უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

1 თებერვალი, 2018 11:50
font-size

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ხელფასი გაიზარდა

დღეიდან წამყვანი და მენტორი მასწავლებლების შრომის ანაზღაურება გაიზარდა.

კერძოდ, წამყვანი მასწავლებელი სრული დატვირთვით მუშაობის შემთხვევაში 700 ლარს აიღებს, ხოლო მენტორი - 1 000 ლარს.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, მანანა რატიანის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქართველოში 257 წამყვანი და 9 მენტორი მასწავლებელია.

მისივე თქმით, ცვლილებებამდე წამყვანი მასწავლებლის დანამატი 500, ხოლო მენტორის 700 ლარი იყო.

"ზოგადად, მასწავლებლის ანაზღაურება 405 ლარს შეადგენს, რომელსაც დანამატები ემატება. მაგალითად, დამრიგებლის, დოქტორის, მაგისტრის სტატუსების მიხედვით. სტატუსის მიხედვით პრაქტიკოსი მასწავლებლის დანამატი 320 ლარია, წამყვანისთვის კი 500, ხოლო მენტორისთვის 700 ლარი იყო. ცვლილებებით კი წამყვანისა და მენტორის დანამატების გაზრდა მოხდა, რაც მასწავლებლისთვის ერთგვარად გარე მოტივატორია, რომ მეტი აქტივობა განახორციელოს, მოსწავლეებზე მეტად ორიენტირებული იყოს, რის შესაბამისადაც მისი ანაზღაურება გაიზრდება", - განმარტავს მანანა რატიანი Allnews.ge-სთან საუბრისას.

ცნობისათვის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა უკვე ორი წელია მოქმედებს. სქემის მიხედვით პედაგოგები 4 კატეგორიად - პრაქტიკოსად, უფროს, წამყვან და მენტორებად გადანაწილდნენ. პედაგოგებს სქემა საშუალებას აძლევს კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა

23 აპრილი, 2024 , 15:39

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს.  ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, კომპანია ჯითექსმა,  გლობალური ბრენდის,  KIABI - ის პირველი ფილიალი, East Point - ში გახსნა. პროექტის ჯამ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი