უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

3 ოქტომბერი, 2017 12:35
font-size

წამების და სხვა არასათანადო მოპყრობის პრევენცია სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს - სახალხო დამცველი

სამართალდამცავთა მხრიდან მოქალაქეთა არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლის მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველმა საინფორმაციო კამპანია „საზოგადოება წამების წინააღმდეგ“ დაიწყო.

კამპანიის ფარგლებში შეიქმნება სამართალდამცავთა მხრიდან მოქალაქეთა არასათანადო მოპყრობის მსხვერპლთა დაცვის სამოქალაქო ქსელი; დაგეგმილია შეხვედრები თემაზე მომუშავე პროფესიულ წრეების წარმომადგენლებთან, დაინტერესებულ პირებთან და ა.შ. მომზადდება საინფორმაციო ვიდეო რგოლი. -
ამის შესახებ სახალხო დამცველის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხაედბაშია ნათქვამია, რომ „სამართალდამცავი სისტემის წარმომადგენელთა მხრიდან მოქალაქეთა არასათანადო მოპყრობის, მათი უფლებების შელახვისა თუ წამების აღმოფხვრისათვის უკანასკნელ წლებში სახელმწიფოს მხრიდან ბევრი გაკეთდა. თუმცა, ჯერ კიდევ დიდი ძალისხმევაა საჭირო, რათა საქართველომ საბოლოოდ დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი ევროპული თანამეგობრობის ქვეყნებს შორის.

„ბოლო სამი წლის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურაში სახალხო დამცველის მოთხოვნით 60 ფაქტზე დაწყებულ არცერთ გამოძიებას რეალური შედეგი არ მოჰყოლია. ხშირია სამართალდამცავთა მხრიდან კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევის ფაქტები და, შესაბამისად მოქალაქეთა საჩივრები.

შექმნილი ვითარება არსებული საგამოძიებო სისტემის სერიოზულ ხარვეზზე და ამ სისტემის ძირეული რეფორმის აუცილებლობაზე მიუთითებს. უნდა შეიქმნას რეალურად დამოუკიდებელი სამსახური, რომელიც ქვეყნის სამართალდამცავი სისტემის თანამშრომელთა მიერ ჩადენილ სამართალდარღვევებს გამოიძიებს. აღსანიშნავია, რომ 2014 წლიდან დღემდე ამგვარი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა სახალხო დამცველის ერთ-ერთ ძირითად რეკომენდაციად რჩება.

სახალხო დამცველის აზრით, ხელი უნდა შევუწყოთ ისეთი საზოგადოების ჩამოყალიბებას, სადაც ადამიანის წამება და არასათანადო მოპყრობა ნებისმიერ შემთხვევაში გაუმართლებელი, დაუშვებელი და მკაცრად დასჯადია; სადაც სამსახურებრივი უფლებამოსილება მაღალი პროფესიონალიზმით განხორციელდება და ადამიანის მიმართ მოპყრობა ღირსებას დაეფუძნება; სადაც იმოქმედებს უსაფრთხოების შესაბამისი გარანტიები, ეფექტიანი სახელმწიფო და საზოგადოებრივი კონტროლი.

წამების და სხვა არასათანადო მოპყრობის პრევენცია სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს. თუმცა, პრევენცია მხოლოდ წამების და სხვა არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე რეაგირებით არ უნდა შემოიფარგლოს. აუცილებელია დანაშაულის რისკების შემცირება (დაუსჯელობა, წამებისაგან დაცვის სათანადო გარანტიების არარსებობა, სამართალდამცველთა დაბალი პროფესიონალიზმი, არასაკმარისი ანგარიშვალდებულება, ცუდი სამუშაო პირობები, დაწესებულებების ნაკლები გამჭვირვალობა და ა.შ.)“,- ნათქვამია განცხადებაში.

პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ვასწავლოთ ქართველებს, რომ დაისვენონ საქართველოში - გიორგი გახარია

5 ივნისი, 2020 , 17:15

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქუთაისში, იმერეთის რეგიონის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ეკონომიკის გახსნის საკითხზე ისაუბრა. გახარიას თქმით, მნიშვნელოვანია პირველ ეტაპზე შიდა ტურიზმის გან

საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 37 გრადუსამდე მოიმატებს

5 ივნისი, 2020 , 17:00

6 ივნისიდან 9 ივნისამდე საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შ

ვარკეთილში სპეცოპერაცია დასრულებულია

5 ივნისი, 2020 , 17:00

ვარკეთილში სპეცოპერაცია დასრულებულია. მამაკაცი, რომელიც ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში საკუთარ ბინაში იყო ჩაკეტილი და რომელმაც რამდენჯერმე უმისამართოდ გაისროლა, პოლიციას ჩაბარდა. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სა

ჩვენი ამოცანაა, ეკონომიკა ფრთხილად გავხსნათ, რათა მივეჩვიოთ, ადამიანებს ვუმკურნალოთ, მაგრამ ტურიზმიც, წარმოებებიც, რესტორნებიც ნელ-ნელა ავამუშაოთ - გიორგი გახარია

5 ივნისი, 2020 , 16:35

პირველ რიგში, მინდა, გითხრათ, რომ პატივია აქ ყოფნა. გვესმის, რომ განსაკუთრებით ტურიზმის სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის ახლა მძიმე პერიოდია და არ არის მარტივი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორ

ხილიანი ისტორიულ სახელს იბრუნებს

5 ივნისი, 2020 , 16:35

თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის წევრებმა, საბურთალოს რაიონში, თბილისის ზოოლოგიური პარკის მიმდებარედ, ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნისთვის ხილიანის სახელის მინიჭების საკითხზე იმსჯელეს. კომისიის თავმჯდ

როგორც ჩანს, ისრაელი იქნება პირველი, საიდანაც შემოვიყვანთ ტურისტებს - გიორგი გახარია

5 ივნისი, 2020 , 16:00

როგორც ჩანს, ისრაელი იქნება პირველი, საიდანაც შემოვიყვანთ ტურისტებს. რა თქმა უნდა, ისრაელისთვის ორი ძირითადი მიმართულებაა საინტერესო, პირველ რიგში, ქუთაისი და შემდგომ ბათუმი ასევე, ამიტომ მზად უნდა ვიყოთ, – ამის შე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!