უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

25 სექტემბერი, 2017 17:10
font-size

ტრანსპლანტაციის პროგრამას ღვიძლის ტრანსპლანტაციის კომპონენტი დაემატება, რაც უამრავი ჩვენი მოქალაქის სიცოცხლის გადარჩენას ნიშნავს - კახა კალაძე

მომავალ წლებში, ჯანდაცვის მიმართულებით, ორი მუნიციპალური პროგრამა გაფართოვდება. ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დაავადებათა სკრინინგის პროგრამას დაემატება ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სკრინინგის, ხოლო ტრანსპლანტაციის პროგრამას - ღვიძლის ტრანსპლანტაციის კომპონენტი.

„ეს ბევრი ჩვენი მოქალაქის სიცოცხლის გადარჩენას ნიშნავს. თქვენ იცით, რომ ეს საკმაოდ ძვირადღირებული ოპერაციაა და გადავწყვიტეთ, რომ ის ადამიანები, ვისაც ეს ესაჭიროება, თბილისის მერიამ, მუნიციპალიტეტმა დააფინანსოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერობის კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ეფექტიან ფუნქციონირებაზე და აღნიშნა, რომ ავტოპარკი განახლდება.

„ვაპირებთ ავტოპარკის განახლებას და 70 ახალი სპეციალური ავტოსატრანსპორტო საშუალების შემოყვანას, რომელსაც ექნება პორტატული კომპიუტერი და ახალი საკომუნიკაციო სისტემა. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ოპერატიულობის გაზრდა. ეს პროექტი დაახლოებით 30 მილიონი ლარით დაფინანსდება” - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერობის კანდიდატის განცხადებით, მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის პროგრამების ადმინისტრირება სრულად ელექტრონული მართვაზე გადავა და მინიმუმამდე შემცირდება დაფინანსების მიღებისთვის საჭირო მოცდის პერიოდი.

„ჩვენ გვინდა, რომ შევქმნათ სპეციალური ვებ-პლატფორმა, რომლითაც ადამიანი სახლიდან გაუსვლელად ისარგებლებს. დღეს ინტერნეტთან ყველას მიუწვდება ხელი და შესაბამისად, შეუძლია მიწეროს კონკრეტულ ვებგვერდზე, რომელიც იქნება შექმნილი და შესაბამისად, რამდენიმე სააათში მიიღებს პასუხს იმ დახმარებასთან დაკავშირებით, რომელსაც მოითხოვს”, - განმარტა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, გაგრძელდება ჯანდაცვის სერვისების დაფინანსება გამგეობებისგან.

„ეს არის ოპერაციები, მედიკამენტების დაფინანსება და სხვა სამედიცინო კვლევები. უამრავი ადამიანი სარგებლობს ამ პროგრამებით და გვესმის თუ რამდენად მნიშვნელოვანია. გვესმის ისიც, რომ არსებობენ ადამიანები, ვისაც ჩვენი თანადგომა, ჩვენი გვერდში დგომა სჭირდება, შესაბამისად, ეს პროგრამები აუცილებლად გაგრძელდება“ - აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა გაიხსენა ჯანდაცვის რეფორმა, ხაზი გაუსვა 2012 წლიდან ჯანდაცვის პროგრამების განვითარებას და ჯანდაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

„ბატონი დავით სერგეენკო აქ არის და მადლობა მას, მადლობა ცენტრალურ ხელისუფლებას ამ რეფორმისთვის. ჩვენ გვახსოვს წლები, როდესაც უფულობის გამო, უსახსრობის გამო ადამიანები იღუპებოდნენ. იმის შესაძლებლობა არ ჰქონდათ, რომ ესარგებლათ ექიმისა და საავადმყოფოს მომსახურებით. ნამდვილად მეამაყება ის, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქე არის დაზღვეული და მილიონობით ადამიანმა ისარგებლა ამ პროგრამით” - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ცენტრალური მთავრობის მიერ განხორციელებული ჯანდაცვის პროგრამების გარდა, თბილისის მუნიციპალიტეტი ჯანდაცვის პროგრამებზე, მომავალ წელს, 15 მილიონ ლარს დახარჯავს.

სოციალური პოლიტიკის პრეზენტაციას ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების სპეციალისტები და სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საყურადღებო პაციენტები გვყავს, თანდათან უფრო დაიძაბა მუშაობა - მარინა ენდელაძე

6 აპრილი, 2020 , 20:07

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კლინიკაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 38 პაციენტი მკურნალობს. მისივე თქმით, მათგან ორ მესამედს ფილტვების

ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს

6 აპრილი, 2020 , 17:53

დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსით ეროვნული ბანკის 16 თანამშრომელია ინფიცირებული. ამის შესახებ ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. "საქართველოს ეროვნულ ბანკს, როგორც ქვეყნის მთავარ ფინანსურ ინსტიტ

თამბაქოს ინდუსტრია მღვრიე წყალში თევზის დაჭერას ცდილობს - „თამბაქოს კონტროლის ალიანსი“

6 აპრილი, 2020 , 17:45

არასამთავრობო ორგანიზაცია „თამბაქოს კონტროლის ალიანსის" განცხადებით, თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლებს სამართლებრივად არ გააჩნიათ სოციალური პასუხისმგებლობა, რადგან ამ ე.წ. ქველმოქმედებას იყენებენ თავიანთი კომპანი

60 წელზე ზევით მოსახლეობა და მოწყვლადი ჯგუფები შესაძლოა, პნევმოკოკის ვაქცინით აიცრან - ეკატერინე ტიკარაძე

6 აპრილი, 2020 , 17:00

სახელმწიფო მსჯელობს გეგმაზე, რომლის მიხედვითაც 60 წელს გადაცილებულები და ასევე, ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეები, შესაძლოა, პნევმოკოკის ვაქცინით აიცრან, - ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. ჯანდაცვის მინ

კვირის ბოლოსთვის საჯარო სერვისების გაცემა, პრაქტიკულად, სრულად გადავა დისტანციურ რეჟიმზე - იუსტიციის მინისტრი

6 აპრილი, 2020 , 17:00

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი უწყებების მიერ საჯარო სერვისების მიწოდების აღდგენის შესახებ გააკეთა გან

ცხოველები ამ ეტაპზე არ ავადობენ კოვიდ 19-ით და საშიშროებას არ წარმოადგენენ

6 აპრილი, 2020 , 17:00

ამ ეტაპზე შინაური ცხოველები კორონავირუსით არ ავადდებიან და ისინი საზოგადოებისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს საზოგადოებისთვის. ამის შესახებ საქართველოს წვრილი ცხოველების ვეტერინართა ასოციაციის პრეზიდენტმა, ვეტერინარმა მა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`