უკან

სამართალი

22 აგვისტო, 2019 10:48
font-size

წალენჯიხაში 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 3 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს.

როგორც „მედიანიუსს“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან აცნობეს, უკანონო საამქროებიდან, ჯამში, 11 ერთეული წიწვოვანი სახეობის მორი და 5 მ3-მდე წიწვოვანი სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარია ამოღებული.

უწყების ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სოფელ მუჟავაში, ჭალესა და დაბა ჯვარში, ჯამში 4 ერთეული ლენტური და ცირკული ტიპის სახერხი დანადგარი დალუქეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტებზე , სისხლის სამართლის კოდექსის 287-ე პრიმა მუხლით აწარმოებს.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ორი ფაქტი გამოვლინდა

14 ნოემბერი, 2019 , 11:10

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესი

თბილისის ზღვაზე ნაპოვნი მამაკაცის მკვლელობის საქმეზე ბექა კვიციანი დააკავეს

14 ნოემბერი, 2019 , 10:35

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისის ზღვაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გახსნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების განმარტებით, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ბრალდებულმა ბექა კვიციანმა თბილისის ზღვის შემ

შსს-მ სანდრო ბრეგაძის მიერ სახალხო დამცველის ოფისში განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

13 ნოემბერი, 2019 , 11:50

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველომ, 12 ნოემბერს მოძრაობა „ქართული მარშის" ლიდერის - ალექსანდრე (სანდრო) ბრეგაძის მიერ სახალხო დამცველის ოფისში განხორციელებულ ქმედებ

თბილისის პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და განზრახ უკანონო დაკავების ფაქტზე კუდ-ის თანამშრომლები დააკავა

12 ნოემბერი, 2019 , 14:50

თბილისის პროკურატურამ სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და განზრახ უკანონო დაკავების ფაქტზე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები დ.ქ. და ი.გ. ბრა

უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე ერთი პირი ამხილეს

12 ნოემბერი, 2019 , 11:10

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე ერთი პირი ამხილეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაა

დააკავეს დედა, რომელიც შვილებს მოწყალების შეგროვებას აიძულებდა

12 ნოემბერი, 2019 , 11:10

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისში არა