მსოფლიო
ტრამპი თურქეთს ემუქრება
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თურქეთს ეკონომიკური განადგურებით ემუქრება იმ შემთხვევაში, თუ სირიიდან ამერიკული ჯარის გამოყვანის შემდეგ ოფიციალური ანკარა სირიელ ქურთებს დაესხმება თავს.
„დავიწყეთ სირიიდან ჯარის გამოყვანა, ამავდროულად საჰაერო დარტყმებს ვაყენებთ, ISIS-ის ნარჩენებს სხვადასხვა მიმართულებით...
ჩვენ გავანადგურებთ თურქეთს ეკონომიკურად თუ ის ქურთებს დაარტყამს. ასევე უნდა შეიქმნას უსაფრთხოების ზონა 20 მილის მანძილზე. ანალოგიურად არ მინდა ქურთებმა მოახდინონ თურქეთის პროვოცირება.
რუსეთი, ირანი და სირია ISIS განადგურების მიმართულებით აშშ-ის პოლიტიკის ყველაზე დიდი ბენეფიციარები არიან- ბუნებრივი მტრები. ჩვენც ვისარგებლეთ, მაგრამ ახლა დროა რომ ჩვენნი ჯარები სახლში დაბრუნდნენ. დაუსრულებელი ომები უნდა შეჩერდეს,“- წერს ტრამპი.