უკან

მოზაიკა

28 თებერვალი, 2019 11:20
font-size

თრომბი - სიმპტომები და მისი პრევენცია

სისხლი სისხლძარღვებში გარკვეული წნევით გადაადგილდება. ეს პროცესი დამოკიდებულია გულის კუნთის შეკუმშვის უნარზე, სისხლძარღვების ტონუსზე და მასში განვითარებულ წნევაზე, სისხლძარღვების შიდა ზედაპირის მდგომარეობაზე, სისხლის კომპონენტების თავისებურებასა და შედედების უნარზე.

თრომბი არის სისხლის შენადედი, რომელიც ჩნდება სისხლძარღვებში და აფერხებს სისხლის მოძრაობას.

თრომბის განვითარების შესაძლებლობა იზრდება:

თუ გულის კუნთის ტონუსი დაქვეითებულია და სისიხლი, შესაბამისი სიჩქარით არ მოძრაობს სისიხლძარღვებში

თუ სისხლძარღვების ტონუსი და ელასტიურობა დაქვეითებულია რაიმე მიზეზით, სისხლი შესქელებულია ან მომატებულია შედედების უნარი.

თრომბი ხშირ შემთხვევაში დიდ საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. ამიტომ, აუცილებელია მისი სიმპტომების დროულად ამოცნობა, რადგანაც იგი შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა ორგანოში, თითოეულ მათგანს კი - განსხვავებული სიმპტომები გააჩნია.

გულისა და მსხვილი სისხლძარღვების თრომბოზის დროს დამახასიათებელია:

ტკივილი გულის არეში

არითმია

სიკვდილის შიში

ფილტვის სისხლძარღვთა თრომბოზის დროს:

ძლიერი ტკივილი გულმკერდის არეში

სუნთქვის უკმარისობა

შესაძლებელია თან ერთვოდეს სისხლიანი ხველა

ნაწლავთა სისხლძარღვების თრომბოზის შემთხვევაში:

მწვავე ტკივილი მუცლის არეში

ღებინება

მუცლის დაჭიმულობა

კიდურების სისხლძარღვთა თრომბოზის დროს:

ტკივილი და სიმძიმის შეგრძნება ქვემო კიდურებში, რომელიც შეიძლება იყოს მწვავე ან ყრუ

კოჭლობა

კიდურების შეშუპება

უსიამოვნო შეგრძნება ბარძაყის შიდა ზედაპირებზე

ვენების ამობერვა და რელიეფურობა, ე.წ. ზედაპირული ვენების თრომბოზი.

თქვენი ინფორმაციისათვის, ჩვენთან შეგიძლიათ ჩაიტაროთ სკლეროთერაპია, რომელიც წარმოადგენს მცირედ ინვაზიურ პროცედურას და გამოიყენება ვენური და ლიმფური სისტემის დაავადებების, ასევე სისხლძარღვოვანი ახალწარმონაქმნების მკურნალობისათვის.

თავის ტვინის სისხლძარღვების თრომბოზის შემთხვევაში:

ფსიქიკური პროცესების დარღვევა (აღგზნება, მოდუნება, გონების დაკარგვა)

თავის ტკივილი

სხეულის გარკვეული არეების მგრძნობელობის მოშლა.

იმისთვის, რომ შეამციროთ თრომბის განვითარების საშიშროება:

დაკავდით ვარჯიშით

დაუთმეთ სპორტს მინიმუმ 30 წუთი დღეში. სირბილი, ველოსიპედით გასეირნება, ცურვა და ცეკვა საუკეთესო საშუალებებია თრომბის რისკის შესამცირებლად.

მიიღეთ საკმარისი რაოდენობით წყალი

აუცილებელია, მიიღოთ დღეში 1.5-2.5 ლიტრი წყალი.

იკვებეთ სწორად

თრომბის თავიდან ასაცილებლად, მიიღეთ ისეთი საკვები, რომელიც სისხლს ათხევადებს. ასეთებია: მწვანე ჩაი, ალუბალი, ბოსტნეული, ზღვის პროდუქტები.

თრომბის რაიმე სიმპტომის აღმოჩენის შემთხვევაში მოგვმართეთ. ჩვენს კლინიკაში შესაბამისი სპეციალისტები გაგიწევენ მკურნალობას.

წყარო: ქართულ-ამერიკული კლინიკა

გოლფში პირველი ეროვნული ჩემპიონატი საზეიმოდ გაიხსნა

18 მაისი, 2019 , 17:20

გოლფში საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატი დღეს, 18 მაისს, საზეიმოდ გაიხსნა. პირველი სიმბოლური დარტყმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ შეასრულა, რის შემდეგაც ასპარეზობაში ჩემპიონატის მონაწილეები ჩაერთნ

ელდარ შენგელაიასა და თამაზ მელიავას ფილმი `თეთრი ქარავანი` 55 წლის შემდეგ კანის კინოფესტივალზე დაბრუნდა

18 მაისი, 2019 , 12:05

ფილმის პრემიერა კანში 1964 წელს მთავარ საკონკურსო პროგრამაში შედგა. მაშინ საბჭოთა ცენზურის გამო კინოფესტივალზე ფილმის შემქმნელები ვერ გაემგზავრნენ. წელს კი ფილმის ჩვენებას "თეთრი ქარავანის" რეჟისორი ელდარ შენგელაია იმედო

მასტერ მაზერატის მართვის კურსები, ადამიჩის პილოტების გუნდთან ერთად 20 წლის იუბილეს აღნიშნავს

8 მაისი, 2019 , 16:19

მასტერ მაზერატის მართვის კურსები დაიწყო. წლის განმავლობაში, იტალიაში ვარანო დე’ მელეგარის ტრასაზე 7 ნოემბრის ჩათვლით, 11 ღონისძიება გაიმართება. 2019 წელს, სამკაპის სახლი, ადამიჩის პილოტებთან პარტნიორობით მასტერ მაზ

ვითიბი ბანკის თასზე საცხენოსნო ტურნირი გაიმართება

2 მაისი, 2019 , 15:20

ვითიბი ბანკის მხარდაჭერით, 3, 4 და 5 მაისს, 15:00 საათზე, თბილისის იპოდრომზე (ლისის ტბა), გაიმართება მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი - VTB CUP 2019. შეჯიბრში წარმოდგენილი იქნება წინაღობათა გადალახვა. მონაწილეობას მიიღ

როგორ გაახარა ნინი გოგიჩაიშვილმა პატარა ონკო-პაციენტები?

26 აპრილი, 2019 , 13:13

სილამაზის ფესტივალის “მის საქართველოს“ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება ქველმოქმედებაა, რომელიც პროექტის “სილამაზე სიკეთისათვის” ფარგლებში ხორციელდება. ყოველწლიურად “მის საქართველო

BENTLEY TBILISI განსაკუთრებული ღონისძიება 19 აპრილს თბილისში გაიმართა

22 აპრილი, 2019 , 15:00

-განსაკუთრებული გარემო სტუმრებისთვის, თბილისში.   -ბენტლის იუბილე: 100 ექსტაორდინარული წელი 19 აპრილს გამართულ ღონისძიებაზე, ბენტლი თბილისმა საქართველოში მცხოვრები მდიდრული საავტომობილო ბრენდის მოყვარულებს შესთავაზა