უკან

სამართალი

20 თებერვალი, 2017 16:35
font-size

წარმოუდგენელია, როდესაც სასულიერო პირები საუბრობდნენ იმ ფორმით და იმ საკითხებზე, რომელზეც ჩანაწერში იყო საუბარი - ირმა ჭკადუა

ე.წ. ციანიდის საქმის ერთ-ერთი მოწმის, ადვოკატ ირმა ჭკადუს განცხადებით, საქმეში მტკიცებულების სახით არსებულ აუდიო ჩანაწერში სამი პირი მონაწილეობს.

ჭკადუა მამა გიორგი მამალაძის ბრალდების საქმეში მთავარი მოწმესთან, ირაკლი მამალაძესთან კონტაქტის დეტალებს იხსენებს, რომელმაც მისი თქმით, საქმეში არსებული ჩანაწერები მოასმენინა.

მისი შეფასებით, აღნიშნული ჩანაწერები არის ძალიან მძიმე მოსასმენი.

„მომასმენინა თავდაპირველად აუდიოჩანაწერი, რომელიც ძალიან მძიმეა მოსასმენად. სამი პირი ფიგურირებდა. წარმოუდგენელია, როდესაც სასულიერო პირები ან ეკლესიასთან დაკავშირებული პირები საუბრობდნენ იმ ლექსიკონით, იმ ფორმით და იმ საკითხებზე, რომელ საკითხებზეც იყო ჩანაწერში საუბარი.

მე მას ვთხოვე, რომ ერთ-ერთი მტკიცებულება მაინც მოეცა ჩემთვის, მაგრამ ის კატეგორიულად წინააღმდეგი იყო, ვინაიდან ის ამბობდა - ეს არის ჩემი თავდაცვა. ის იყო ძალიან შეშინებული ამ ყველაფერზე და 30-ში თუ პირველში არ მახსოვს, მან ისევ დამირეკა და მკითხა სად ხარო, ვუთხარი სადაც ვიყავი და მითხრა, რომ სადაც ხარ გაჩერდი უნდა მოვიდე სასწრაფოდ და მან მოიტანა კიდევ ერთ ისეთი მტკიცებულება, რომელიც იყო განგაშის ატეხვის საფუძველი, ამ ჩანაწერში სახიფათო რამ იყო აღბეჭდილი. მან თქვა, რომ ამ ჩანაწერის შემდეგ გადაწყვიტა, აუცილებლად წასულიყო სამართალდამცავ ორგანოებთან.
იქ არის შოკისმომგვრელი მასალა და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს არცერთ მოქალაქეს არცერთი კითხვა არ დარჩება ამ მასალის მოსმენის შემდეგ.

უბრალოდ პროკურატურა და სახელმწიფო დღეს უფრთხილდება საპატრიარქოს პრესტიჟს “ - აცხადებს ირმა ჭკადუა.

ნინო ექვთიმიშვილი

ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

19 აპრილი, 2024 , 17:15

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტრანსნაცლიონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარ

დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

19 აპრილი, 2024 , 11:50

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პი

შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 7 პირი დააკავა, ხოლო 5 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

12 აპრილი, 2024 , 11:39

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამ

სასამართლომ „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამნაშავედ ცნო

12 აპრილი, 2024 , 10:51

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამ

ლაზარე გრიგორიადისს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

12 აპრილი, 2024 , 10:19

2023 წლის მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის

საქართველოს პროკურატურამ ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა

11 აპრილი, 2024 , 14:29

საქართველოს პროკურატურამ გენდერის ნიშნით ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი