პოლიტიკა
„წადი, თორემ დაგამტრევ ამას თავზე“ - 100-წლიანი მუხასა და 85-წლიანი მაგნოლიას სამეგრელოდან ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში გადაიტანენ (ვიდეო)
ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკს 100-წლოვანი მუხა და 85-წლიანი მაგნოლია დაემატებიან. ხეებს სამეგრელოდან გადაიტანენ. - ამის შესახებ „კურიერი“ იუწყება.
ხეების გადასატანად გზა გაჰყავთ ზუგდიდში, სამუშაოებს კი ბიუჯეტიდან აფინანსებენ.
ჟურნალისტების გამოჩენამ ხეების გადაზიდვაზე მომუშავე თანამშრომლები გააღიზიანა. „კურიერის“ ჟირნალისტსა და ოპერატორს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ასევე გადაღებაში ხელს უშლიდნენ.
„წადი, თორემ დაგამტრევ ამას თავზე“, -უთხრეს ჟურნალისტს.
გადაზიდვას კომპანია „არივისივი“ ახორციელებს. კომპანიის ხელმღვანელის, ნუკრი ხასიას თქმით, სამუშაოები კანონის ფარგლებში მიმდინარეობს.
„კანონის დაცვით ვმოქმედებთ, გვაქვს ხელშეკრულება დადებული და ვასრულებთ იმ სამუშაოებს, რაც ჩვენ გვაკისრია“, -განაცხადა ხასიამ.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
იცნობთ თუ არა რომელიმე დემოკრატიულ ქვეყანას მთელს სამყაროში, სადაც ფასების რეგულაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახდენს? ასეთი ქვეყანა უბრალოდ არ არსებობს - ნუგზარ წიკლაური
23 იანვარი, 2026 , 10:38
ამერიკული ადმინისტრაცია იმეორებს იმ ყველაფერს, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით განსაკუთრებით 2022 წლის დასაწყისიდან მოყოლებული, რასაც საუბრობენ ისინი ევროპასთან დაკავშირებით, უბრალოდ ჭეშმარიტებაა და ამიტომ არის სრული თანხვედრა - ირაკლი კობახიძე
23 იანვარი, 2026 , 09:49
ვფიქრობ, არსებობს სივრცე ფასების შემცირებისთვის, სერიოზული სამუშაოა ამისთვის ჩასატარებელი, ამაში დაგვეხმარება პარლამენტიც, აპრილის ბოლომდე ეს პროცესი უნდა დასრულდეს - ირაკლი კობახიძე
23 იანვარი, 2026 , 09:46
ოპოზიცია არ იცავს ბიზნესს, სინამდვილეში იცავს მაღალ ფასებს, ფიქრობენ, რომ თუ ფასები იქნება მაღალი, მოსახლეობის კმაყოფილების დონე იქნება შედარებით დაბალი და ამაში ხედავენ შანსს - ირაკლი კობახიძე
23 იანვარი, 2026 , 09:19
ჩვენ განსაკუთრებით ვდარდობთ ევროპაზე, რადგან ჩვენი თავი მიგვაჩნია ევროპული სივრცის ბუნებრივ ნაწილად და ვხედავთ, რომ ევროპა და ევროკავშირი გადის ძალიან მძიმე პროცესებს - ირაკლი კობახიძე
23 იანვარი, 2026 , 09:14
ჩვენ არა მარტო პოლიტიკოსებთან ვართ მზად დისკუსიებისთვის, არამედ საზოგადოების წარმომადგენლებთანაც - ირაკლი კობახიძე
23 იანვარი, 2026 , 09:09


