უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

29 აგვისტო, 2018 15:10
font-size

ცალსახად მგონია, რომ აფხაზეთის რეგიონის განვითარების გზა არის საქართველოსთან ერთად განვითარება - თამარ ჩუგოშვილი

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი გამოეხმაურა ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრის, სერგეი შამბას განცხადებას აფხაზეთში არსებულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ კრიზისზე.

ჩუგოშვილის თქმით, სიფრთხილეა საჭირო როგროც რეაგირების, ისე შამბას განცხადების კოენტირებისას.

დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ აფხაზეთის რეგიონის განვითარების გზა არის საქართველოსთან ერთად განვითარება.

„უპირველეს ყოვლისა, ეს განცხადებები ძალიან საყურადღებოა, მაგრამ ჩვენი მხრიდან დიდი სიფრთხილეა საჭირო, როგორც რეაგირების, ისე კომენტირების თვალსაზრისით. ჩვენი პოლიტიკა არის სამშვიდობო პოლიტიკა. ვცდილობთ, შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც აფხაზეთის რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობასაც ექნება საშუალება, განვითარდეს. ცალსახად მგონია, რომ აფხაზეთის რეგიონის განვითარების გზა არის საქართველოსთან ერთად განვითარება. რაც უფრო მეტად გაიაზრებს ამას მოსახლეობა, მთლიანად საქართველოს ტერიტორიისთვის, მათ შორის ოკუპირებული აფხაზეთისთვის ძალიან სასიკეთო იქნება“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების ამოცანა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება და ქვეყნის განვითარებაა.

„ჩვენი ამოცანაა, მშვიდობიანად მოვაგვაროთ კონფლიქტი, განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა მთლიანად, აფხაზეთის რეგიონის ჩათვლით და იმედია, რომ შესაბამისი სენტიმენტები გაჩნდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას შორისაც. სხვა განცხადებების გაკეთება იქნება რთული ამ ეტაპზე, რადგან დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ ამას. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ როგორც ჩანს, ასეთი განწყობები ჩნდება, რაც უზრუნველყოფს, იქ მცხოვრებმა მოსახლეობამ გაიაზროს, რომ საქართველოს გარეშე რეგიონი ვერ განვითარდება.

რუსეთი აფხაზეთს არ მისცემს განვითარების შესაძლებლობას, ამას მისცემს მხოლოდ საქართველო საქართველოს შემადგენლობაში“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

შამბამ ოპოზიციური ძალების ბლოკის შეკრებაზე განაცხადა, რომ აფხაზეთი ღრმა ეკონომიკურ და პოლიტიკურ კრიზისში იმყოფება და ამან შეიძლება რეგიონი დიდი ტრაგედიამდე მიიყვანოს.

„თუ უახლოეს პერიოდში ვერ გამოვალთ ამ კრიზისიდან, ისეთ უფსკრულში გადავცვივდებით, რომლიდანაც ვერ გამოვალთ. მაშინ რისთვის გვჭირდებოდა ეს ბრძოლა? რისთვის ჩავმარხეთ მიწაში ამდენი ძმა და მეგობარი? და ახლა, მას შემდეგ, რაც ჩვენ დამოუკიდებლობა მივიღეთ, ჩვენ შევქმენით სახელმწიფო , რომელიც ჩვენს ისტორიაში არასდროს არ ყოფილა. ჩვენ ვსაუბრობთ აფხაზეთის სამეფოზე, აფხაზეთის სამეფო ბიზანტიას ექვემდებარებოდა, აფხაზი მეფეები იქიდან იღებდნენ ნებართვას, ტიტულებს. ჩვენ მივიღეთ დამოუკიდებლობა, რომელიც არასდროს არ გვქონია და რომლითაც ვერ განვაგებთ, რადგან სახელმწიფოს სათავეში არის უუნარო ხალხის გროვა, რომელსაც არ შეუძლია მართვა და წასვლა არ სურს.


ჩვენ ყველა დამნაშავეები ვართ, უპირველეს ყოვლისა, მე, რომ ისინი მოვიდნენ. მაგრამ იმედი გვქონდა, რო ვიღაცები მოვიდოდნენ, ვინც რამეს გააკეთებდა.

საჭიროა ხალხთან მისვლა და ახსნა, რა ხდება, რომ ხვალ დიდი ტრაგედია გველის, ისეთივე, როგორც მე-19 საუკუნეში, როდესაც ყველაფერი დავკარგეთ. ისევ დავკარგავთ ყველაფერს. მერე მუხლებზე დავიჩოქებით და საქართველოს ან რუსეთს ვთხოვთ, მიგვიღონ თავიანთ შემადგენლობაში. ხვეწნას დავუწყებთ. ეს გვინდა? მე არ მინდა“, -თქვა შამბამ.

აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი ასლან ბჟანია - სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგი უნდა იყოს - როგორ ფორმატში, რა ფორმით, მნიშვნელობა არ აქვს

16 იანვარი, 2020 , 12:05

სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგი უნდა იყოს, როგორ ფორმატში, რა ფორმით, მნიშვნელობა არ აქვს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სოხუმში განვითარებული მოვლენების შემდეგ ოპოზიციის ლიდერმა და „პრეზიდენტობის&ld

დე ფაქტო ხელისუფლებას მოვუწოდებთ გახსნას გამშვები პუნქტები - ელიზაბეთ რუდი

15 იანვარი, 2020 , 16:35

"კვლავ მოვუწოდებთ დე ფაქტო ხელისუფლებას გახსნას გამშვები პუნქტები", - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა გორის მუნიციპალიტეტში სოფელ ქვეშში რეაბილიტირებული საჯარო სკოლის გახსნი

სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ საოკუპაციო ძალებმა უკანონო ინსტალაციები აღმართეს - სუს-ი

14 იანვარი, 2020 , 13:30

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ, საოკუპაციო ძალების პროვოკაციული აქტივობების შედეგად, განხორციელდა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უკანონო ინსტალაციების აღმართვა, რაც უკანონო ე.წ.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტის მოვალეობას ვალერი ბგანბა შეასრულებს

13 იანვარი, 2020 , 15:35

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ე.წ. პრემიერ-მინისტრი ვალერი ბგანბა დანიშნეს. აღნიშნული გადაწყვეტილება აფხაზეთის ე.წ. ეროვნული საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე მიიღეს. ბგანბას კანდიდატურას 34 დეპუ

მე ყველაფერი გავაკეთე ხალხის დაპირისპირების ასაცილებლად - რაულ ხაჯიმბა

13 იანვარი, 2020 , 12:00

"მე ყველაფერი გავაკეთე ხალხის დაპირისპირების ასაცილებლად,"- ეს განცხადება აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ე.წ. თანამდებობის დატოვების შემდეგ გააკეთა. "ბოლო პერიოდში აფხაზეთში რთული ვითარება

ოკუპირებულ აფხაზეთში განმეორებითი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს

11 იანვარი, 2020 , 01:20

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ განმეორებითი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო. რუსული მედიის ცნობით, ე.წ. საკასაციო ინსტანციის სასამართლომ ოკუპირებულ აფხაზ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`