უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

25 დეკემბერი, 2017 14:40
font-size

ცაბაძის ქუჩაზე ხანძრის შედეგად დაშავებულ ქალს სხეულის 40 პროცენტი, ხოლო მამაკაცს 20 პროცენტი აქვს დამწვარი

თბილისში, ცაბაძის ქუჩაზე ხანძრის შედეგად დაშავებულების მდგომარეობა ამ დრომდე მძიმე რჩება.

დაშავებული 59 წლის ქალი და 29 წლის მამაკაცი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან.

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, ქალს სხეულის 40 პროცენტი, ხოლო მამაკაცს 20 პროცენტი აქვს დამწვარი.

,,ქალს დამწვრობა სახეზე, ასევე ზემო და ქვედა კიდურებზე აქვს, ხოლო მამაკაცს დამწვრობა ზურგისა და თავის მიდამოებში აღენიშნება“,- განაცხადა ქაშიბაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში.

მისივე თქმით, ორივე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და მიღებული დამწვრობა სიცოცხლისთვის სახიფათოა.

ცნობისათვის, გიორგი ცაბაძის ქუჩაზე ცეცხლი საცხოვრებელ ბინაში წუხელ გაჩნდა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო.

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი