უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

21 მარტი, 2017 14:30
font-size

ცალსახად იმის თქმა, რომ კანონი დაირღვა, საფუძველსაა მოკლებული - თბილისის მერი

თბილისის მერი დავით ნარმანია საიას კვლევას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმა, ზვიად ნაზღაიძე 13-14 ივნისის სტიქიის დროს არ დაზარალებულა და მას 5001 კვ.მ. უძრავი ქონება უსაფუძვლლოდ გადაეცა.

ნარმანიას თქმით, კვლევა საფუძველსაა მოკლებული და ამ საკითხზე გამოძიება მიმდინარეობს. მან ასევე აღნიშნა, რომ საიას შეფასებას არასამთავრობოთა ნაწილი არ ეთანხმება.

„მნიშნველოვანია ის, რომ არსებობს სხვა ალტერნატიული მოსაზრებებიც არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ამ საკითხთან დაკავშირებით, ამიტომ, ასე ცალსახად თქმა იმისა, რომ დაირღვა კანონმდებლობა, ჩემი აზრით, რეალურ საფუძველს მოკლებულია. როგორც იცით, ერთი მხრივ, ჩვენ ძალიან სიღრმისეულად ვიცნობთ საკითხს და ღრმად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ყველაფერი წესებისა და პროცედურების დაცვით გავაკეთეთ. მეორე მხრივ, თუკი ვინმეს ეჭვი ეპარება, მიმდინარეობს საგამოძიებო პროცესი და გამოძიებაც თავისას იტყვის. გამოძიებას აქვს თავისი ვადები, წესები, პროცედურები, რაც საპროცესო კანონმდებლობიდან გამომდინარეობს. ასე, რომ მისი დაჩქარების მოთხოვნა ქალაქის მერიის მხრიდან არარეალურია“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

გუშინ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა აოსციაციამ კვლევის პრეზენტაცია გამართა სახელწოდებით „28-ჯერ უფრო ძვიურად ჩამორთმეული ქონება“. საიას შეფასებით, ზვიად ნაზღაიძისათვის ქონების ჩამორთმევისა და პირდაპირი მიყიდვის პროცედურები დარღვევებით ჩატარდა, რომლის გამო ამ საქმით სამართალდამცავი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ. მათივე თქმით, შესაძლოა მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეების ბრალეულობის საკითხიც დადგეს.

ანა მებურიშვილი

საგარეო საქმეთა სამინისტროში საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისათვის შექმნილი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა

17 ნოემბერი, 2018 , 17:25

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისათვის შექმნილი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა. სპეციალური სამსაფეხურიანი სახელმძღვანელო, რომელიც მშობლიური ენის სწავლებასთან ერთად მო

ირლანდიაში ყოველწლიური სემინარი „საქართველოს ევროპული გზა“ გაიმართა

17 ნოემბერი, 2018 , 16:55

2018 წლის 16 ნოემბერს, დუბლინში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ევროკომისიის წარმომადგენლობისა და ევროპარლამენტის საინფორმაციო ოფისის შენობაში - ევროპის სახლში (Europe House) გაიმართა ყოველწლიური სემინარი „საქართ

დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის კლების ტენდენცია გამოიკვეთა, რაც ნიშნავს, რომ ცალსახად სწორი გზით მივდივართ - დავით სერგეენკო

17 ნოემბერი, 2018 , 16:00

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ გატარებული რეფორმის შედეგად ქვეყანაში დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის კლების ტენდენცი

ზემო ფონიჭალაში, აფეთქების ადგილზე სამძებრო სამუშაოებში მონაწილე მაშველებს ფულადი ჯილდო გადაეცემათ

17 ნოემბერი, 2018 , 16:00

ზემო ფონიჭალაში, აფეთქების ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში მონაწილე მაშველებს ფულადი ჯილდო გადაეცემათ, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, შალვა ხუ

ბოლო წლებში, საქართველომ მნიშვნელოვანი ძალისხმევა გაწია გარემოს დაცვისა და ბიომრავალფეროვნების აღდგენის სფეროში - ლევან დავითაშვილი

17 ნოემბერი, 2018 , 14:50

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ბაქოში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში „თანამშრომლობა საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების აღდგენის მიზნით" მიიღო მონაწილეობა. სიტყვით გამოსვლისას,

,,ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან დაზარალებული მეანაბრეების აქცია მიმდინარეობს

17 ნოემბერი, 2018 , 13:45

,,ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან საფინანსო კომპანია ,,საქართველოს“ მიერ დაზარალებული მეანაბრეების აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები უკვე მესამე კვირაა, ბიძინა ივანიშვილთან და კახი კალაძესთან შეხვედრა

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`