უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

3 თებერვალი, 2023 08:51
font-size

წელის ფართოდ გავრცელებული პრობლემები

წელის ტკივილი ყველასთვის ნაცნობი პრობლემაა და მას ცხოვრებაში ერთხელ მაინც შევუწუხებივართ. ამის გამომწვევი არა ერთი მიზეზი არსებობს, მაგალითად, ეს შეიძლება სპორტულ აქტივობას, ძლიერ ფიზიკურ დატვირთვას, მჯდომარე ცხოვრების წესს ან უმოძრაობას უკავშირდებოდეს. წელის ძლიერ ტკივილს ასევე იწვევს წელკავი, იგივე წელის გაშეშება. ამ ფაქტორების გარდა, არსებობს წელის ტკივილის გამომწვევი სხვა ბევრად სერიოზული მიზეზებიც, როგორიცაა - ხერხემლის რომელიმე პათოლოგია. წელის ტკივილი ხშირია არასწორი მოძრაობის ან ცუდ პოზაში ძილის შემდეგაც. წელის ტკივილის დროს განსაკუთრებით რთულდება მოძრაობა, დახრა და დიდი ხნის განმავლობაში ჯდომა/დგომა. მას ახასიათებს სხვადასხვა სახის ტკივილი:

-ყრუ, ძლიერი ან მწვავე;

-დროგამოშვებითი ან მუდმივი;

-ზედაპირული ან ღრმა.

გარდა ამისა, წელის ტკივილი იწვევს უძილობას, უმოძრაობასა და შრომისუნარიანობის დაქვეითებას. სწორედ ამიტომ, ექიმები წელის ტკივილის დროს პაციენტებს, პირველ რიგში, ურჩევენ ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვას, ვარჯიშსა და ცურვას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ პრობლემის არსებობის შემთხვევაში მაქსიმალურად შევამციროთ სიმძიმეების აწევას და ისეთი აქტივობები, რომლებიც იწვევს წელის დატვირთვას. გარდა ამისა, წელის ტკივილის დროს ეფექტურია სამედიცინო კორსეტების, ქამრებისა და ფიქსატორების ტარება. არსებობს სხვადასხვა ფორმისა და ფუნქციის წელის კორსეტები და ქამრები, რომელთა შესარჩევად, საჭიროა, რომ პაციენტმა ზუსტად იცოდეს, თუ რისგან არის გამოწვეული წელის ტკივილი. შესაბამისად, წელის ტკივილის არსებობის შემთხვევაში, პირველ რიგში, საჭიროა, რომ კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან და მისი მითითების შესაბამისად დაიწყოთ სწორი და დროული მკურნალობა.

“La Gazzetta Dello Sport” უკვე ქართულ მედიასივრცეშია

1 თებერვალი, 2024 , 15:01

მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი და ისტორიული იტალიური სპორტული მედიაპლატფორმა „La Gazzetta Dello Sport“ უკვე საქართველოშია. მისი ქართული ვერსიის - „La Gazzetto Dello Sport  Georgia“-ს ოფიციალური წ

სახელოვანი ვიოლონჩელისტი იან მაკსინი საქართველოში კონცერტებს მართავს

29 იანვარი, 2024 , 17:02

საქართველოში ცნობილი ვიოლონჩელისტი, კომპოზიტორი და მრავალენოვანი ამერიკელი ვოკალისტი იან მაკსინი იმყოფება. იგი ჩვენს ქვეყანას ახალი ალბომის -- “Amor Renauts”-ის გამოშვებისადმი მიძღვნილი მსოფლიო ტურნეს ფარგლებ

საქართველოდან სიყვარულით სავსე გულით მივდივარ - ალ ბანო

27 ნოემბერი, 2023 , 11:27

"იტალიელები ქართველებს ძალიან ჰგვანებიან. განსხვავებული მხოლოდ ენაა. მაგრამ ჭიქა ღვინოსთან ენაც ქრება და მხოლოდ გული რჩება", -ასე მიესალმა ლეგენდარული იტალიელი მომღერალი ალ ბანო კარიზი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში შე

თბილისი ლეგენდარული ალ ბანოს პირველ სოლო კონცერტს უმასპინძლებს

24 ნოემბერი, 2023 , 12:38

24 ნოემბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ლეგენდარული იტალიელი მომღერლის, ალ ბანოს პირველი სოლო კონცერტი გაიმართება. მუსიკოსი საქართველოს საქველმოქმედო ფონდ "ცხოვრება მშვენიერიას" მოწვევით სტუმრობს. როგორც მომღერალმა

ისრაელელი მხატვრების გამოფენა თბილისში

24 ნოემბერი, 2023 , 11:48

ხვალ, 25 ნოემბერს თბილისში გაიხსნება ისრაელელი მხატვრების ჯგუფური გამოფენა, რომელიც მშვიდობას ეძღვნება. "სამართლიანობა, სიმართლე და მშვიდობა?" ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც თბილისში მიმდინარეობდა და ისრაელზე 7 ოქტომბერს ტ

ისრაელელი მხატვრების გამოფენა თბილისში

24 ნოემბერი, 2023 , 11:48

ხვალ, 25 ნოემბერს თბილისში გაიხსნება ისრაელელი მხატვრების ჯგუფური გამოფენა, რომელიც მშვიდობას ეძღვნება. "სამართლიანობა, სიმართლე და მშვიდობა?" ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც თბილისში მიმდინარეობდა და ისრაელზე 7 ოქტომბერს ტ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი