უკან

პოლიტიკა

25 იანვარი, 2017 12:05
font-size

ტრამპი ლტოლვილების ჩამოსვლაზე შეზღუდვების დაწესებას გეგმავს - როიტერი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, შეიძლება, ხელი მოაწეროს ბრძანებულებას, რომელიც მაჰმადიანური ქვეყნებიდან მიგრანტებისა და ლტოლვილების ჩამოსვლაზე შეზღუდვებს აწესებს. ინფორმაციას როიტერი ავრცელებს, იმიგრაციის საკითხებზე რამდენიმე მომუშავე ექსპერტზე დაყრდნობით.

ანონიმურ წყაროების ცნობით, შეზღუდვები ეხება სირიის, ერაყის, ირანის, ლიბიის, სომალის, სუდანისა და იემენის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეზღუდვას, აგრეთვე ტრამპი გეგმავს აშშ-ში თავშესაფრის მიღებაზე მონიტორინგის ჩატარებას.

როიტერი აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილება შეიძლება შეიზღუდოს კონგრესის მიერ, მაგალითად, თუკი საკანონმდებლო ორგანო თანხების გამოყოფაზე უარს იტყვის. ტრამპის გადაწყვეტილება შეიძლება სასამართლომაც შეაჩეროს, თუკი დოკუმენტს არაკონსტიტუციურად ჩათვლის.

დონალდ ტრამპმა თავის ტვიტერზე დაწერა, რომ „დღეს იქნება მნიშვნელოვანი დღე ნაციონალური უსაფრთხოებისთვის. გარდა ამისა ჩვენ კედელს ავაშენებთ“. მედიაში ვარაუდობენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა მექსიკის საზღვართან „დიდი კედლის“ მშენებლობის პროექტი იგულისხმა.

ანა მებურიშვილი

გიორგი გახარია ოპოზიციას - საბიუჯეტო ხარჯებზე, როდესაც საუბრობთ, შემიძლია გასწავლოთ სად რა ინფორმაცია ნახოთ

29 მაისი, 2020 , 19:11

საბიუჯეტო ხარჯებზე, როდესაც საუბრობთ და, როდესაც ამბობთ, რომ ვეძებთ, არ გვაძლევენ ინფორმაციას, შემიძლია გასწავლოთ სად რა ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ. ნაწილობრივ მართლები ხართ, ოღონდ, როდესაც ამბობთ უნდა დამეთანხმოთ ერთ რა

გიგა ბოკერია გიორგი გახარიას: მაინცდამაინც მეუფე იაკობივით უნდა დაგამცირონ და გაგლანძღონ, რომ ცოტა პატივისცემა ისწავლოთ პარლამენტის?

29 მაისი, 2020 , 16:45

„ დღეს დილიდან რაღაცა კიდევ უფრო ახალი ტონი შეარჩიეთ პარლამენტის შეურაცხყოფის? თქვენთვის დრო არ მაქვს, აქ ნუ გამაცდენთ ამ კითხვებზე და პასუხებზე, ძალიან მაინტერესებს, ვინ წაგახალისათ ამისთვის? მაინცდამაინც მეუფე ია

ჩვენი ქვეყანა ჯალათს არ იმსახურებს პრემიერ-მინისტრად - თინა ბოკუჩავა

29 მაისი, 2020 , 15:57

ჩვენი მომავალი თაობა თქვენ არ გიმსახურებს. ეს კარგად დაიმახსოვრეთ! თქვენ ვერასოდეს ჩამოირეცხავთ თვალთხარია გახარიას სახელს და იმ მისამღერს ვერასოდეს დაავიწყებთ ახალგაზრდებს, რომელიც თქვენ მოგიძღვნეს,- ასე მიმართა „

პატივს ვცემთ პარლამენტს და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, აქ ვდგავართ და ამ კითხვებსაც გავცემთ პასუხს - გიორგი გახარია

29 მაისი, 2020 , 15:45

მოგესალმებით ბატონებო და ქალბატონებო, მივესალმები პარლამენტის წევრებს, დეპუტატებს, მოგესალმებით ბატონო თავმჯდომარევ. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ზუსტად ერთი დღით ადრე ვიდექით ამ ტრიბუნასთან და მაქსიმალურად გავეცით პასუხი ყველ

საქართველოში აშშ-ის საელჩო გამყოფ ხაზზე მიმდინარე პროცესისა და ლუგარის ცენტრის წინააღმდეგ მიმართული რუსეთის კამპანიის შესახებ განცხადებას ავრცელებს

27 მაისი, 2020 , 20:12

საქართველოში აშშ საელჩო ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე მიმდინარე ბორდერიზაციის პროცესისა და ლუგარის ცენტრის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის შესახებ განცხადებას ავრცელებს. „იმ ფონზე, როდესაც მსოფლიო ულოცავს საქართველოს

სალომე ზურაბიშვილი მონაკოს პრინცს ტელეფონით ესაუბრა

27 მაისი, 2020 , 17:46

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს მონაკოს პრინცს, ალბერ მეორეს ტელეფონით ესაუბრა. საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი პრინცის ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა, რადგან