უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

15 აგვისტო, 2018 12:40
font-size

ტრაპზონში დაშავებული საქართველოს მოქალაქეები ისევ საავადმყოფოში რჩებიან

ტრაპზონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული საქართველოს სამი მოქალაქე მკურნალობას განაგრძობს. დაშავებული ცოლ-ქმრის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა, ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩებიან, ხოლო მამაკაცი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

მესამე მოქალაქე მუნიციპალურ საავადმყოფოშია მოთავსებული, მას გუშინ გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და დღეს პალატაში გადაიყვანენ, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

საქართველოს გენერალური კონსულის, ავთანდილ მიქაცაძის განცხადებით, დღეს ტრაპზონში აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე ჩავა და დაშავებულებს მოინახულებს.

მისივე ინფორმაციით, გუშინ მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი გაიმართა.
მიკროავტობუსის მძღოლი, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები გადაჰყავდა, დარბაზიდან გაათავისუფლეს, თუმცა საგამოძიებო პროცესები გრძელდება.

„არცერთმა საქართველოს მოქალაქემ არ გამოხატა საჩივრის სახით რაიმე პრეტენზია. მძღოლი სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს, თუმცა გამოძიება გრძელდება. 17 მოქალაქე სარეზერვო მიკროავტობუსით უკვე დაბრუნდა საქართველოში. გუშინ, მთელი დღის განმავლობაში ხაზზე ვიყავით აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან და ვაწვდიდით ინფორმაციას დაშავებულთა მდგომარეობის შესახებ, დღეს ჩამოვა აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და ერთად ვინახულებთ დაშავებულებს“, - განაცხადა მიქაცაძემ.

გუშინ გამთენიისას მიკროავტობუსი ქართული სანომრე ნიშნით ავარიაში მოჰყვა, რის შედეგად საქართველოს სამი მოქალაქე დაშავდა.

ავტომანქანას საქართველოს 21 მოქალაქე, სეზონზე დროებით მომუშავე მუშები გადაჰყავდა.

ერთ-ერთი ვერსიით, მძღოლს საჭესთან ჩაეძინა, თუმცა სხვა ვარაუდით, ის ტელეფონით საუბრობდა, რა დროსაც საჭის დამორჩილება ვერ მოახერხა.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა

23 აპრილი, 2024 , 15:39

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს.  ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, კომპანია ჯითექსმა,  გლობალური ბრენდის,  KIABI - ის პირველი ფილიალი, East Point - ში გახსნა. პროექტის ჯამ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი