უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

15 დეკემბერი, 2017 14:30
font-size

წარმომადგენლობითი ხარჯები მაღალი რანგის საერთაშორისო ღონისძიებებს მოხმარდა - ბესიკ ლილუაშვილი

აჭარის მთავრობის აპარატის ბიუჯეტით გათვალისწინებული წარმომადგენლობითი ხარჯები მაღალი რანგის საერთაშორისო ღონისძიებებს მოხმარდა , - აცხადებენ აჭარის მთავრობაში.

ნაციონალური მოძრაობის ბრალდებებს დღეს აჭარის მთავრობის აპარატის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ბესიკ ლილუაშვილმა უპასუხა.

„ეს არ არის პასუხი „ნაციონალურ მოძრაობას“. ეს არის ანგარიში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობისთვის, რომ მოსახლეობა კიდევ ერთხელ დარწმუნდეს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ყოველ თეთრს ხარჯავს მიზნობრივად და ხარჯავს იმისთვის, რისი საჭიროებაც დგას კონკრეტულ მომენტში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წინაშე.

მეორე და მთავარი: მიმდინარე წელს აჭარის მთავრობამ უმასპინძლა არაერთ საერთაშორისო დონის კონფერენციასა თუ შეხვედრას. საკმარისია გავიხსენოთ თუნდაც ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოთა კონგრესი; თავდაცვისა და უსაფრთხოების მინისტერიალი; პოლონეთისა და უკრაინის პრეზიდენტები და სხვა არაერთი მაღალი რანგის სტუმარი, ღონისძიება თუ კონფერენცია. ყველა ეს ხარჯი, როგორც თვითონ მოიხსენიებენ, „სარესტორნო ხარჯი“ გაწეულია სწორედ ამ სტუმრების პროტოკოლის მიხედვით, პროტოკოლის შესაბამისად და კანონის სრული დაცვით.

აქვე შემიძლია განვმარტო, რომ არცერთი თეთრი ამ ხარჯიდან არ არის დახარჯული საქართველოს მოქალაქეზე, ან საქართველოს მთავრობის, ან სამინისტროს წარმომადგენლის, ან ქართველი ინვესტორის მიღებაზე.

აქვე მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში წარმომადგენლობითი ხარჯი გასულ წლებთან შედარებით რამდენჯერმე არის შემცირებული. ფაქტობრივად სამჯერ და ოთხჯერ წინა წლებთან შედარებით. ისინი ხარჯავდნენ ათობით ათას ლარს თითო ღნისძიებაში. შეგიძლიათ თქვენ თვითონ გამოითხოვოთ ინფორმაცია, თუ რამდენი იხარჯებოდა 2012 წლამდე და რამდენი იხარჯება დღეს” - განაცხადა ბესიკ ლილუაშვილმა.

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

10 აპრილი, 2024 , 11:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზ

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი