უკან
უახლესი ამბები
არქივი
საზოგადოება
14 აგვისტო, 2018 13:35
ტრაპიზონში მომხდარი ავარიის შედეგად საქართველოს სამი მოქალაქე დაშავდა
თურქეთში, ტრაპიზონში გამთენიისას მიკროავტობუსი ქართული სანომრე ნიშნით ავარიაში მოჰყვა, რის შედეგად საქართველოს სამი მოქალაქე დაშავდა.
დაშავებულები ტრაპიზონის საუნივერსიტეტო კლინიკაში არიან გადაყვანილი. დანარჩენებმა მიიღეს მსუბუქი დაზიანებები და მათ გაეწია სასწრაფო დახმარება.
ავტომანქანას საქართველოს 21 მოქალაქე, სეზონზე დროებით მომუშავე მუშები გადაჰყავდა.
მიკროავტობუსის მძღოლი დაკავებულია და დროებითი მოთავსების იზოლატორშია მოთავსებული.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ადგილზე საქართველოს გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები იმყოფებიან.