უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

12 დეკემბერი, 2019 15:00
font-size

წალკაში ყაჩაღობისა და მკვლელობის ფაქტი გახსნილია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წალკაში ყაჩაღობისა და მკვლელობის ფაქტზე, ორი პირი: 1979 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი მ.შ. და 1993 წელს დაბადებული ნ. ბ. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ არწივანში, ღამით, ყაჩაღურად თავს დაესხნენ 1934 წელს დაბადებულ ა.ა.-ს საცხოვრებელ სახლს და მას ფული მოსთხოვეს.

„წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ, ერთ-ერთმა თავდამსხმელმა ა.ა.-ს ბლაგვი საგნის გამოყენებით თავის არეში დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა მ.შ. წალკაში, ნ. ბ. კი რუსთავში დააკავეს. მ.შ.-ს ბრალი ედება განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში, ნ.ბ.-ს კი – ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლისა და და 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ბ“ ქვეპუნქტებით.

დანაშაულები 8-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

სასამართლომ ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი განუხილველად დატოვა

17 იანვარი, 2020 , 16:23

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მოსარჩელეების ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი, მოპასუხეების ქიბარ ხალვაშისა და პაატა კარსანიძის მიმართ წილის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, საჯა

სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში დატოვა

16 იანვარი, 2020 , 15:11

თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის საქმის განხილვა გაიმართა. სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეები, ორი გამომძიებელი და შსს-ის პრესს

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების უკანონო შენახვა-გავრცელებისა და შემაკავებელი ორდერის დარღვევის ბრალდებით შიდა ქართლში ერთი პირი დააკავეს

16 იანვარი, 2020 , 12:25

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული თ.გ. პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ

მსჯავრდებულმა ჯანაშიამ კალანდიას წინააღმდეგ ჩვენება მისცა -პროკურორი

15 იანვარი, 2020 , 17:50

თბილისში, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობისთვის, მიხეილ კალანდიას სისხლის სამართლის საქმეზე მსჯავრდებული გიორგი ჯანაშია დაიკითხა, რომელმაც მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ ჩვენება მისცა. ამის შესახებ პროკურორ

სასამართლოს მეგობრის მოსაზრება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების საქმესთან დაკავშირებით

15 იანვარი, 2020 , 17:25

2020 წლის 9 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველმა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის (ფულის გათეთრების) ბრალდების საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმარ

პოლიციამ მეუღლეზე ძალადობის, თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით მამაკაცი დააკავა

15 იანვარი, 2020 , 16:35

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული ა.რ. მოსამართლის განჩინე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`