უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

28 ოქტომბერი, 2020 17:10
font-size

წაგების მოლოდინში `ოცნება` ყოველდღიურად კარგავს სახეს -სალომე სამადაშვილი კობახიძის ბრალდებებზე

"ნაცინალური მოძრაობის" წევრი, სალომე სამადაშვილი, “ქართული ოცნების “ აღმასრულებელი მდივანის, ირაკლი კობახიძის განცხადებებს ეხმიანება, რომელშიაც კობახიძე ამბობს, რომ "რადიკალური ოპოზიცია" შეიარაღებული ამბოხების სცენარს განიხილავს და იკვლევს, რა რეაქცია ექნება ამაზე ხალხს.

სამადაშვილის თქმით, "ოცნება" დამარცხების მოლოდინში "ყოველდღიურად კარგავს სახეს" და ცდილობს, ხალხი დააშინოს, რათა სულ უფრო ნაკლები ადამიანი მივიდეს 31 ოქტომბრის არჩევნებზე.

"ტრადიციულად, წინასაარჩევნოდ ოპოზიციას ადანაშაულებენ კანონსაწინააღმდეგო ქმედების დაგეგმვაზე. მე მინდა ავხსნა, რას ნიშნავს ირაკლი კობახიძის დღევანდელი ბრიფინგი. ჩვენ ვხედავთ, რომ "ოცნება" არჩევნებს აგებს და წაგების მოლოდინში ყოველდღიურად კარგავს სახეს. სასაუბროდაც აღარავინ დარჩათ, გარდა ოდიოზური ფიგურებისა, როგორებიც არიან კობახიძე, წულუკიანი... პარტიის უკანასკნელი მხარდამჭერებიც კი ტოვებენ მათ რიგებს. მინდა, საზოგადოებას ავუხნსა, რომ ოცნების მიერ დაქირავებული კოორდინატორებიც კი აღარ გეგმავენ მათ მხარდაჭერას", - ამბობს სალომე სამადაშვილი.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ არჩევნებს მმართველი გუნდი დამაჯერებლად მოიგებს, ამის გამო კი ოპოზიცია დესტრუქცული ქმედებებისთვის ემზადება. ეს განცხადება ირაკლი კობახიძემ დღეს, 28 ოქტომბერს, პარტიის ოფისში, სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა.

`ქამრების შემოჭერა`, პირველ რიგში, უნდა დაიწყოს მთავრობამ და საჯარო სამსახურმა - სერგი კაპანაძე

27 ნოემბერი, 2020 , 14:20

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის სერგი კაპანაძის განცხადებით, როდესაც ქვეყანაში მძიმე ეკონომიკრი მდგომარეობაა „ქამრების შემოჭერა“, პირველ რიგში, მთავრობამ და საჯარო სამსახურმა უნდა დაიწყოს.

არანაირ კავშირში არ არის არჩევნების ლეგიტიმურობა და დაფინანსება - ზაალ უდუმაშვილი

26 ნოემბერი, 2020 , 17:45

არჩევნების ლეგიტიმურობის აღიარება და პარტიების დაფინანსების საკითხი ერთმანეთთან კავშირში არ არის, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერიმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა. „არანაირ კავშირში

პარლამენტის ბოიკოტირება და საბიუჯეტო დაფინანსების აღება ერთმანეთთან შეუთავსებელია, ირიბი ლეგიტიმაციაა არჩევნების შედეგების - ზურაბ ჯაფარიძე

26 ნოემბერი, 2020 , 11:40

პარლამენტის ბოიკოტირება და საბიუჯეტო დაფინანსების აღება ერთმანეთთან შეუთავსებელია, ირიბი ლეგიტიმაციაა არჩევნების შედეგების, - ამის შესახებ "გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს. ამით ჯაფარიძე პარტიების ცესკ

მუშავდება საკომპენსაციო პაკეტი - ნათია თურნავა

25 ნოემბერი, 2020 , 14:50

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას ინფორმაციით, მუშავდება საკომპენსაციო პაკეტი, რომელიც როგორც მოქალაქეებს, ასევე იმ დარგებს შეეხება, რომელთა წერტილოვანი შეზღუდვაც შეიძლება საჭირო გახდეს. თურნავას თქმით, მთავრობის სურვ

ჩემი გადადგომის საკითხი არც კი განხილულა - ეკატერინე ტიკარაძე

24 ნოემბერი, 2020 , 14:40

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ის თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. აღნიშნულით ტიკარაძე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას მისი თანამდებობიდან წასვლის შესახებ. „თანამდებობის დატოვებას არ ვა

ადამიანების ჰოსპიტალიზაცია გართულებულია, საწოლები გადავსებულია - მაია ბუწაშვილი

23 ნოემბერი, 2020 , 17:20

სამწუხაროდ, ყველა რეკორდი მოვხსენით, გაზაფხულზე ამას არავინ ელოდა, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ეთერში ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა დღევანდელ ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა. „სტატისტიკა მართლაც