უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

27 ივლისი, 2016 18:16
font-size

წარსულში ხშირად ყოფილა, რომ ეს კვლევები არ ასახავს შემდგომში მიღებულ რეალობას - გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ,,ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის’’ მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი კვლევის შედეგებს ეხმაურება.

ჟურნალისტებთან საუბრისას მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ NDI-ს კვლევა ეს არის ტექნიკური საკითხი.

კვირიკაშვილის თქმით, ის ჯერ კვლევას არ გაცნობია, თუმცა მას მაინც სკეპტიკურად აფასებს.

,,კვლევებთან დაკავშირებით მე მაქვს ჩემი საკმაოდ საფუძვლიანი, სკეპტიკური დამოკიდებულება, ვინაიდან, წარსულში ხშირად ყოფილა, რომ ეს კვლევები არ ასახავს შემდგომში მიღებულ რეალობას. ამიტომ, ჩვენთვის მთავარია, რომ მოთმინებით დაველოდოთ არჩევნებს, მშვიდობიანად ჩავატაროთ წინასაარჩევნო პერიოდი და შემდგომში საქართველოს მოსახლეობა გადაწყვეტს რა არის მათთვის პრიორიტეტი, რომელი ჯგუფია მათთვის უფრო მისაღები, რომელი გუნდია უფრო მისაღები და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გუნდი უალტერნატივოდ გაიმარჯვებს, დიდი უპირატესობით,“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ცნობისათვის: NDI-მ კვლევა ჩაატარა, რომლისთვისაც დაახლოებით 4 ათასზე მეტი ადამიანი გამოკითხა. დღეს კვლევის ის ნაწილი გასაჯაროვდა, რომელიც ქვეყნის საგარეო კურსს, ეკონომიკასა და მასმედიას ეხება.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ ის და მისი ოჯახი იმავე მდგომარეობაშია.

ამასთან, კითხვაზე ახორციელებს თუ არა ხელისუფლება მნიშვნელოვან ცვლილებებს- ამ კითხვაზე NDI-ს მიერ გამოკითხული რესპონდენტების დაახლოებით 40% მიიჩნევს, რომ მთავრობა აღნიშნულ ცვლილებებს ახორციელებს.

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რომლის კულმინაცია იყო „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრა - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი და მათი ეს დამოკიდებულება გრძელდება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციი

კონტრაქცია ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამია - სოფო ჯაფარიძე

23 აპრილი, 2024 , 17:34

კონტრაქცია ნიშნავს იმას, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამი - ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაუპირისპირონ ამ გულწრფელ და გულანთებულ ქართველებს ის ადამიანები, რომლებიც ძალით მოჰყავთ აქციაზე

კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი, ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:26

კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი. ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირ

ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:21

ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი