უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

11 სექტემბერი, 2024 12:04
font-size

ტრამპი-ჰარისის პირველი დებატების მაყურებელთა 67%-მა გამარჯვება ჰარისს მიაკუთვნა - CNN

ამომრჩევლებმა, რომლებმაც სამშაბათს აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის კამალა ჰარისის და ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პირველ სატელევიზიო დებატებს უყურეს, CNN-ის და კვლევითი კომპანია SSRS-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, გამარჯვებულად ჰარისი დაასახელეს - 63% - ჰარისი, 37% - ტრამპი. ცდომილება +/- 5,3%-ია.

დებატებამდე, იგივე ამომრჩევლის აზრი იმაზე, თუ რომელი კანდიდატი იქნებოდა უფრო ძლიერი, თანაბრად იყოფოდა - რესპონდენტების 50% მიიჩნევდა, რომ კამალა ჰარისი უფრო წარმატებული იქნებოდა, 50% კი ტრამპს ასახელებდა.

მანამდე, მიმდინარე წლის ივნისში, სანამ მოქმედი პრეზიდენტი ბაიდენი გადაწყვეტდა, რომ არჩევნებიდან კანდიდატურა მოეხსნა, დონალდ ტრამპისა და მისი დებატების დროს, გამოკითხულთა 67%-მა გამარჯვებულად ტრამპი დაასახელა, ბაიდენს კი მხარი 33%-მა დაუჭირა.

CNN-ის გამოკითხვა ტექსტური შეტყობინებით 605 დარეგისტრირებულ ამომრჩეველთან ჩატარდა, რომლებმაც განაცხადეს, რომ დებატებს უყურეს. რესპონდენტები დაკომპლექტებულნი იყვნენ დებატებამდე მონაწილეობის მისაღებად და შეირჩნენ SSRS Opinion Panel-ის წევრების გამოკითხვის გზით.

ტრამპს და ჰარისს მწვავე დებატები ჰქონდათ ABC News-ის ეთერში ინფლაციის, აბორტის, იმიგრაციისა და საგარეო პოლიტიკის შესახებ. ეს იყო რესპუბლიკელებისა და დემოკრატების კანდიდატების პირველი დებატი, არჩევნებამდე 8 კვირით ადრე. (ტვ“მთავარი“).

ემანუელ მაკრონი ახლო აღმოსავლეთში ყველა მხარეს მოუწოდებს „მაქსიმალური თავშეკავებისკენ“

2 ოქტომბერი, 2024 , 13:30

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ისრაელზე ირანის მასშტაბური სარაკეტო თავდასხმა დაგმო, ამავდროულად მოუწოდა ისრაელს, შეწყვიტოს სამხედრო ოპერაცია ლიბანში. როგორც ფრანგული მედია წერს, მაკრონმა საფრანგეთის

ისრაელში მომხდარი სროლისას საქართველოს ერთი მოქალაქე დაიღუპა - საგარეო უწყება

2 ოქტომბერი, 2024 , 12:50

ისრაელში, ქალაქ იაფაში მომხდარი სროლისას საქართველოს ერთი მოქალაქე დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს. უწყების ცნობით, იგი კლინიკაში გარდაიცვალა. ადგილზე ჩავიდა კონსული. სამინისტროში ასევე ამ

ისრაელი და ჰეზბოლა ახალი დარტყმების შესახებ იუწყებიან

2 ოქტომბერი, 2024 , 12:42

ისრაელზე ირანის სარაკეტო შეტევიდან რამდენიმე საათის შემდეგ, დღეს, 2 ოქტომბერს, ისრაელის არმიამ მორიგი იერიში მიიტანა ჰეზბოლას ობიექტებზე ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში. მანამდე ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ამ

ვაფრთხილებთ აშშ-ს, ისრაელის საპასუხო ქმედებებში არ ჩაერიოს - ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი

2 ოქტომბერი, 2024 , 12:22

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ თეირანს არ ჰქონდა კომუნიკაცია შეერთებულ შტატებთან ისრაელზე ირანის სარაკეტო თავდასხმამდე, მაგრამ გააფრთხილა, რომ ისრაელის საპასუხო ქმედებებში ახლა არ ჩაერი

ირანი რისკავს მთელი რეგიონი ცეცხლის ალში გახვიოს - ოლაფ შოლცი

2 ოქტომბერი, 2024 , 12:14

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა მოუწოდა ირანს და “ჰეზბოლას” დაუყოვნებლივ შეწყვიტონ თავდასხმები ისრაელზე და გააფრთხილა, რომ ირანი საფრთხეს ქმნის მთელ რეგიონი ცეცხლში გახვიოს. "ირანი რისკავს მთელი რეგიონი ცეცხლ

ირანის მოსალოდნელი თავდასხმის გამო, აშშ და ისრაელი ერთობლივი თავდაცვისთვის ემზადებიან - „სიენენი“

30 სექტემბერი, 2024 , 12:31

ირანის მოსალოდნელი თავდასხმის გამო, აშშ და ისრაელი ერთობლივი თავდაცვისთვის ემზადებიან. ამის შესახებ „სიენენი“ აშშ-ის მთავრობის წევრებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას. ამერიკული ტელეკომპანიის ცნობ