უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

15 თებერვალი, 2018 17:15
font-size

წარმოდგენილ საპენსიო რეფორმას სერიოზული ანალიზი არ ახლავს - ლევან გოგიჩაიშვილი

დაგროვებითი პენსიის რეფორმასთან დაკავშირებით მომზადებულ საკანონდებლო ცვლილებებზე იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტზე მსჯელობენ.

უმრავლესობის წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა წარდგენილ რეფორმაზე მეტი ინფრომაცია მოითხოვა. დეპუტატის მტკიცებით, საკანონმდებლო ცვლილებებს ანალიზი აკლია.

„წარმოდგენილ საპენსიო რეფორმას სერიოზული ანალიზი არ ახლავს. როდესაც მთხოვენ, გადაწყვეტილება მივიღო, მეტი ინფორმაცია მჭირდება პროექტის შესახებ. სამი ფურცელი განმარტებითი ბარათი არ არის სრულყოფილი ინფორმაციის მომცემი. ეს საკითხი თითოეული ჩვენგანის მომავალს ეხება და უფრო დეტალური ინფორმაციაა საჭირო“, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ კანონპროექტი რისკებს შეიცავს.

„არის რისკები უმუშევართა რიცხვის გაზრდასთან დაკავშირებით. შესაძლოა, ბიზნესმა ასაკობრივი ცენზი შემოიღოს. დარწმუნებული არ ვარ 100%-ით, რომ მხარი დავუჭირო წარმოდგენილ საპენსიო რეფორმას. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყნისთვის საჭიროა ამ რეფორმის გატარება, მე მხარს დავუჭერ“, -თქვა გოგიჩაიშვილმა.

კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემა უკვე 2018 წლის მესამე კვარტლიდან ამოქმედდება, აღნიშნული კანონპროექტი გულისხმობს შენატანის საპენსიო სქემის შექმნას.

კანონპროექტით დგინდება საპენსიო შენატანების განხორციელების წესი და ოდენობა. პროექტი განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საპენსიო სააგენტოს შექმნასა და მის საქმიანობასთან დაკავშირებულ წესებს, აგრეთვე ეროვნული ბანკის უფლებამოსილებებს. კანონპროექტი აგრეთვე აწესრიგებს დაგროვებითი პენსიის ადმინისტრირებასთან, საპენსიო სქემაში გაწევრიანებასთან, დავების გადაწყვეტილებასთან და აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

18 მარტი, 2024 , 13:04

მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების მიხედვით, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის

იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა ხუთი პროცენტით შემცირდა - საქსტატი

13 მარტი, 2024 , 13:09

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 941.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის

2023 წელს, წინა წელთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 24 პროცენტით შემცირდა - საქსტატი

11 მარტი, 2024 , 12:03

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წელს 1 594.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 24.0 პროცენტით ნაკლებია 2022 წლის დაზუსტებულ მ

შუა დერეფანი სრულად თუ განვითარდება, არსებობს ეკონომიკური განვითარების უზარმაზარი პოტენციალი - როლანდ პრაისი

27 თებერვალი, 2024 , 12:41

შუა დერეფანი სრულად თუ განვითარდება, არსებობს ეკონომიკური განვითარების უზარმაზარი პოტენციალი, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, როლანდ პრაისმა შუა დერეფნის პოტენციალის ათვისები

ეკონომიკის ოლიმპიადაზე რეგისტრაცია დაიწყო - პროექტის მხარდამჭერია „საქართველოს ბანკი“

21 თებერვალი, 2024 , 12:57

საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივის (GELi) ორგანიზებით და „საქართველოს ბანკის“ მხარდამჭერით, ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური ეკონომიკის რიგით მეორე ოლიმპიადა გაიმართება. „საქართველოს ბანკი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი