უახლესი ამბები
- 28.01.2021 17:57მედიაჰოლდინგ `იმედის` 100%-იანი წილი იყიდება
- 28.01.2021 17:49დავით ზალკალიანი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს ტელეფონით ესაუბრა
- 28.01.2021 17:35პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა 49 ოპოზიციონერისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა
- 28.01.2021 17:35პრემიერ-მინისტრმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე რეგიონში არსებული ვითარება და ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარება განიხილა
- 28.01.2021 17:35`ტელეიმედის` მფლობელი კომპანიის 100%-იანი წილი იყიდება
- 28.01.2021 17:151 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2995 ლარი გახდა
- 28.01.2021 17:15სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ეს გათავისუფლება არის მოლაპარაკების შედეგი - ალეკო ელისაშვილი
- 28.01.2021 17:09კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ ეთერში უხამსობის ტირაჟირების გამო სამართალდამრღვევად ცნო, მაგრამ პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა
- 28.01.2021 16:45პარტია „ევროპელი სოციალისტები“ საჯარო რეესტრში ოფიციალურად დარეგისტრირდა
- 28.01.2021 16:45ზაზა გახელაძის ე.წ. სასამართლო პროცესი ოკუპირებულ ცხინვალში ისევ გადაიდო
არქივი
ეკონომიკა


Trace International - ის რეიტინგით, საქართველო მსოფლიოში პირველია ბიზნესსა და მთავრობას შორის ინტერაქციის მიმართულებით - ნათია თურნავა
Trace International - ის მიერ წარმოებული კორუფციის რისკისგან თავისუფლების ინდექსის მიხედვით საქართველო მსოფლიოში 28-ე, ხოლო ევროპაში კვლავინდებურად საუკეთესო ოცეულშია და 19-ე ადგილზეა, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
ავტორიტეტული რეიტინგის შეფასებისას, მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა “მთავრობასთან ურთიერთობაში კორუფციისაგან თავისუფლება”- ის ქვეკომპონენტზე, რომლის მიხედვითაც საქართველო მსოფლიოში პირველია.
„ჩვენ მსოფლიოში საუკეთესონი ვართ ბიზნესსა და მთავრობას შორის ინტერაქციის მიხედვით. ეს, პრაქტიკულად იმას ნიშნავს, რომ ბიზნესს ჩვენი პროგრამებით, ჩვენი დახმარებებით, გარკვეული სახელმწიფო სერვისებით სარგებლობისთვის და ნებართვის მისაღებად, არ სჭირდება ფიზიკური ურთიერთობა სამთავრობო უწყებებთან და იქ დასაქმებულ საჯარო მოხელეებთან,“ - განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებენ ერთიანი ფრონტ ოფისები, რომლებიც არიან მაქსიმალურად დიგიტალიზებული და ელექტრონულები. „ეს არის შედეგი ჩვენი მიზანმიმართული რეფორმისა, რომლის მიხედვითაც მაქსიმალურად უზრუნველვყოფთ ჩვენი სამთავრობო სერვისების განვითარებას,“ - განაცხადა მინისტრმა.
TRACE არის მსოფლიოში აღიარებული ბიზნეს ასოციაცია, რომელიც მსოფლიო მასშტაბით სწავლობს და აფასებს კორუფციის ხარისხს, ზედამხედველობას, კარგ მმართველობას და მესამე მხარის მონაწილეობას რისკის მართვაში. რეიტინგი ქვეყნებს აფასებს კორუფციის მიხედვით, კერძოდ, კორუფციის შესაძლებლობის, ანტიკორუფციული კანონმდებლობის, მთავრობის გამჭვირვალობისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების დონის მიხედვით.
აღსანიშნავია, რომ კორუფციის რისკისგან თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო უსწრებს ევროკავშირის 14 სახელმწიფოს: იტალიას, პოლონეთს, უნგრეთს, სლოვაკეთს, სლოვენიას, ჩეხეთს, ლატვიას, ხორვატიას, საბერძნეთს, რუმინეთს, ბულგარეთს, კვიპროსს, მალტას, ესპანეთს.

კორპორატიული მართვის საუკეთესო პრაქტიკების და მაგალითების გათვალისწინებით ვიწყებთ სახელმწიფო საწარმოების რეფორმირებას - გიორგი გახარია
28 იანვარი, 2021 , 12:30

2021 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 5.85 მლრდ ლარს შეადგენს - ეროვნული ბანკი
25 იანვარი, 2021 , 15:35

მიწა არ უნდა იყიდებოდეს, განათლება უნდა ფინანსდებოდეს - ინტერვიუ ვლადიმერ პაპავასთან
23 იანვარი, 2021 , 12:22

ვითიბი ბანკი ფერმერული მეურნეობის მხარდაჭერას აგრძელებს
22 იანვარი, 2021 , 18:21

ბექა ფერაძემ ახალი პორტალი - labour.moh.gov.ge წარადგინა
22 იანვარი, 2021 , 16:10

2020 წელს მთავრობამ საშინაო და საგარეო ვალის სახით 7 მილიარდ ლარზე მეტი მოიზიდა
22 იანვარი, 2021 , 12:20