უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

13 სექტემბერი, 2019 14:35
font-size

წარმოდგენა არ მაქვს, დღეს ვინ არის სანდო და ვინ არ არის სანდო - ივანე მაჭავარიანი

საქართველოში ვცხოვრობ ბოლო 45 წელიწადია, აქედან 20 წელზე მეტი ვარ ბიზნესში, ერთი წელი ვარ საჯარო სამსახურში და ერთ რამეს ვამბობ სრული პასუხისმგებლობით, ასეთი თავისუფალი ბიზნესგარემო არ ყოფილა,- ამის შესახებ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მოძრაობა „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარიაძის გუშინდელი განცხადებების კომენტირებისას განუცხადა.

მისი თქმით, თუ ვინმეს აქვს პრეტენზიები კონკრეტული ფაქტები უნდა დადონ და დაასაბუთონ.

"თქვენ მისვამთ შეკითხვას ისე, რომ ფაქტი მომხდარია და ჩემი შეფასება გნებავთ. ჯერ დაადასტურეთ ფაქტი, იყო თუ არა შეხვედრა, ვინ იყვნენ. მე არ ვიცი ამ შეხვედრის შესახებ, არ ვყოფილვარ და აბა, რა გითხრათ? ხოლო წარმოდგენა არ მაქვს, დღეს ვინ არის სანდო და ვინ არ არის სანდო.

ამ ქვეყანაში ვცხოვრობ ბოლო 45 წელიწადია, აქედან დაახლოებით 22 წელი ბიზნესში ვიყავი, 1 წელი ვარ საჯარო სამსახურში. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ასეთი თავისუფალი ბიზნესგარემო ბიზნესზე ზეწოლისგან, ამ ბოლო 25 წლის პერიოდში, რაც ჩემს მეხსიერებაშია და რაც აქტიურ ბიზნესსა და პოლიტიკაში ვარ, არ ყოფილა. თუ რომელიმე კონკრეტულ კომპანიაზე, კონკრეტულ შემთხვევაზე არსებობს ფაქტები, მოიტანონ, დადონ და თუ არ იქნება რეაგირება, მერე შეიძლება ვილაპარაკოთ.

დანარჩენი, რაც ამ ქვეყანაში კერძო საკუთრება გამოცხადდა, იქიდან მოყოლებული დღემდე ასე თავისუფალი არ ყოფილა, გეუბნებით მთელი პასუხისმგებლობით, იმიტომ კი არა, რომ მთავრობის წევრი ვარ - შეიძლება, დღეს ვარ და ხვალ არ ვიყო მთავრობის წევრი, მაგრამ თუ ადამიანი აქ ცხოვრობდა ამ წლების განმავლობაში და ამ სფეროსთან შეხება ჰქონდა, ამას დაადასტურებს“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

როცა ვსაუბრობთ გამჭვირვალობაზე, ღიაობაზე, წარმოუდგენელია, ამ დროს მოსამართლე ამბობდეს, რომ მისი გადამოწმება არ შეიძლება - ლევან ხაბეიშვილი

25 მარტი, 2024 , 17:22

როცა ვსაუბრობთ გამჭვირვალობაზე, ღიაობაზე, წარმოუდგენელია, ამ დროს მოსამართლე ამბობდეს, რომ მისი გადამოწმება არ შეიძლება, - ამის შესახებ განაცხადა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა. „ის

მურუსიძე/ჩინჩალაძეს რომ კლანს ეძახით, ჩემთვის არ ნიშნავს, რომ კეთილსინდისიერები არ არიან - მამუკა მდინარაძე

25 მარტი, 2024 , 16:48

სიტყვა კლანი არის გამოგონილი ტერმინი. უკვე ტყუილს შეიცავს თქვენი კითხვა [მიმართავს ჟურნალისტს] და ამიტომ ცოტა რთულია ასე ძალიან დინჯად და რაფინირებულად პასუხების გაცემა, აქ ემოციაც მოდის ხოლმე, - აცხადებს ჟურნალისტებთან

ვინც „ნაცებთან“ დგას, ის ქართველი არ არის - მიხეილ ყაველაშვილი თაკო ჩარკვიანს

22 მარტი, 2024 , 17:29

რაც „ნაცებმა“ გირგვლიანს გაუკეთეს, ამის შემდეგ ციხიდან მიშას გამოშვებას რომ ითხოვ, არ გრცხვენია? - მიმართა პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა ოპოზიციონერ დეპ

გუშინ გომელაური გამოვიდა და გარდაცვლილიო... გარდაცვლილი კი არა, ჩემი ძმა რუსმა ოკუპანტებმა ჩაცხრილეს - გივი გინტური

21 მარტი, 2024 , 13:22

გუშინ გომელაური გამოვიდა და გარდაცვლილიო... გარდაცვლილი კი არა, ჩემი ძმა რუსმა ოკუპანტებმა ჩაცხრილეს , - განაცხადა ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმამ გივი გინტურმა ტელეკომპანია „ ფორმულასთან“ საუბრი

ჩვენ კი არა, აშშ ვერ იცავს საზღვარს ბოლომდე, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა - ვახტანგ გომელაური

20 მარტი, 2024 , 17:52

დაახლოებით 400 კმ-ია საოკუპაციო ხაზი ცხინვალის მიმართულებით. ურთულესია, არაერთხელ მისაუბრია და შეიძლება მეათედ ვსაუბრობ, მისი 100%-იანი გადახურვა ფიზიკურად შეუძლებელია. რაც არ უნდა თანხები, ბიუჯეტი მოგვცენ, რაც არ უნდა გ

ოპოზიციის წარმომადგენლებმა არ იცოდნენ, „ევრონესტის“ ასამბლეაზე ევროპული პერსპექტივის შესახებ რეზოლუციის გატანა თუ იგეგმებოდა - გიორგი ბოტკოველი

20 მარტი, 2024 , 13:13

საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით რეზოლუცია , რომელიც „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეაზე უნდა დაინიცირებულიყო, დელეგაციის ხელმძღვანელის, მაკა ბოჭორიშვილის მიერ არ იყო შ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი