უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

25 დეკემბერი, 2018 15:50
font-size

თქვენმა პრეზენტაციამ დამიტოვა განცდა, რომ გაცხადებული მიზნები ვერ შესრულდება იმ პოლიტიკით, რასაც თქვენ ატარებთ - ბექა ნაცვლიშვილი გიორგი ქობულიას

თქვენმა პრეზენტაციამ დამიტოვა განცდა, რომ ის გაცხადებული მიზნები, რომელიც არის დამაკმაყოფილებელი, ვერ შესრულდება იმ პოლიტიკით, რასაც თქვენ ატარებთ, - განაცხადა „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა ნაცვლიშვილმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, სადაც ეკონომიკის მინისტრს გიორგი ქობულიას უსმენენ.

როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, ის არ გულისხმობს კონკრეტულად ეკონომიკის მინისტრს, არამედ გულისხმობს მთავრობის მიერ ეკონომიკური პოლიტიკის ზოგადად განხორციელების თვალსაზრისით.

„მთავარი ის კი არ არის მიზნები დავისახოთ, მთავარია, ვინ გააკეთებს ამას. ჩვენ თუ გავყევით ვაშინგტონის კონსენსუსის ლოგიკას, ყველაფრის პრივატიზაცია მოვახდინეთ, რასაც აპირებთ, თუ ისევ მაკროეკონომიკური სტაბილურობა გახდა იმის გარანტი, რომ ვიღაცები აქ ჩამოვლენ და ფულს დააბანდებენ იმ სექტორებში, რომელიც სახელმწიფოს აქტიური ჩარევის და დახმარების გარეშე ვერ ვითარდება, მაშინ ეს დარჩება ისევ ფურცელზე და პრეზენტაციაზე დაწერილ სლაიდებად“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა კვალიფიციური კადრების გადინებას ხელს უწყობს მაშინ, როდესაც ქვეყანაში მუშა ხელის და კვალიფიციური კადრების ნაკლებობაა.

„კვალიფიციურ კადრებზე ხომ საუბრობდით? ჩვენ გუშინწინ მთავრობის წარმომადგენელმა გვითხრა დიდი სიამაყით, საფრანგეთთან გავაფორმეთ ხელშეკრულება, მივიღეთ კანონი, რომ ჩვენი კვალიფიციური კადრები წავლენ საფრანგეთში და იქ იმუშავებენ. ქვეყანა არ არსებობს, რომელიც კვალიფიციური კადრების გადინებას ხელს უწყობს. მეტი აბსურდულობა რაში უნდა მდგომარეობდეს? ვსაუბრობთ რომ ადამიანური და შრომითი რესურსი არ არის, კვალიფიკაცია გვაკლია და კვალიფიციურ კადრებს პირდაპირ კარს ვუღებთ და მოტივაციას ვაძლევთ ქვეყანა დატოვონ“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 0.39%-ით შემცირდა - ეროვნული ბანკი

25 სექტემბერი, 2020 , 16:30

2020 წლის პირველი სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. ეროვნული ბანკის მონაცემებით, აგვისტოში, წინა

ეკონომიკის სამინისტრო უწყვეტ რეჟიმში მუშაობს სხვადასხვა დარგების წარმომადგენლებთან ეკონომიკური სტიმულირებისა და ხელშეწყობის პაკეტების მიმართულებით - ირაკლი ნადარეიშვილი

24 სექტემბერი, 2020 , 17:40

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი ბავშვთა გასართობი ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლის დროსაც განხილული იყო აღნიშნული ბიზნეს-მიმართულების წინაშე დღეს არსებული გამოწვევები. ა

საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას განაგრძობს

24 სექტემბერი, 2020 , 16:30

საქართველოს ბანკი კვლავ განაგრძობს ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას. ბანკის ფინანსური ჩართულობით ხის ნაკეთობების ბრენდი „თილისმა“ წარმოებას აფართოვებს. კომპანიამ საქმიანობა 2018 წელს დაიწყო და დღეს ბრენდის ნ

კომერციული ბანკების მოგება აგვისტოში გაიზარდა - ვალუტის ყიდვა-გაყიდვით კი 71.8 მლნ ლარის ზარალი მიიღეს

22 სექტემბერი, 2020 , 15:00

კომერციულმა ბანკებმა 2020 წლის აგვისტო 96,363 მლნ ლარის წმინდა მოგებით დაასრულეს. ეს კი წინა თვესთან შედარებით, 32,870 მლნ ლარით მეტია, ივლისში ბანკების წმინდა მოგება 63,493 მლნ ლარს შეადგენდა. ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზ

2020 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 12.3 პროცენტით შემცირდა

18 სექტემბერი, 2020 , 11:50

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის მეორე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 11 210.0 მილიონ ლარს გაუტოლდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტ

საქართველოს ბანკმა ვაჭრობის დაფინანსებისთვის Citi- სგან 50 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

18 სექტემბერი, 2020 , 10:55

საქართველოს ბანკმა ვაჭრობის დასაფინანსებლად Citi-სგან 50 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდა. აღნიშნული ტრანზაქცია საქართველოს ბანკსა და Citi-ს შორის 2011 წელს გაფორმებული შეთანხმების Continuing Agree

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

პოლიტიკური პარასკევი ნატო ჩხეიძე