~თრიალეთი~: გადამღებ ჯგუფს უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია ძალის გამოყენებით დაატოვინეს
10.05.2012 18:41
ტელეკომპანია `თრიალეთის~ ცნობით, დღეს გორში, `ვანო მერაბიშვილის პირადი ბრძანებით~ ტელეკომპანია "თრიალეთის" გადამღებ ჯგუფს უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია ძალის გამოყენებით დაატოვინეს.
`"თრიალეთი" ინფორმაციის მოპოვებას ცდილობდა თუ რას უკავშირდებოდა ორი დღის განმავლობაში მერაბიშვილის გორში მედიისთვის დახურული შეხვედრები.
კითხვის დასმისთანავე, მერაბიშვილმა საკუთარ დაცვას მიმართა: "მომაშორეთ "თრიალეთი"!", რის შემდეგაც, დაცვის წევრებმა, შიდა ქართლის გუბერნატორის და სხვა წარმომადგენლების თანდასწრებით, ჟურნალისტი ლელა ლობჟანიძე ძალის გამოყენებით გაიყვანეს ტერიტორიიდან.
მივმართავთ სახალხო დამცველს, საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებს, დიპლომატიურ კორპუსს, უფლებადამცველ ორგანიზაციებს, მედია გაერთიანება "სოლიდარობა მედიის თავისუფლებისათვის", რომ გასწიონ მონიტორინგი "თრიალეთის" ზეწოლის ფაქტებზე, რადგანაც, როცა უკვე ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი პირადად ახდენს ზეწოლას თავისუფალ მედიაზე, ძალის გამოყენებით ხელს უშლის ჟურნალისტს მუშაობაში, ამ დროს სიტყვის თავისუფლებას და ტელეკომპანიის არსებობას საფრთხე ემუქრება~, _ ნათქვამია ~თრიალეთის~ განცხადებაში..




















