევროპასა და აზიას შორის მარშრუტების შესამცირებლად - დავით ზალკალიანი

24 თებერვალი, 2020 , 14:30

საქართველო შესაძლებელია გახდეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა ევროპასა და აზიას შორის მარშრუტების შესამცირებლად, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა The Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა. Th

ბიძინა ივანიშვილი NDI-ის პრეზიდენტს შეხვდა

24 თებერვალი, 2020 , 14:30

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტს დერეკ მიტჩელს შეხვდა. პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედ

პოლიტიკური დევნის საქმეების შემსწავლელი კომისია დავით ქაცარავას საკითხზე მსჯელობს

24 თებერვალი, 2020 , 14:30

პოლიტიკური დევნის საქმეების შემსწავლელი კომისია დღეს დავით ქაცარავას საკითხს იხილავს. როგორც „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გამართულ შეხვედრაზე პარტიის წევრმა, ლაშა ჩხარტიშვილმა განაცხადა, დღეს იხილავენ დავით

ივანე მაჭავარიანის ადგილი არის ციხეში, ყველა, ვინც მას გადაეფარება, ხდება მისი თანამონაწილე - გედევან ფოფხაძე

24 თებერვალი, 2020 , 13:45

საკითხები, რომელზეც დღეს დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე უნდა გვემსჯელა, პირდაპირ არის დაკავშირებული ქვეყანაში არსებულ კორუფციასთან, დაკავშირებულია ჩვენი მოსახლეობის აბუჩად აგდებასთან და გაღატაკებასთან, როდესაც მინისტრი ამ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`