უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

17 მარტი, 2017 13:05
font-size

წარმოუდგენელია მოსამართლემ პოლიტიკური ზეგავლენით მიიღოს გადაწყვეტილება - რუსთავი2-ის საქმის მოსამართლე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, ასევე რუსთავი2-ის საქმის განმხილველი დიდი პალატის წევრი ზურაბ ძლიერიშვილი რუსთავი2-ის საქმესთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში პოლიტიკურ ზეგავლენებს გამორიცხავს.

როგორც მოსამართლემ რუსთავი2- თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, იგი მხარეებს მოუწოდებს, დაელოდონ უზენაესი სასამართლოს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას.

„დაელოდეთ დიდი პალატის დასაბუთებულ მოტივირებულ გადაწყვეტილებას, სადაც თქვენ ნახავთ ბუნებრივია იმ მოტივაციას, რატომ მივიდა დიდი პალატა ამ გადაწყვეტილებამდე და ბუნებრივია, ამის მერე შეიძლება იქნეს პასუხები გაცემული, როგორც სამოტივაციო ნაწილზე, ასევე სხვა დანარჩენ საკითხებზე“,-აღნიშნა ძლიერიშვილმა.

რაც შეეხება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, ზურაბ ძლიერიშვილი აღნიშნავას, რომ მას სამოსამართლო ეთიკა არ აძლევს შესაძლებლობას, რომ წინასწარ გამოთქვას აზრი.

ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, იყო თუ არა საკმარისი ორი დღე საქმის განსახილველად და გადაწყვეტილების მისაღებად, მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი ამბობს, რომ კოლეგიას არა ორი დღე, არამედ რამდენიმე თვე ჰქონდა.

„თქვენ ნახავთ საქმის მასალებში, რომ ეს არის არასწორი ინფორმაცია. კოლეგიას ჰქონდა არა ორი დღე, არამედ რამდენიმე თვის ვადა, ეს საქმის მასალებში დევს“ - აცხადებს ძლიერიშვილი.

მისი თქმით, დიდი პალატის განხილვის საკითხი იყო საკუთრებასთან დაკავშირებული დავა და შესაბამისად, სასამართლომ თავისი სამართლებრივი ვალდებულება შეასრულა.

„ჩვენი განხილვის საკითხი იყო სწორედ საკუთრებასთან დაკავშირებული დავა. სასამართლომ თავის სამართლებრივი ვალდებულება შეასრულა. შესაბამისად, უკვე აღსრულების საკითხი და შემდგომ პროცედურები, ეს არის სასამართლოს ფარგლებს გარეთ“,-აღნშნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ.

რაც შეეხება მოსამართლეზე პოლიტიკური ზეგავლენის მოხდენის საკითხს, ძლიერიშვილი აცხადებს, რომ ეს მისთვის სრულიად წარმოუდგენელია, რადგან, მოსამართლის თქმით, საზოგადოებისთვის ცნობილია მისი და მისი კოლეგების ნებისმიერი საქმისადმი ნეიტრალური დამოკიდებულება.

"მოსამართლემ შესაძლოა პოლიტიკური ზეგავლენით თუ სხვა გავლენებით მიიღოს გადაწყვეტილება, ეს არის სრულიად წარმოუდგენელი. მითუმეტეს, ყველასთვის კარგად არის ცნობილი, პირადად ჩემი და ჩემი კოლეგების ნეიტრალური დამოკიდებულება პოლიტიკური საკითხების მიმართ,“ - აცხადებს მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი.

მონიკა დავლიანიძე

ირაკლი შოთაძის პროკურატურაში დაბრუნება აგონიაში მყოფი ხელისუფლების ნიშანია - გიგა ბოკერია

17 იანვარი, 2020 , 16:31

„ევროპული საქართველოს“ წევრის გიგა ბოკერიას განცხადებით, ირაკლი შოთაძის კანდიდატურის გენერალური პროკურორის თანამდებობაზე წარდგენა საზოგადოების მიმართ უპატივცემულობის მაგალითი და კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ

სამწუხაროდ, იმის მაგივრად, რომ სხვადასხვა სახის კვლევები გახდეს გარკვეული დასკვნების და ანალიზის საფუძველი, ჩვეულებრივად პოლიტიკური პროცესის ნაწილი გახდა - გიორგი გახარია

17 იანვარი, 2020 , 15:25

გულწრფელად ვამბობ, სამწუხაროდ, იმის მაგივრად, რომ სხვადასხვა სახის კვლევები გახდეს გარკვეული დასკვნების და ანალიზის საფუძველი, ეს ჩვეულებრივად პოლიტიკური პროცესის ნაწილი გახდა, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა

გიორგი გახარია მთავრობაში საკადრო ცვლილებებზე - მაინცდამაინც დაგასპოილეროთ? დაელოდეთ ფინალურ სერიას

17 იანვარი, 2020 , 14:41

ნუ ჩქარობთ, დაველოდოთ ფინალს და ვნახოთ, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას, იგეგმება თუ არა მთავრობის მეთაურის ცვლილება. „ისე დაჟინებით მეკითხებით, მაინცდამაინც გინდათ

გიგი უგულავა - ეს არის მორიგი ცინიზმი ივანიშვილის მხრიდან, ირაკლი შოთაძის დაბრუნება ნიშნავს ოთარ ფარცხალაძის რეანიმაციას

16 იანვარი, 2020 , 16:07

ესაა მორიგი ცინიზმი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. შოთაძის დაბრუნება ნიშნავს ფარცხალაძის რეანიმაციას, ყველაფერი უკანონობის რესტავრაციას, რის გამოც საზოგადოებამ აიძულა შოთაძე გადამდგარიყო,- ასე ეხმაურება„ევროპული საქარ

გია ვოლსკი - თუ ირაკლი შოთაძეს გაუწევენ რეკომენდაციას გენერალური პროკურორის თანამდებობაზე, მე მხარს დავუჭერ

16 იანვარი, 2020 , 15:55

თუ ირაკლი შოთაძეს გაუწევენ რეკომენდაციას, მე მხარს დავუჭერ, მის პერიოდში საკმაოდ ბევრი საქმე არის სწორად წარმართული, - ამის შესახებ პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე ირაკლი

გიგა ბოკერია „ენდიაის“ კვლევაზე - ოპოზიცია აშკარად ჯაბნის „ქართულ ოცნებას“, „ევროპული საქართველოსთვისაც“ კარგი მონაცემებია

16 იანვარი, 2020 , 15:22

ნებისმიერ შემთხვევაში ივანიშვილი განწირულია მარცხისთვის, უბრალოდ, ჩვენი ამოცანაა, ეს განხორციელდეს ქვეყნისთვის ნაკლები ზიანის ხარჯზე, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ განაცხადა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`