უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

21 ივნისი, 2017 14:55
font-size

ტრენინგი „ფინანსური განათლება“ ჯარში დაიწყო

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ტრენერების ტრენინგი „ფინანსური განათლება ჯარში“ დაიწყო. ტრენინგის მიზანს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ფინანსური განათლების კუთხით ცნობიერების ამაღლება და ფინანსურ ვალდებულებებთან, ფინანსების გონივრულად მართვასთან დაკავშირებით, საჭირო უნარების განვითარება წარმოადგენს. ტრენინგის შედეგად, სამხედრო მოსამსახურეები ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობის სწორ ფორმებს შეისწავლიან.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტრენინგის პირველი ეტაპი კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში იმართება. კურსი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ზაალ კაპანაძემ გახსნა, პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პარტნიორებს თავდაცვის სამინისტროს სახელით მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ტრენინგის მონაწილეებს სიტყვით საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, მურთაზ კიკორიამ და საქართველოში გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის რეგიონულმა დირექტორმა, ანია დაინცერმა მიმართეს, მონაწილეებს წარმატებები უსურვეს და აღნიშნულ პროექტში მათი ორგანიზაციების ჩართულობასა და როლზე ისაუბრეს.

ღონისძიებას საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი, დანიელ ჰაასი დაესწრო, რომელმაც ყურადღება ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა და საქართველოსა და გერმანიას შორის თავდაცვის სფეროში არსებულ მჭიდრო კავშირზე ისაუბრა. გამომსვლელებმა პროექტის განხორციელების პროცესში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროსა და გერმანიის საელჩოს მხარდაჭერა ხაზგასმით აღნიშნეს.

ღონისძიებაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები და საქართველოში გერმანიის თავდაცვის ატაშე,ვ იცე-პოლკოვნიკი ფრანც იოსებ ნოლტე იმყოფებოდნენ.

ტრენინგში მონაწილეობას 85 სამხედრო და სამოქალაქო პირი იღებს. მსმენელები ოთხ ჯგუფად განაწილდებიან და სამი დღის განმავლობაში მნიშვნელოვან ინფორმაციებს პროფესიონალი ტრენერებისგან მიიღებენ. მონაწილეებს შორის შეიარაღებული ძალების ის წარმომადგენლები არიან შერჩეულები, რომლებსაც მოგვიანებით, კოლეგებისთვის ტრენინგების ჩატარებისა და ცოდნის გაზიარების შესაძლებლობა ექნებათ.

პროექტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ეროვნულ ბანკსა და „გერმანული შემნახველი ბანკების ფონდ საერთაშორისო თანამშრომლობისთვის“ შორის არსებული სამმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, „გერმანული შემნახველი ბანკების ფონდ საერთაშორისო თანამშრომლობისთვის“ დაფინანსებით განხორციელდა. ტრენინგს ეროვნული ბანკისა და გერმანული მხარის მიერ შერჩეული კვალიფიციური ტრენერები უძღვებიან.

როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტია, ჰყავდეს განათლებული, ინტელექტუალურად განვითარებული, მოაზროვნე ჯარისკაცი. უწყების ხელმძღვანელობა სამხედრო მოსამსახურეების პროფესიული დონის ამაღლებასა და სხვადასხვა მიმართულებით ცნობიერების გაზრდაზე რეგულარულად ზრუნავს.

საკვანძო სიტყვები:

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი