უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

13 სექტემბერი, 2017 15:00
font-size

ტრადიცია გრძელდება, როცა საარჩევნოდ მმართველი გუნდი ყველაზე მეტ შემოწირულობას იღებს - გიგი ჩიხრაძე

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ უფროსი იურისტის, გიგი ჩიხრაძის შეფასებით, დიდი სხვაობა „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების მიერ მიღებულ შემოწირულობებს შორის წინასაარჩევნო პერიოდის ტენდენციის ნაწილია, როცა მმართველ პარტიას ყველაზე მეტ ფულს ურიცხავენ.

„ტრადიცია გრძელდება, როდესაც საარჩევნოდ მმართველი გუნდი ყველაზე მეტი თანხის მობილიზებას ახდენს. ეს ტენდენცია ამ არჩევნების წინაც არ დარღვეულა. ძალიან დიდია სხვაობა მმართველი გუნდისა და სხვა პარტიების მიერ მობილიზებულ თანხებს შორის. მიზეზებზე საუბარი ძალიან რთულია, რადგან შეიძლება იყოს, როგორც სამართლებრივი, ასევე არასამართლებრივი საკითხები. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ფაქტი შევაფასოთ და ფაქტია, რომ ამ მომენტისთვის 7 მილიონ ლარზე მეტი შემოწირულობა მიღებული აქვს „ქართულ ოცნებას“, თუმცა დანარჩენ პარტიებს ნახევარი მილიონიც არა. დარღვევებზე ამ ეტაპზე გაგვიჭირდება საუბარი. ჩვენ, „საერთაშორისო გამჭვირვალობაც“ ვახორციელებთ მონიტორინგს და შემოსავალსა და გაღებულ შემოწირულებას შორის თუ საეჭვო სხვაობას აღმოვაჩენთ, ამაზე გვექნება რეაგირება. ჩვენი კვლევა პროცესშია და კონკრეტულად ამ მომენტისთვის არ შემიძლია ვთქვა, დაფიქსირდა თუ არა დარღვევა“,- განაცხადა ჩიხრაძემ.

შეგახსენებთ, 2017 წლის 1-ელი ივლისიდან 12 სექტემბრის მონაკვეთში ყველაზე მეტი შემოწირულობა - 7.343.993 ლარი „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, შემოწირულობების მიხედვით მეორე ადგილს „ევროპული საქართველო“ იკავებს 323.675.45 ლარით, მას მიჰყვებიან „პატრიოტთა ალიანსი“ 15.600 ლარითა და „გირჩი“ 15.300 ლარით, ხუთეულს კი „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ ხურავს 12.204 ლარით.

გარდა ამისა, „ეროვნულმა ფორუმმა“ 9.215 ლარი მიიღო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 5.432 ლარი, „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანმა საქართველომ“ - 900 ლარი, საქართველოს ერთიანმა კომუნისტურმა პარტიამ - 434 ლარი, პარტიამ „საქართველოს მშვიდობისათვის“ – 200 ლარი, ხოლო ყველაზე ცოტა შემოწირულობა „რესპუბლიკური პარტიის“ ანგარიშზეა– 40 ლარი.

აღნიშნულ პერიოდში პარტიების მიერ მიღებულმა შემოწირულობებმა ჯამურად 7.726.993.45 ლარი შეადგინა.

ანა მებურიშვილი

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რომლის კულმინაცია იყო „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრა - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი და მათი ეს დამოკიდებულება გრძელდება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციი

კონტრაქცია ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამია - სოფო ჯაფარიძე

23 აპრილი, 2024 , 17:34

კონტრაქცია ნიშნავს იმას, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამი - ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაუპირისპირონ ამ გულწრფელ და გულანთებულ ქართველებს ის ადამიანები, რომლებიც ძალით მოჰყავთ აქციაზე

კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი, ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:26

კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი. ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირ

ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:21

ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი